Connect with us

თავის მოვლა

ამ ნიღაბს „მინუს 10 წელს“ უწოდებენ – აქტიური გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს

ეს ჯადოსნური ნიღაბი ყველა იმ ქალისთვისაა, ვისაც ახალგაზრდობის შენარჩუნება და შინაურული კოსმეტიკის გამოყენება სურს. ნიღბის მომზადებას და გამოყენებას მარტივად შეძლებთ, რაც მთავარია, ძალიან ეფექტურია!

რა თქმა უნდა, მაღაზიაში გამაახალგაზრდავებელი კოსმეტიკა შეგიძლიათ შეიძინოთ, ან სილამაზის სალონს ეწვიოთ. თუმცა ეს არსად გაიქცევა, მანამდე კი შინაურული ნიღაბი სცადეთ.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1/3 მწიფე ბანანი ყავისფერი ლაქების გარეშე
  • 1 ჩ/კ ხმელი კოჭის ფხვნილი და ახალ გაწურული კოჭის წვენი
  • 2 ჩ/კ ზეითუნის ზეთი (ავოკადოს, ნუშის, არგანის ზეთი… შეგიძლიათ მონაცვლეობით გამოიყენოთ)
  • 1 კარგად ათქვეფილი კვერცხის ცილის ქაფი

როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ

  1. ბანანი დაჭყლიტეთ. მიღებულ ბანანის ფაფას კოჭა და ზეითუნის ზეთი დაუმატეთ.
  2. მასას კვერცხის ცილა დაუმატეთ და თხევადი კრემის მდგომარეობამდე მიიყვანეთ.
  3. სახის კანზე (ყელი, დეკოლტე) თხელ ფენად წაისვით, ოდნავ გაშრობა აცადეთ და კიდევ 2-3 ფენა წაისვით. ბოლო ფენა 10-15 წუთით გაიჩერეთ.
  4. ნიღაბი ცივ წყალში დაასველეთ და ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
  5. სახის კანზე მსუბუქი, უცხიმო კრემი, გელი ან შრატი წაისვით.

ამ ნიღბის ეფექტს დაუყონებლივ შეამჩნევთ. მას შესანიშნავი მატონიზირებელი და ლიფტინგ-ეფექტი აქვს. მას „მინუს 10 წელს“ უწოდებენ.

როგორც ექსპრეს საშუალება ნიღაბი ერთხელ გამოიყენეთ. თუ კურსის ჩატარება გსურთ, 10 ნიღაბი გაიკეთეთ. ნიღბებს შორის შუალედი 5-6 დღე უნდა იყოს.