ჯანმრთელობა
ამ კენკრას იაპონელები სიცოცხლის ელექსირს უწოდებენ. ძალას და ჯანმრთელობას აღადგენს
სწორი, დაბალანსებული კვება კარგი განწყობის და სასიცოცხლო ძალების შენარჩუნებაში გვეხმარება. ხილ–ბოსტნეული ძალების ბუნებრივი წყაროა, ამიტომ რაციონში ხშირად უნდა ჩართოთ. მეცნიერება წინ მიიწევს, ამა თუ იმ პროდუქტს იკვლევს, ახალ თვისებებს პოულობს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა სარგებელი აქვს საჭმელ ცხრატყავას, რომელსაც სიცოცხლის ელექსირს უწოდებენ. უნიკალური კენკრა ნამდვილ სასწაულს ახდენს, ძალას და ახალგაზრდობას აბრუნებს.
საჭმელი ცხრატყავა
ცხრატყავა გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში, ევრაზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოშიც გვხვდება. ამერიკულ მოცვს ჰგავს, მაგრამ უფრო მოგრძო ფორმა აქვს და ზემოდან თითქოს ცვილით დაფარულია. 2 მეტრამდე იზრდება. ვიტამინებით მდიდარია, ამიტომ დიდად ფასობს.
უპრეტენზიო მცენარეა, სხვადასხვა ამინდის პირობებს უძლებს, -45 გრადუსზეც თავს კარგად გრძნობს. მარტში მისი ვეგეტაციური პერიოდი იწყება. აპრილში ყვავილებით იფარება. აღსანიშნავია, რომ ბუჩქი ნაყოფის მოცემას დარგვიდან მხოლოდ მეორე წელს იწყებს.
თუ ცხრატყავას გაზრდას აპირებთ, მიწას ყურადღება მიაქციეთ. წყალგამტარი, ჰუმუსით მდიდარი და სველი მიწა სუსტი PH-ით უპირატესია. დამტვერავი ბუჩქია. მის გვერდით დარგეთ სხვა კენკროვანი, რომელიც მასთან ერთად ყვავილობას იწყებს.
ბუჩქებს შორის მინიმუმ 1 მეტრი დისტანცია უნდა დაიცვათ. ცხრატყავას ნაკვეთზე ან ბაღში მზიანი ადგილი შეურჩიეთ.
გაზაფხულზე, აპრილში დარგეთ. ოქტომბრის ბოლო ან ნოემბრის დასაწყისიც შესაფერისია. დარგვამდე მიწას ნაკელი ან კომპოსტი დაუმატეთ, რომ ბუჩქი კარგად გაფესვიანდეს. დარგვიდან 4–5 წლის შემდეგ პირველად შეგიძლიათ გადაჭრათ. ფრთხილად მორწყეთ, რომ ფესვები ლპობისგან დაიცვათ.
აპრილის დასაწყისიდან ყვავილობამდე ან ივლისის ბოლოს, ნაყოფიერების დასრულების შემდეგ სასუქი შეგიძლიათ დაუმატოთ. სარეველებისგან რეგულარულად გაწმინდეთ, არასასურველი მეზობლები მოაშორეთ.
სოკოვანი დაავადებებისგან დაიცავით. ხშირად ანთრაკნოზი აწუხებს. ბუჩქზე ყავისფერი ლაქები ჩნდება. ყველა დაზიანებული ტოტი და ფოთოლი მოაშორეთ და დაამუშავეთ, რომ დაავადებას შეებრძოლოთ.
ხშირად თავს ესხმის სვიის ობობის ტკიპა, ბუგრი, პეპლის მუხლუხო. ქიმიური ინსექტიციდებით ებრძოლეთ.
რატომ უნდა გაზარდოთ ცხრატყავა ნაკვეთზე
ცხრატყავა სილამაზის და დღეგრძელობის ელექსირს მოგცემთ. პატარა კენკრა ბევრ ვიტამინს და მიკროელემენტს შეიცავს. მას ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს, ქრონიკულ დაავადებებს და თავისუფალ რადიკალებს ებრძვის.
კენკრა სიბერის პროცესს ანელებს და იმუნიტეტს მხარს უჭერს. კენკრა შეიცავს B, C და A ვიტამინებს, მაგნიუმს, ფოსფორს, კალციუმს და კალიუმს.
ცხრატყავის კენკრა კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემების სამკურნალოდ გამოიყენება. არტერიულ წნევას ამცირებს, გულის პრობლემების რისკს ამცირებს. შეგიძლიათ უმად მიირთვათ ან გაყინოთ, მისგან ნაყენი და მურაბა გააკეთოთ.