საკითხავი
ამ საქციელს მამაკაცი საყვარელ ქალსაც ვერ პატიობს. 4 პუნქტი
ქალისა და კაცის ურთიერთობა რთული და დიდი თემაა. ბევრი ამბობს, რომ ქალი პარტნიორს შეცდომებს ხშირად პატიობს, რადგან ურთიერთობის შენარჩუნება სურს. მამაკაციც საყვარელი ადამიანის მიმართ დამთმობია, ცდილობს, მის ახირებებს და განწყობის ცვლილებებს ყურადღება არ მიაქციოს. ეს მხოლოდ წვრილმანებს ეხება. არის რაღაც, რასაც მამაკაცი საყვარელ ადამიანს არავითარ შემთხვევაში პატიობს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელ პუნქტებზეა საუბარი.
მამაკაცს ზოგიერთ რამესთან შეგუება უჭირს. პატიება რომც სურდეს, შინაგანი „მეს“ გადალახვა ძალიან გაუჭირდება. გარეგნულად თითქოს სიტუაცია მოგვარდა, მაგრამ ასე არაა. ფრაზა, თუ გიყვარს, აპატიებ, აქ უძლურია.
4 რამ, რასაც მამაკაცი ქალს არ პატიობს
ღალატი
ღალატი პირველია, რასაც მამაკაცი საყვარელ ქალს ვერ პატიობს. თავად სხვა ქალებში სიარულს ბუნებრივი პოლიგამიით და ფიზიკური ლტოლვით ამართლებს. აი, ქალის ღალატი მისთვის ფიზიკური და მორალური ღალატის ტოლფასია. ეს მისი თავმოყვარეობის შებღალვაა. წყვილები, რომლებმაც ამ პუნქტის გადალახვა შეძლეს, სავარაუდოდ, წესიდან გამონაკლისები არიან.
შეურაცხყოფა
მამაკაცი თვლის, რომ ოჯახის უფროსი და მარჩენალია. თუ ქალი ამცირებს და სხვების თვალწინ შეურაცხყოფას აყენებს, მისი თვითშეფასება სწრაფად და დიდი ხნით მცირდება. წყენას არ დაივიწყებს. აგრესია, ძალის დამტკიცების სურვილი და ქალთმოძულეობა შეიძლება გამოავლინოს.
უარის თქმა
ამბობენ, რომ კაცს შეუძლია დაივიწყოს ქალი, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ვერ დაივიწყებს ქალს, რომელმაც უარი უთხრა. როგორც ინტიმურ სიახლოვეზე, ასევე ჩვეულებრივ ურთიერთობაზე უარი იგულისხმება. უარი თავდაჯერებულ კაცსაც აშინებს. მათთვის ეს დამარცხების ნიშანია.
შედარება
შედარება არავის მოსწონს. ეს არ გააკეთოთ, თუნდაც მისი უკეთ წარმოჩენა გსურდეთ. მამაკაცს სურს, რომ ერთადერთი და განუმეორებელი იყოს.
მოცემულ პუნქტებს თავი აარიდეთ, თუ ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ. შეცდომის დაშვება ადვილია, მაგრამ ნდობის და ემოციური სიახლოვის აღდგენა რთული. ნერვებს და პარტნიორის ეგოს გაუფრთხილდით.