თავის მოვლა
ამ თესლის ნახარში შეშუპებას გააქრობს და სისხლში შაქრის დონეს დაარეგულირებს
უსიამოვნებების სია, რომლის დროსაც სელის თესლის ნახარში დაგეხმარებათ, საკმაოდ ფართოა. ქვემოთ აღწერილი ყველა რეცეპტი სრულად ნატურალურია და რეგულარული გამოყენებისთვის გამოგადგებათ.
რეცეპტი 1: შეშუპების გასაქრობად
შეშუპების მოსაშორებლად ნახარში შემდეგი რეცეპტით მოამზადეთ.
თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 4 ჭიქა სუფთა ან გალღობილი წყალი
- 4-5 ჩ/კ სელის თესლი (მთელი)
- ნახევარი ჩ/კ ლიმონის ცედრა
პატარა ქვაბში სელის თესლს წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ. საშუალება 10-15 წუთით ადუღეთ, შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით, თავსახური არ ახადოთ და გაგრილება აცადეთ.
მზა საშუალების გადაწურვა აუცილებელი არაა, რადგან მარცვლების წყალობით არა მხოლოდ სახის, ფეხის და ხელის შეშუპებას მოიშორებთ, არამედ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას დაარეგულირებთ.
გამოყენება: ნახევარი ჭიქა ნახარში მთელი დღის განმავლობაში 2-3 საათიანი ინტერვალით დალიეთ. 1 სამკურნალო კურსი – 3-5 დღე.
რეცეპტი 2: სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენეთ ნახარში, რომელიც ხალხური რეცეპტის მიხედვით უნდა მოამზადოთ.
2-3 ს/კ სელის თესლი ყავის საფქვავში დაფქვით, შემდეგ ქვაბში ჩაყარეთ და 2 ჭიქა, ოთახის ტემპერატურის სუფთა წყალი დაასხით. ახლა ნარევი საშუალო ცეცხლზე დადგით და 5-10 წუთით ადუღეთ. თავსახური არ ახადოთ. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და გაგრილება აცადეთ. 5 წუთში ნარევს 1 ჩ/კ დარიჩინი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
მზა ნახარში დღეში ერთხელ, ჭამამდე 1 საათით ადრე დალიეთ. ერთი კურსის ხანგრძლივობა – 1 თვე.
რეცეპტი 3: სუსტი თმისთვის
თუ გსურთ, რომ სუსტ თმას ჯანსაღი ბზინვარება დაუბრუნოთ, ამ რეცეპტით მომზადებული საშუალება გამოიყენეთ.
1 ლიტრა სუფთა წყალში 1 ჩ/კ მთელი სელის თესლი მოხარშეთ. ამის შემდეგ ნარევი სუსტ ცეცხლზე დადგით და 1 ჩ/კ გვირილას ყვავილები და ნახევარი ჩ/კ ოროვანდის დაქუცმაცებული ხმელი ფესვი დაუმატეთ. ნარევი დაახლოებით 15 წუთით ხარშეთ, შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და თავდახურულ ჭურჭელში ოთახის ტემპერატურამდე გაგრილება აცადეთ. ამის შემდეგ რამდენიმე ფენა გაკეცილ მარლაში ან საწურში გადაწურეთ.
გამოყენება: მზა საშუალება თმაზე გადასავლებად და თმის ძირებში შესაზელად გამოიყენეთ.
ნახარში წასმიდან 20 წუთის შემდეგ აუცილებლად თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ძირითადი მოქმედების გარდა ეს საშუალება თავის კანს ატენიანებს და ქერტლის გაჩენას თავიდან აგაცილებთ.