Connect with us

ტესტები

აირჩიეთ კონვერტი და გაიგეთ საიდუმლო – რა გელით მომავალი 3 დღე

მიეცით ბედს თქვენამდე იმ ცოდნის მოტანის საშუალება, რომელიც ამ მომენტში გესაჭიროებათ. შესაძლოა, სწორედ ეს ნიშანი იქცევა თქვენთვის ახალი ცხოვრების საწყისად. ნებისმიერი ინფორმაციის სწორად აღქმის უნარი დადებითად მოქმედებს მთელ ჩვენს ცხოვრებაზე. არაფერი ხდება ასე, უბრალოდ, შემთხვევით.

შეასრულეთ 10 ღრმა სუნთქვითი ციკლი, განდევნეთ თავიდან ყველა აზრი და აირჩიეთ კონვერტი. გააკეთეთ ეს ინტუიტურად, არ დაფიქრდეთ და იყოყმანოთ. აირჩიეთ ის კონვერტი, რომელზეც პირველად გაიფიქრეთ.

1. მოვლენათა მორევი, სწრაფად ცვალებადი სურათები, დასვენებისთვის დროის უქონლობა – თქვენი ენერგეტიკული მარაგი გამოფიტულია. უნდა აღინიშნოს, რომ თქვენი ძალისხმევა და მცდელობები ამაო არ იყო, და რომ თქვენ მიერ დათესილი თესლი უკვე ამოცენდა, მალე ნაყოფსაც გამოიღებს.

ამ ეტაპზე თქვენ გააკეთეთ ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო. ახლა უნდა მოუკლოთ ტემპს, გვერდიდან ადევნოთ პროცესებს თვალყური და გამონახოთ დრო დასასვენებლად რა თქმა უნდა, ახლა სრულყოფილი შვებულება გჭირდებათ, უნდა შეცვალოთ გარემო, რომელშიც იმყოფებით, თუმცა, თუ ეს შეუძლებელია, უბრალოდ ეცადეთ, გამონახოთ დრო იმ საქმეებისთვის, რომლებიც სიხარულსა და სიამოვნებას მოგიტანთ.

2. საფინალო გარბენი მოკლე დისტანციაზე. თქვენ დიდებული მარათონელი ხართ, არ შეჩერდეთ მიღწეულ წარმატებაზე, სულ ცოტაც მოითმინეთ და შედეგი ახლანდელ მიღწევებს რამდენჯერმე გადააჭარბებს.

მარაგში კიდევ დიდი რაოდენობით ძალა გაქვთ, საბოლოო მიზანი კი აზარტსა და მოქმედების სურვილს გმატებთ. ძალების შესანარჩუნებლად და დახარჯული ენერგიის აღსადგენად, ეცადეთ უფრო მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე და კარგად გამოიძინოთ. ამ დისტანციისთვის 1 თვეზე ცოტათი მეტი დაგჭირდებათ და, მისი წარმატებით გავლის შემდეგ, თქვენ გელით დაფნები, თასები და დამსახურებული დასვენება.

3. პროცესების გაწელვით ცხოვრებას ძალიან ირთულებთ. საკუთარ თავზე ძალიან ბევრს იღებთ და ფინიშს ვერ აღწევთ. შუა პროცესში ძალა გელევათ, ფინიშის ხაზი არ ჩანს, მოტივაცია ნული ტოლია… ასე გრძელდება მუდმივად, მაგრამ რაც უფრო დიდხანს გრძელდება უშედეგო პროცესი, მით უფრო იმატებს შინაგანი წინააღმდეგობა.

ეცადეთ, სამომავლო მიზნების დასახვისას, მაქსიმალურად შეამოკლოთ გზა. ასე საქმე გაგიმარტივდებათ, მოგემატებათ ძალები და თავდაჯერებულობა. იმოქმედეთ და ყველაფერი გამოგივათ.

4. თქვენ გელით სასიამოვნო სიურპრიზი პირად ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა ან დადებითი ცვლილებები ურთიერთობებში – მათი გადასვლა ახალ საფეხურზე.

ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ იმას მიიღებთ, რაც ახლა ასე გჭირდებათ: სიმშვიდის, დაცულობის შეგრძნებას. გაუღიმეთ ახალ დღეს, აჩუქეთ თქვენი შინაგანი მზე ყველას, ვისთანაც ბედი შეგახვედრებთ, და საპასუხო სითბოს ტალღები აგავსებთ სიყვარულითა და ბედნიერებით.

5. თქვენ გაგეხსნათ ფინანსური ნაკადი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში დამატებით შემოსავალს მოიტანს. ეს შეიძლება იყოს ხელფასის მომატება, წარმატებული დამატებითი სამსახური, ვალის დაბრუნება თუ მოგება. დღეიდან, მომდევნო 5 თვის განმავლობაში, თქვენ საკმაოდ დიდ თანხას დააგროვებთ. ნუ ჩავარდებით ეიფორიაში ფულის პირველი ნაკადის მიღებისას, ეცადეთ, იგი სახლში შეინახოთ მაქსიმალურად დიდხანს. ნუ გაფლანგავთ, კარგად დაგეგმეთ ბიუჯეტი.

რომელი კონვერტიც არ უნდა აგერჩიათ, ყველაფერი მაინც თქვენს ხელთაა. თუ მიზანს სწორად დაისახავთ და ყოველდღე მისკენ თავდაჯერებულ ნაბიჯებს გადადგამთ, სასურველ შედეგს მალევე მიიღებთ!