ტესტები
ამოცანები ლოგიკის გასავითარებლად, რომ ფინანსური პრობლემები არ შეგექმნათ
ძალიან ხშირად ვისმენთ დაუსაბუთებულ მოსაზრებას, რომ მათემატიკა ცხოვრებაში არ გამოგვადგება. ამას მარტივად შეგვიძლია შევედავოთ, ვინაიდან არითმეტიკის საბაზისო ცოდნა გვჭირდება, როგორც მინიმუმ, ოჯახის ბიუჯეტის გამოსათვლელად, ფასდაკლებების დროს რეალური დაზოგვის დასაანგარიშებლად, ევროს ან დოლარის გაცვლის კურსის შესაფასებლად. არაფერს ვამბობთ, რომ ლოგიკური ამოცანები გონების ერთგვარი ვარჯიშია, რომელიც ტვინს კარგ ფორმას უნარჩუნებს.
ვალუტის კურსს დავუბრუნდეთ. ახლახანს უკრაინაში ერთ–ერთ გადამცვლელ პუნქტში საინფორმაციო დაფაზე ვალუტის კურსის ნაცვლად ამოცანა გამოაქვეყნეს და ამით მაშინვე ყურადღება მიიქციეს! საქმე იმაშია, რომ უკრაინაში ხელისუფლებამ დოლარის და ევროს კურსების საჯარო დემონსტრირება აკრძალა, ამიტომ გადამცვლელ პუნქტებში სიტუაციიდან თავის დაძვრენას ცდილობენ.
ამოცანა №1
თუ ტვინის გავარჯიშება გსურთ, მაშინვე ქვემოთ გთავაზობთ ლოგიკურ ამოცანას სავალუტო პუნქტიდან. ამ ფოტოზე შეგიძლიათ ნახოთ პატარა დეტალები, რომლებიც სწორი პასუხის გასაცემად მნიშვნელოვანია. ამოცანის პასუხი სტატიის ბოლოს იპოვეთ.
ამოცანა №2
მეორე ამოცანაც არასტანდარტულ მიდგომას მოითხოვს. მოცემულ ფოტოზე სამი ბილიარდის ბურთი აიღეთ ისე, რომ რიცხვების ჯამი 30 იყოს.
ამოცანა №3
რომელი რიცხვი უნდა იყოს კითხვის ნიშნის ნაცვლად?
ამოცანა №4
ბოლოს, უმარტივესი ამოცანა. რამდენი სამკუთხედია სურათზე?
სწორი პასუხები
ამოცანა №1
სინამდვილეში, ეს ამოცანაა უფრო კონცენტრირებას ეხება, ვიდრე მათემატიკის ცოდნას. მარტივი გამოთვლებით სწრაფად შეგიძლიათ გაიგოთ, რომ წყვილი ბოტასი 10–ის ტოლია, ხულიგანი – 5, ხოლო 1 შეფუთვა მზესუმზირა – 2.
ცოტა საქმე დაგვრჩა: ბოლო სტრიქონში ამოიცნოთ, რა არის გამოსახული სინამდვილეში. ბოლო მაგალითში ერთი ბოტასია და არა წყვილი. ხულიგანს ბოტასები აცვია და ხელში ორი შეფუთვა მზესუმზირა უჭირავს, ანუ ამ ნივთების შესაბამისი რიცხვები უნდა შეაჯამოთ. არ გამოგრჩეთ გამრავლების ნიშანი მოსალოდნელი პლიუსის ნაცვლად.
ასე გამოდის ტოლობა: 5 + (5 + 10 + 2 + 2) × 2 = 43
ამოცანა №2
პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ, რომ ყველა ბურთზე კენტი რიცხვია, ხოლო შედეგად ლუწი 30 უნდა მიიღოთ. ასეთი რამ შესაძლებელია იმ პირობით, თუ ორ კენტ და ერთ ლუწ რიცხვს შევაჯამებთ. გამოდის, პირველ რიგში, ხრიკი უნდა გამოვიყენოთ. 9–იანი გადააბრუნეთ, რომ მისგან 6-იანი მიიღოთ!
ამოცანა №3
ამ ამოცანაში ხრიკი არაა. სწორი პასუხის გასაცემად საკმარისია, რომ კვადრატის დიაგონალზე ნებისმიერი წყვილი რიცხვი გაამრავლოთ.
ამოცანა №4
კიდევ ერთი ამოცანა ყურადღებაზე. წრე 8 სექტორად დაყოფილია, რომლებიც სამკუთხედები არაა. სამაგიეროდ, თუ ნახატის ცენტრს დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ერთ–ერთი ხაზი ცენტრში არ გადის. ეს ხაზი სხვებს კვეთს და ორ პატარა სამკუთხედს ქმნის, რომლებიც ერთად მესამეს ქმნიან. სწორი პასუხი: 3 სამკუთხედი.
როგორც კუნთებს, ჩვენს ინტელექტსაც ყოველდღიური ვარჯიში სჭირდება. ლოგიკური ამოცანები ხშირად ამოხსენით. ტვინი არ მოადუნოთ!