Connect with us

ჯანმრთელობა

ამ მალამოს რეცეპტის საიდუმლოდ შენახვა არ შეიძლება: ჭრილობები ხორცდება

რთული დასაჯერებელია, მაგრამ ნამდვილად არსებობს სამკურნალო თვისებების ბალზამი, რომლის გამოყენების შემდეგ კანის ყველა დაზიანება თქვენს თვალწინ მყისიერად ხორცდება.

სახლში მომზადებულ ანტისეპტიკურ მალამოს ტკივილგამაყუჩებელი, ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და აღმდგენი თვისებები გააჩნია.

ის კურნავს ეგზემას, ფსორიაზს, ნაკაწრებს, ჭრილობებს, კანის სხვადასხვა სახის ანთებას, მოყინვას, ზედაპირულ დამწვრობას, ჰერპეტულ გამონაყარს, ქუსლის შეუხორცებელ ბზარებს.

ჩვენს რედაქციას ამ რეცეპტის საიდუმლოდ შენახვა არ შეუძლია, რადგან გაყიდვაში მას ნამდვილად ვერ იპოვით!

მალამო ჭრილობებისთვის

ინგრედიენტები:

  • ¼ ჭიქა ზეითუნის ზეთი პირველი დაწურვის
  • 2/3 ჭიქა ხმელი ბალახების ნარევი (გულყვითელას, მრავალძარღვას, კრაზანას, ლაშქარას და ძირყვითელას ყვავილები)
  • 2-4 ს/კ ფუტკრის ცვილი
  • 1 ს/კ თხევადი თაფლი
  • ½ ჩ/კ თხევადი E ვიტამინი
  • 5-6 წვეთი ეთერზეთი (სურვილისამებრ)

მომზადება:

1. პირველ რიგში ბალახებიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღეთ. ამისთვის ცხელი ექსტრაქციის პროცედურა გამოგადგებათ.

ზეთი 40-50 გრადუსამდე გააცხელეთ და ნელ-ნელა დაქუცმაცებული ბალახები დაუმატეთ. კარგად აურიეთ. თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და წყლის ორთქლზე გააცხელეთ. გაცხელების დრო – 3 საათი, ყოველ 20 წუთში ნარევი შეანჯღრიეთ.

მცენარეებიდან ღირებული ნივთიერებები ბოლომდე რომ მიიღოთ, პროცედურა 3 დღე გაიმეორეთ. ამის შემდეგ ზეთი გადაწურეთ, ბალახები გაწურეთ.

2. ფუტკრის ცვილი ძალიან სუსტ ცეცხლზე გაადნეთ, მიღებული ზეთოვანი ექსტრაქტი დაუმატეთ. აურიეთ, შემდეგ თაფლი, E ვიტამინი და ეთერზეთი დაუმატეთ. ბალზამი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.

3. საშუალება ჭურჭელში ჩაასხით და თავსახური მჭიდროდ დაახურეთ. მალამო მაცივარში 2 წელი შეგიძლიათ შეინახოთ.

ყურადღება! ეს ბალზამი სრულად ნატურალურია. მის გამოყენებაზე უარი თქვით, თუ რომელიმე ინგრედიენტზე მომატებული მგრძნობელობა გაქვთ.

შინაურული სამკურნალო მალამო სააფთიაქო ქიმიის შესანიშნავი ალტერნატივა გახდება, რადგან ის ნატურალური ინგრედიენტებისგან სიყვარულით და ზრუნვით არის მომზადებული.

რეცეპტის მეგობრებისთვის სოციალურ ქსელში გაზიარება არ დაგავიწყდეთ!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.