Connect with us

ტესტები

აირჩიეთ ქვა და გეტყვით, რა გელით უახლოეს მომავალში

თუ მინიშნება გჭირდებათ, როგორ მოიქცეთ უკეთ, Alltime.ge–ს რედაქცია სწრაფი ტესტის გავლას გთავაზობთ. ყველაფერი, რაც მოგეთხოვებათ: სურათზე გამოსახული ერთ–ერთი ქვა აირჩიეთ. ინტუიციას მიენდეთ, არ დაფიქრდეთ და არ იყოყმანოთ. თუ შინაგან ხმას ენდობით, სწორ არჩევანს გააკეთებთ.

რომელმა ქვამ მიიზიდა თქვენი ყურადღება დანარჩენებზე მეტად?

დალმატინელი იასპი

ქვა უსიამოვნებებზე მიგანიშნებთ, მაგრამ ცუდზე ფიქრი არ ღირს. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში გამოსავალი არსებობს. სწორედ ამიტომ, დადებითი მოვლენები წარმოიდგინეთ. დრო დაუთმეთ ახლობლებს და საქმეს, რომელიც სიხარულს გვრით.

წითელი ობსიდიანი

წინსვლა რომ გააგრძელოთ, წარსულის პრობლემები უნდა მოაგვაროთ. თავში შეიძლება ათასმა ფიქრმა გაგიელვოთ, რომ სხვებს ყველაფერი კარგად აქვთ. თუმცა ასეთი ფიქრები სჯობს უკუაგდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში წყენა და დარდი დაგაბრმავებთ. საკუთარი თავის სხვებთან შედარება შეწყვიტეთ, რადგან აქედან კარგი არაფერი გამოვა.

ოპალიტი

ჰარმონიისა და სიმშვიდისკენ მიისწრაფვით. შესაძლოა მომავალი ცხადი არაა, მაგრამ მასში რაღაც კარგი დაინახეთ. წყარო გჭირდებათ, რომელიც ახალი მწვერვალების დაპყრობას შთაგაგონებთ. მას მიმართეთ, თუ თავდაუჯერებლობას ან დაღლილობას იგრძნობთ.

გოვლიტი

ნიშნების დასანახად ირგვლივ მიმოიხედეთ. ეს ქვა იმქვეყნიურ სამყაროსთან კავშირს ასახავს. გახსოვდეთ, რომ მარტო არასდროს ყოფილხართ. თქვენს გარშემო მთელი სამყაროა. ინტუიციას ენდეთ, რადგან ის მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაგაყენებთ. ზოგჯერ გოვლიტი ორსულობაზე მეტყველებს. ამ ქვას მიმართავენ ადამიანები, რომელთაც დაორსულება სურთ.

მზიანი ქვა

თუ ეს ქვა აირჩიეთ, წინ ოპტიმიზმით სავსე მომავალი გელით. უახლოეს პერიოდში რაღაც საინტერესო მოხდება. თქვენს წინაშე უჩვეულო პერსპექტივები გამოჩნდება, რომლებიც უნდა გამოიყენოთ. მაშინაც კი, თუ გზაზე დაბრკოლებები შეგექმნებათ, მათ გადალახვას ადვილად შეძლებთ.

მალაქიტი

ეს ცვლილებების ძლიერი სიმბოლოა. ახალი ეტაპი გელით, რომელიც ძალის მომატებასა და გარშემომყოფების უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ. მალაქიტი კეთილდღეობას და სიუხვეს ასახავს, ამიტომ მომავალში მხოლოდ დადებითი ცვლილებები გელით.