Connect with us

ტესტები

აირჩიეთ საცურაო კოსტიუმი და ნახეთ, რას ამბობს თქვენი არჩევანი თქვენზე

ალბათ, ზაფხულში ყველაზე რთულია საცურაო კოსტიუმის შერჩევა, რომელიც ტანზე კარგად მოგერგებათ და თქვენს განუმეორებელ სტილს ხაზს გაუსვამს.

არჩევანის გაკეთება როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ალბათ, გულის სიღრმეში გაქვთ გარკვეული ვარიანტი, რომელიც მოგწონთ და რომელზეც უარს არასდროს იტყვით.

ყველაზე საინტერესოა ის, რომ საცურაო კოსტიუმის სტილს თქვენს პიროვნებაზე ბევრი რამის თქმა შეუძლია.

შეხედეთ მოცემულ სურათს, 8 საცურაო კოსტიუმიდან აირჩიეთ ერთ–ერთი და საკუთარი თავის შესახებ რაღაც ახალი გაიგეთ.

ვარიანტი 1

თქვენ იცით, რომ ზედმეტად სხეულის მოშიშვლება არ გჭირდებათ, რომ მიმზიდველი იყოთ, ფლირტი გააბათ და ყურადღების ცენტრში მოხვდეთ. მოდის ტენდენციების დაცვის ნაცვლად უპირატესობას კლასიკურ სტილს ანიჭებთ.

შესაძლოა, ძალიან თავდაჯერებული არ ხართ, მაგრამ თქვენთან შეხვედრისას ნებისმიერი იგრძნობს, თუ რამდენად ძლიერი პიროვნება ხართ, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში ღირსების შენარჩუნება შეუძლია. ეს კოპლებიანი ვარიანტი თქვენს ხასიათს ძალიან კარგად შეესაბამება.

ვარიანტი 2

თქვენ ცვლილებებისთვის მზად ხართ და ერთფეროვნებას ვერ იტანთ – ეს ზუსტად ის შთაბეჭდილებაა, რომელსაც პირველი შეხვედრისას ტოვებთ. თქვენ ძალიან თამამი ხართ და გართობაზე უარს არ ამბობთ. ამ საცურაო კოსტიუმის არჩევით ამის დემონსტრირებას ახდენთ.

ყურადღების ცენტრში ყოფნა თქვენთვის პრობლემა არაა. არ გეშინიათ იმის თქმის, რასაც ფიქრობთ და ნებისმიერ სიტუაციაში თავს კომფორტულად გრძნობთ. რაიმეს დამალვა არ გჭირდებათ.

ვარიანტი 3

თქვენ შეიძლება ქამელეონს შეგადაროთ, რადგან ადაპტირების და ნებისმიერ სიტუაციაზე მორგების უნარი გაქვთ, მაგრამ ბრმოზე მიდევნება არ გიყვართ.

ძალიან მოქნილი ხართ, მაგრამ სხვების გავლენის ქვეშ არასდროს ექცევით და არჩეული გზიდან არ უხვევთ. ტენდენციებს მისდევთ, მაგრამ ვერავინ დაგარწმუნებთ, რომ მონოქრომული მონოკინი თქვენთვის არაა.

ვარიანტი 4

ერთი შეხედვით ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ ექსცენტრიული ხართ. სინამდვილეში დეტალებს დიდ ყურადღებას აქცევთ, რადგან სილამაზეს ყველაზე მოულოდნელ ნივთებში ხედავთ. შეგიძლიათ ბიკინის სხვადასხვა ზედა და ქვედა ნაწილი ერთმანეთს შეუხამოთ.

ადამიანებს შეიძლება ასეთი არჩევანი გაუკვირდეთ, მაგრამ მათ ყოველთვის თქვენთან ყოფნა სურთ, როცა ხედავენ რომ წარმატებას მიაღწიეთ.

ვარიანტი 5

თქვენ მორცხვი ქალი ხართ და ზოგჯერ საერთოდ შეუმჩნეველი რჩებით. მდიდარი წარმოსახვა გაქვთ, სილამაზეს აფასებთ და საკუთარ გზაზე სვლა არ გაშინებთ.

მოკრძალებული და თავშეკავებული ხართ, ამიტომ მინი–კოსტიუმი იდეალურია თქვენთვის. მოკრძალებული, მაგრამ ქალური არჩევანია, რომ თავდაჯერებულობა იგრძნოთ.

ვარიანტი 6

თქვენ აქტიური ხართ და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობას ხშირად იღებთ. ყველაფრისთვის მზად ხართ.

ადამიანები უნარიან და პრაგმატულ ადამიანად გთვლიან. ეს სწორედ ისაა, რისი ჩვენებაც გსურთ, როცა სპორტულ და მოსახერხებელ საცურაო კოსტიუმს ირჩევთ.

ვარიანტი 7

იმ ადამიანთა კატეგორიას არ მიეკუთვნებით, ვინც ბრბოს მისდევს. გარისკვის არ გეშინიათ და პრობლემებს არ გაურბიხართ, მაგრამ ისეთი არ ხართ, როგორც სხვები. უნიკალური ხართ, თავგადასავლებს ეძებთ. წარუმატებლობის შემთხვევაში გეგმა ბ ყოველთვის გაქვთ. მონოქრომული ამონაჭერი თქვენს ფორმებს ხაზს ისე არ უსვამს, როგორც სხვებზე და ამრიგად აჩვენებს, თუ რამდენად უნიკალური ხართ.

ვარიანტი 8

რისკზე წასვლის არ გეშინიათ და ნამდვილად არ უსმენთ მათ, ვისაც თქვენთვის რაღაც სათქმელი აქვს. თავდაჯერებულობის წყალობით თამამი ხართ. სირთულეები არ გაშინებთ და იმ ნაბიჯს დგამთ, რომლის გადადგმასაც სხვები გაურბიან.

ახლობლებმა იციან, რომ თქვენ არა მხოლოდ სერიოზული ხართ, არამედ შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი, რაც გსურთ. ბიკინი თამამი არჩევანია, რომელიც სხვების თვალში აგამაღლებთ.