ჯანმრთელობა
ალუბალი ორგანიზმს და ტვინს აჯანსაღებს: მეცნიერების 6 მტკიცებულება, რატომ უნდა ჭამოთ წვნიანი წითელი კენკრა
ნებისმიერი პროდუქტი არა მხოლოდ გემოს, არამედ სასარგებლო თვისებებს ფლობს. ალუბალი ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ბევრი ვიტამინის და მინერალის, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების წყაროა. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რატომ არის სასარგებლო ალუბალი ადამიანისთვის.
როგორც ტკბილი, ისე მჟავე სახეობის ალუბალი ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს. ის მდიდარია ანტოციანებით (განსაკუთრებული სახეობის ფლავონოიდი), რომლის წყალობით სხვა კენკრასთან და ხილთან შედარებით უპირატესობას ფლობს ანთების საწინააღმდეგო პროცესებთან და ისეთ დაავადებებთან ბრძოლაში, როგორიცაა სიმსივნე, დიაბეტი, გულ–სისხლძარღვთა დაავადებები.
დადგენილია, რომ ალუბალი ტვინის ფუნქციებს აუმჯობესებს, რადგან ანტოციანებს ანტინეიროდეგენერაციული ეფექტი აქვს, რითაც ალცჰაიმერის და პარკისონის განვითარებას აფერხებს.
ალუბალი წვნიან, წითელ კენკრად ითვლება, თუმცა ყველა ალუბალი წითელი არაა და ყველა არაა მსხვილი და ტკბილი. ალუბალი ქლიავის გვარს მიეკუთვნება. მას ბევრი პატარა ხორციანი, შიგნით კურკიანი ნაყოფი აქვს.
ალუბლის სახეობები
ალუბლის მრავალი სახეობა არსებობს, მაგრამ შეგიძლიათ 2 ჯგუფად დაყოთ: ტკბილი და მჟავე (ან მწკლარტე). თითოეულს თავისი სასარგებლო თვისებები აქვს. ტკბილ ალუბალს უმს (ახალს) ვჭამთ, მჟავეს კი გადამუშავებული სახით ვიღებთ. სწორედ მჟავე ალუბლიდან მურაბას აკეთებენ ან დესერტებში იყენებენ.
ალუბალი ნამდვილად სუპერ ნაყოფია, ძირითადად, ანტოციანების წყალობით. ანტოციანები ფლავონოიდების მთავარი ჯგუფი, მცენარეული პიგმენტი, რომელიც ხილს და კენკრას განსაკუთრებულ შეფერილობას ანიჭებს. მას ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს, ანუ თავისუფალი რადიკალების განეიტრალება შეუძლია.
როგორც წესი, ისინი ხილის, კენკრის და ბოსტნეულის შეღებილ გაჯერებულ ფერში გვხდება. კვლევამ დაადგინა, რომ მჟავე ალუბალი 6 სახეობის ანტოციანინს შეიცავს.
ალუბლის სარგებელი ორგანიზმისთვის: 6 მეცნიერულად დამტკიცებულად ფაქტი
1. სიმსივნეს ებრძვის
სხვადასხვა მკვებავი და ბიოაქტიური ნივთიერებები, როგორიცაა C ვიტამინი, ანტოციანები, კვერცეტინი ბევრ დაავადებასთან, მათ შორის სიმსივნესთან, ბრძოლას ხელს უწყობს.
თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მჟავე ალუბალი, რომელიც ანტოციანებს და ციანიდინს შეიცავს, მსხვილი ნაწლავის სიმსივნის უჯრედების ზრდას აფერხებს. ანტოციანების გარდა ალუბალი ბევრ სხვა ფლავონოიდს შეიცავს, რომელთაც ანტისიმსივნური მოქმედება აქვთ.
2. ტვინს იცავს
სამეცნიერო კვლევის თანახმად, ალუბლის ანტოციანებს გამოხატული ანტიდეგენერაციული თვისებები აქვთ. ისინი ნერვულ უჯრედებს ჟანგვითი სტრესისგან იცავენ.
ჟანგვითი სტრესის და სიბერის გამო ტვინის ზოგიერთ ნაწილში ნერვული უჯრედები შეიძლება განადგურდეს, რაც ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს იწვევს, კერძოდ, ალცჰაიმერის და პარკისონის დაავადებებს.
ანტოციანები ტვინის ქსოვილებს იცავენ და ზოგიერთ ნევროლოგიურ აშლილობას აფერხებენ, მაგალითად, ტვინის იშემიას, რომლის დროსაც სისხლის მიმოქცევა უარესდება.
3. გულის მუშაობას აუმჯობესებს
თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ალუბალი, განსაკუთრებით მჟავე, ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს, ასევე ანთებით პროცესებს ამცირებს, რომლებიც გულ–სისხლძარღვთა დაავადების განვითარების ძირითადი რისკ–ფაქტორებია.
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ყოველდღე 1 ჭიქა ალუბლის წვენის დალევა ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს ამცირებს. სხვა კვლევის ფარგლებში თაგვებმა მჟავე ალუბლის ფხვნილი მიიღეს. შედეგად, ქოლესტერინის დონე 26%–ით შემცირდა, ხოლო სიკვდილიანობა – 65%–ით. ეს გულის ფუნქციების გაუმჯობესების ხარჯზე შესაძლებელი გახდა.
4. მეტაბოლური სინდრომის პრევენცია
მეტაბოლური სინდრომი – ნახშირწყლების და ცხიმების ცვლის დარღვევის, ჰიპერტენზიის, ჭარბი წონის და სისხლში შაქრის მაღალი დონის კომბინაცია. მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ მწკლარტე ალუბალს შეუძლია ისეთი ფაქტორების გაქრობა, რომელთაც მეტაბოლური სინდრომის და მე–2 ტიპის დიაბეტის გამოწვევა შეუძლიათ.
როცა ჭარბწონიანი თაგვები 3 თვის განმავლობაში მჟავე ალუბლის წვენს სვამდნენ, მეტაბოლური სინდრომის მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა.
5. ქრონიკულ ანთებას ამცირებს
მთელი ცხოვრების განმავლობაში ამა თუ იმ ანთებას ვეჯახებით. ზოგჯერ ეს მცირეა და თავისით გადადის. ზოგჯერ ანთებას ჯანმრთელობის ბევრ პრობლემას უკავშირდება.
რა არის ანთება? ეს პათოგენების მოქმედებაზე იმუნური სისტემის პასუხია. ერთგვარი დამცავი მექანიზმი. ზოგჯერ იმუნური სისტემა შეცდომით ჯანმრთელ უჯრედებს უტევს, რასაც მთელი რიგი დაავადებების გამოწვევა შეუძლია.
ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები ანთების საწინააღმდეგოდ შესანიშნავი საშუალებაა. ალუბლის მიღება ანთებით პროცესებს აკონტროლებს. განსაკუთრებით მჟავე ალუბალია სასარგებლო.
მარათონის გავლის შემდეგ თავს სუსტად და უძლურად გრძნობთ? მჟავე ალუბლის წვენი გჭირდებათ. დადგენილია, რომ ასეთი წვენი კუნთების დაღლილობის სიმპტომებს ეფექტურად ხსნის.
ალუბალი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ სწრაფად აღდგენაში დაგეხმარებათ. სპორტით დაკავებულმა ადამიანებმა სჯობს რაციონში ალუბალი ჩართონ.
დაახლოებით 27 მლრდ ამერიკელი ოსტეოართრიტით და ამ დაავადების მიერ გამოწვეული ტკივილით იტანჯება. Baylor Research Institute–ის მეცნიერებმა ოსტეოართრიტით დაავადებულ პაციენტებზე კვლევა ჩაატარეს. პაციენტების ნახევარზე მეტმა 8 კვირის განმავლობაში ალუბლის ფხვნილის აბების სახით მიღების შემდეგ გაუმჯობესება იგრძნეს. ალუბლის წვენი რეკომენდებულია, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება პოდაგრის დროს.
ალუბალი ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ბუნებრივ ალტერნატივად ითვლება.
6. ალუბალი ძილს აუმჯობესებს
მელატონინი – ჯალღუზისებრი სხეულის (ეპიფიზი) მთავარი ჰორმონი, რომელიც ძილი–სიფხიზლის ციკლის რეგურილებაზეა პასუხისმგებელი. ძილის დარღვევა ხშირად იმუნური სისტემის სისუსტეს და ონკოლოგიური დაავადებების რისკ–ფაქტორების განვითარებას იწვევს.
ალუბალი გაცილებით მეტ მელატონინს შეიცავს, ვიდრე ადამიანის სისხლი. მეცნიერულად დადგენილია, ასეთი მწკლარტე ალუბლის წვენი ძილის ხანგრძლივობას ზრდის და მის ხარისხს აუმჯობესებს. თავის მხრივ, ასე ფიზიოლოგიური და კოგნიტური ფუნქციები უმჯობესდება და, ზოგადად, ადამიანის საერთო კეთილდღეობაზე დადებითად აისახება.
ალუბალი სხვადასხვა დაავადებებთან საბრძოლველად ენერგეტიკული საფუძველია. მრავალი მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი კენკრა ჩვენი ჯანმრთელობის და განწყობის ყველა ასპექტზე გავლენას ახდენს. ეს პატარა კენკრა წარმოუდგენლად სასარგებლოა და ნამდვილად შეგიძლიათ სუპერ პროდუქტად ჩათვალოთ.
დღეს ალუბლის სასარგებლო თვისებების შესახებ გავიგეთ. ბევრისთვის ბავშვობიდან საყვარელი გემრიელი ხილი ჩვენს ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს, თუმცა ზომიერება არ უნდა დაგავიწყდეთ. ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ, შეგიძლიათ თუ არა მისი მიღება ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე და თუ კი, რა რაოდენობით.