ჯანმრთელობა
ამ რეცეპტით მხედველობა დავიბრუნე, ღვიძლი გავიწმინდე და წონაც დავიკელი, თანაც უკვე 60 წლის ვარ
ჭარხალი ძალზედ სასარგებლო ბოსტნეულია. როგორც ყველამ კარგად ვიცით, ის საკმაოდ დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს, რის გამოც ხშირად ექიმები მენსტრუაციული ციკლის დროს ჭარხლის მირთმევას გვირჩევენ. უკვე მრავალი წელია, ხალხურ მედიცინაში ეს იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქტი არაერთი საკმაოდ სერიოზული დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება, თანაც წარმატებით. ჭარხალი მდიდარია ისეთი სასარგებლო საკვები ნივთიერებებითაც, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის პროცესებს სტიმულირებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს ბოსტნეული შეიცავს არაერთ მნიშვნელოვან მინერალს, მათ შორის კალიუმსა და ფოლიუმის მჟავას – ეს ორი ნივთიერება იცავს ჩვენს გულს და ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს. ჭარხალი მდიდარია მაგნიუმითაც, რომელიც აძლიერებს ჩვენს ძვლებს, იოდით, რომელიც მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ბიოსინთეზში, ფოსფორითა და რკინით, რომლებიც აუცილებელია მთელი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის.
დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარ იაფ და ხელმისაწვდომ საშუალებას, რომელიც გაგიუმჯობესებთ მხედველობას, სისხლის მიმოქცევას, გაწმენდს ღვიძლს და ხელს შეგიწყობთ წონის დაკლებაშიც კი.
ინგრედიენტები:
- 2 თავი ხახვი
- 2-3 ჭარხალი
- ძმარი
- ზეითუნის ზეთი
- მარილი
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, კარგად გარეცხეთ ჭარხალი, გაასუფთავეთ კანისგან და შემდეგ მოხარშეთ მარილწყალში.
- მოხარშული ჭარხალი დაჭერით პატარა ზომის კუბიკებად, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მოაყარეთ მცირეოდენი მარილი და მოასხით დაახ. 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.
დიახ, სამკურნალო საშუალების მომზადების ეს ისნტრუქცია კულინარიულ რეცეპტს უფრო ჰგავს, თუმცა ამ ინგრედიენტების კომბინირებით მიღებული საშუალების გავლენა ჩვენს ორგანიზმზე მართლაც რომ შეუფასებელია!