ჯანმრთელობა
ანემია: 9 პროდუქტი, რომლებიც დაგეხმარებათ
რკინა ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რომელიც ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. სწორედ რკინა აწვდის ჟანგბადს ტვინს და კუნთებს. რკინის დეფიციტის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ორგანოების მუშაობა ფერხდება. ყოველდღიურად ქალმა 18 მგ რკინა უნდა მიიღოს (მენსტრუაციის დროს სისხლის დაკარგვის გამო უფრო მეტი რკინა სჭირდება), ხოლო ორსულ ქალებს დღეში 27 მგ. რკინის მიღების მარტივი გზა საკვებია. დღეს რედაქცია „alltime” გთავაზობთ პროდუქტების სიას, რომლებშიც ბევრი რკინა შედის.
ძროხის ხორცი
წითელ ხორცს ცუდი რეპუტაცია აქვს, პირველ რიგში, ქოლესტერინის გამო, თუმცა მასზე სრულად უარის თქმა არ ღირს. მისი ფილე შეიცავს არა მხოლოდ რკინას (3 გმ 100 გრ პროდუქტზე), არამედ B12 ვიტამინს, ასევე თუთიას და სელენს. ძროხის ხორცი კვირაში ერთხელ მაინც შეჭამეთ, ეს ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა!
ქათმის ბარკლები
ფრინველის წითელ ხორცში თითქმის 2–ჯერ უფრო ნაკლები რკინა შედის, ვიდრე ძროხის ხორცში (1,3 მგ 100 გრ–ზე), მაგრამ მასში შედის რკინის ის ტიპი, რომელსაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს. ქათმის ყველაზე სასარგებლო ნაწილად თეთრი ხორცი ითვლება, მაგრამ წითელ ხორცზე უარის თქმა არ ღირს.
გარგარის ჩირი
მხოლოდ ნახევარი ჭიქა ფერადი ჩირი 2 მგ რკინას და 160 კალორიას შეიცავს. გარდა ამისა, გარგარის ჩირი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც რკინის ათვისებას ხელს უწყობს და ანტიოქსიდანტით, რომელიც სიმსივნის განვითარებას აფერხებს. აირჩიეთ ის ჩირი, რომელიც შაქრის სიროფის გარეშეა მომზადებული.
ოსპი
თუ ვეგეტარიანულ დიეტაზე ხართ, რაციონში რკინის შემცველობაზე უნდა იზრუნოთ. ამ შემთხვევაში ოსპი თქვენი მთავარი დამხმარეა. 1 ულუფა ოსპი 3 მგ რკინას შეიცავს – ზუსტად იმდენს, რამდენსაც ძროხის ხორცი! გარდა ამისა, ოსპი შეიცავს ბევრ უჯრედისს, რომლის დეფიციტიც გარკვეულწილად ყველა ადამიანს აწუხებს და რომელიც ჩვენი ჯანმრთელობისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.
ჩიას თესლი
ეს პატარა თესლი ყოველდღე უნდა მიირთვათ იმის მიუხედავად ვეგეტარიანელი ხართ თუ ხორცისმჭამელი. პირველ რიგშია, ჩია შეიცავს ბევრ ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას, რომელიც ჩვენი გულისა და სისხლძარღვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მეორეც, მასში შედის ბევრი კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი და რკინა.
ქეშიუ
კაკალი, როგორც ჩირი, ყოველდღე უნდა მიირთვათ, როგორც ფქვილის და შოკოლადის დესერტების ალტერნატივა და ძალიან ჯანსაღი წასახემსებელი. ქეშიუს კაკალი შეიცავს ბევრ სასარგებლო მონოუჯერ ცხიმებს, ცილას, ასევე რკინას – ნახევარი ჭიქა ქეშიუ 4 მგ რკინას შეიცავს.
ლობიო
ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო პარკოსანი, რომელიც ხშირად უნდა მიირთვათ: ლობიო შეიცავს ბევრ უჯრედისს და ფოლიუმის მჟავას, ასევე რკინას – სახეობის მიხედვით ნახევარი ჭიქა ლობიო 2-4 მგ რკინას შეიცავს.
გოგრის თესლი
გოგრის თესლი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ძალიან სასარგებლოა: ¼ ჭიქა გოგრის თესლი 4,5 მგ რკინას შეიცავს. ასევე კალციუმს, ცილას და გულისთვის ძალიან სასარგებლო თუთიას.
შავი შოკოლადი
დღეში 3-4 ნატეხი შავი შოკოლადი შეჭამეთ: ის მდიდარია სასარგებლო ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ბევრი ფორმის სიმსივნის განვითარებას აფერხებს და ტვინს ასაკობრივი ცვლილებებისგან იცავს. 25 გრ შავი შოკოლადი 3 მგ–ზე მეტ რკინას შეიცავს – ოღონდ აირჩიეთ უშაქრო და კაკაოს მაღალი შემცველობის მქონე შოკოლადი.