Connect with us

ტესტები

აირჩიეთ ხმა და გეტყვით, რა გსურთ ახლა ცხოვრებისგან

ალბათ იშვიათად ფიქრობთ ხმებზე, რომლებიც გარს გვახვევია. საუბარი, ჩიტების ჭიკჭიკი, მუსიკა – ეს ყველაფერია, რასაც ყოველდღე ვისმენთ, მაგრამ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. არადა სხვადასხვა ხმის დახმარებით განწყობის გაუმჯობესება ან გაუარესება შეიძლება. ისინი პირდაპირ ტვინზე მოქმედებენ. თქვენ ინტუიციურ დონეზე ფილტრავთ ხმებს, რომლებიც არ მოგწონთ და მათ, რომლებიც მოგწონთ. Alltime.ge-ს რედაქცია გირჩევთ აირჩიოთ ის, რომლის მოსმენაც ახლა გსურთ. ჩვენ კი გეტყვით, რას ნიშნავს ეს და რა გჭირდებათ სინამდვილეში.

1. ჩიტების ჭიკჭიკი

თუ არჩევანი ჩიტების ჭიკჭიკზე შეაჩერეთ, ყველაფრის თავიდან დასაწყებად მზად ხართ. ბოლო დროს რთული პერიოდი გქონდათ. ამის გამო ბევრი დაიტანჯეთ და განიცადეთ. გამორიცხული არაა, რომ ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც ჩაიფიქრეთ, მაგრამ ეს ვერ შეგარყევთ.

ახლა ცოტა იმედი და რწმენა გჭირდებათ. თუ საკუთარ თავში ცოტა ძალას იპოვით, ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას შეძლებთ.

2. ტალღის ხმა

სავარაუდოდ, თქვენს სულს ცვლილებები სწყურია. დაიღალეთ იმით, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება. ამასთან ბრაზდებით, რადგან არაფერი იცვლება. დაფიქრდით, იქნებ საკმარისად არ ცდილობთ, რომ რამე შეიცვალოს?

ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. თუ ცხოვრებაში ახალი ემოციების და ადამიანების შემოყვანას გადაწყვეტთ, ცოტათი უფრო ბედნიერი გახდებით.

3. ცეკვის მუსიკა

თუ არჩევანი რიტმულ მელოდიაზე გააკეთეთ, გამოდის ენერგია არ გყოფნით. ბევრი რამის გაკეთება გსურთ, მაგრამ ვერ ასწრებთ.

დრო და ძალა არ გყოფნით, რომ ყველა ჩაფიქრებული გეგმა განახორციელოთ. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მრავალი ამოცანის ერთდროულად შესრულება შეგეძლოთ, მაგრამ ახლა შეიცვალა.

4. წვიმის წვეთების ხმა

თქვენს ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებების პერიოდი დაიწყო. მტკიცედ გადაწყვიტეთ მოიშოროთ ის, რაც თავს უბედურად გაგრძნობინებთ. კარდინალური ცვლილებები არ შეგაშინებთ, თუნდაც ამან დაგადარდიანოთ.

ეს ნორმალურია. ყველა ადამიანი განიცდის, თუ რაიმე ნაცნობთან დაშორება უწევს. სამაგიეროდ, რაღაც მეტს მიიღებთ.

5. სიჩუმე

თუ არაფრის მოსმენა გსურთ, ეს უკიდურესი გამოფიტვის მაჩვენებელია. ძალიან ბევრი გაეცით და ახლა დუღილის წერტილს მიაღწიეთ.

დასაფიქრებლად პაუზა აიღეთ და ტანჯულ სულს დასვენების დრო მიეცით. თუ საკუთარი თავისთვის დროს გამონახავთ, გაიგებთ, რა გაკლიათ სინამდვილეში.