ტესტები
აირჩიეთ ლოტოსის ყვავილი და მიიღეთ ღირებული რჩევა თქვენი ცხოვრებისეული სიტუაციისთვის
ცხოვრებას არ აქვს ინსტრუქცია, რომელსაც თქვენს ყველა კითხვაზე პასუხი გააჩნია. ყოველდღე გამოცდილების წყალობით ჩვენ აღმოვაჩენთ, თუ რა არის კარგი და ნამდვილად რა გვაბედნიერებს. თუმცა ეს ყოველთვის მარტივი არაა.
ხშირად ყველაზე დიდი სიბრძნე ყველაზე მტკივნეული გამოცდილების შემდეგ მიიღწევა. ჩვენ ყოველჯერზე ვიზრდებით, როცა კომფორტის ზონიდან გამოვდივართ. თუმცა სჯობს სიყვარულის და სიბრძნის იმედი გვქონდეს. სწორედ ამიტომ, თქვენთვის ასეთი ტესტი მოვამზადეთ.
აირჩიეთ ლოტოსის ყვავილი ქვემოთ მოცემულ სურათზე და თქვენი ამჟამინდელი ცხოვრებისეული სიტუაციისთვის ღირებული რჩევა მიიღეთ.
ყვავილი № 1
ახლა ისეთი დროა, რომ თქვენი ცხოვრების მშვიდად გაკონტროლებას ვერ შეძლებთ. ახლანდელი მდგომარეობა როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ახლა აფეთქების, კონტროლის დაკარგვის ან ნაჩქარევი ემოციების დრო არაა.
ხშირ შემთხვევაში, საუკეთესო რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, ეს გაშვებაა. ყველა ჩვენს ყურადღებას ან სასოწარკვეთას არ იმსახურებს. მაქსიმალურად ეცადეთ და ირწმუნეთ, რომ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც უნდა იყოს. სჯობს წინსვლაზე იფიქროთ და ამისთვის ყოველდღე ყველაფერი გააკეთოთ.
თქვენ ყველაფერთან გამკლავებას შეძლებთ, რაც გაწუხებთ, უბრალოდ თქვენი სულის სიმშვიდე შეინარჩუნეთ.
ყვავილი № 2
არასოდეს დაივიწყოთ, რომ ფიქრი სწორი გადაწყვეტილების მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ზოგიერთ სიტუაციაში იმპულსურობა გვეუფლება და ისეთ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, რომელთაც შემდეგ ვნანობთ. სწორედ ამიტომ, კარგად დაფიქრდით, სანამ იმოქმედებთ და თქვენი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა და ბედნიერება პირველ ადგილზე დააყენეთ.
ახლა თქვენს ცხოვრებაზე იფიქრეთ და გაითვალისწინეთ მთელი ის გზა, რომელიც გაიარეთ და რომელიც წინ გელოდებათ. როცა აზროვნებას საკმარის დროს უთმობთ, ყველაზე საჭირო პასუხების პოვნას შეძლებთ. სიბრძნე ხომ ფიქრიდან მოდის. ყოველთვის თავდაჯერებულად იმოქმედეთ, რადგან ეჭვი და გაურკვევლობა ბედნიერების მტრები არიან.
ყვავილი № 3
ცხოვრებაში ხშირად ვიტანჯებით იმის გამო, რომ არაფრის შეცვლა შეგვიძლია და ეს გულს ძლიერ ტკივილს აყენებს. თუმცა არ შეიძლება იმ სიტუაციის ხაფანგში დარჩეთ, რომელიც თქვენს კონტროლს სცდება. უნდა გახსოვდეთ, რომ რაღაც არის ისეთი, როგორიც არის და თითოეულ ტკივილს ჩვენი ზრდისთვის ფუნდამენტური გაკვეთილი მოაქვს.
დღეს შეიძლება დიდი ტკივილის დღე იყოს, მაგრამ ხვალ შეიძლება თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყოს. არ იფიქროთ, რომ არაფრის შეცვლა არ შეიძლება. ამის ნაცვლად იმ უსაზღვრო შესაძლებლობებზე გაამახვილეთ ყურადღება, რასაც ცხოვრება გიმზადებთ. ყოველთვის თავაწეულმა და სახეზე ღიმილით იარეთ, რადგან ცხოვრებაში ბევრი კარგი რამ გელოდებათ.
ყვავილი № 4
ცხოვრებაში ცუდი პერიოდი ყველას აქვს. ჩვენმა ურთიერთობამ შეიძლება მარცხი განიცადოს ან შეწყდეს. თუ მძიმე ფაზაში იმყოფებით, ნეგატიური აზროვნება მოიშორეთ და უარი თქვით რწმენაზე, რომ ეს მხოლოდ თქვენ გეხებათ და რომ ეს თქვენი არასწორი მოქმედების ნიშანია.
სირთულეები ზრდას გვაიძულებს, ხოლო თუ დიდი ხნის განმავლობაში თავდაჯერებული ხართ, ვერ განვითარდებით. ზრდისთვის ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ, რომელსაც თან რთული პერიოდი ახლავს და თქვენი ცხოვრება სიყვარულით, პოზიტივით და კარგი კომპანიით აავსეთ. თქვენ მარცხს არ განიცდით, მაგრამ ამასთან არასაკმარისი ხართ. სახეზე ღიმილი დააბრუნეთ.
ყვავილი № 5
ჯანსაღი ცხოვრების საფუძველი მადლიერებაა. მაშინაც კი, თუ ჯერ იქ არ ხართ, სადაც ნამდვილად გსურთ ყოფნა, განვლილი გზისთვის, მიღებული გაკვეთილებისთვის და კარგი მეგობრებისთვის მადლიერი იყავით.
თუ გასაღიმებლად ძალა არ გყოფნით, ეს ნორმალურია, მაგრამ არ ღირს იმ სიხარულის დავიწყება, რასაც კიდევ ერთი ახალი დღე მოგიტანთ მთელი თავისი შესაძლებლობებით. ცხოვრება ერთ დიდ სამეცნიერო მოგზაურობად ჩათვალეთ და ყოველი ახალი დღე გამარჯვებად აღიქვით, რადგან თქვენ კურთხეული ხართ.
მადლიერება ცხოვრებას გარდაქმნის! საკუთარ თავს განახლების უფლება მიეცით!
ყვავილი № 6
შეუძლებელია ადამიანს აწმყოში წარმატებული ცხოვრება ჰქონდეს, თუ თავის წარსულს კარგად არ იცნობს. თუ გულში ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემები გაქვთ, მნიშვნელოვანია განსაკურნებლად დახმარება ითხოვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ცხოვრება ტრავმების და ნაიარევების წრეზე ივლის.
როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს, წარსულში დაბრუნდით. მხოლოდ ასე შეძლებთ მძიმე ტვირთის მოშორებას, რომელიც აწმყოში მაქსიმალური შესაძლებლობებით ცხოვრებაში ხელს გიშლით. ნუ გეშინიათ, თავდაჯერებული და თამამი იყავით, რადგან თქვენი ცხოვრება მხოლოდ მაშინ იწყება, როცა საკუთარ თავთან შერიგებას შეძლებთ.