Connect with us

ტესტები

აირჩიეთ კაქტუსი და ნახეთ, რამდენად სწრაფად ახდება თქვენი სურვილი

Alltime გთავაზობთ გასართობ ტესტს. შეარჩიეთ ყველაზე ლამაზი და მიმზიდველი კაქტუსი და გაიგეთ, რა გელით უახლოეს მომავალში, ახდება თუ არა თქვენი სურვილები სწრაფად.

კაქტუსი № 1

ეს კაქტუსი პატარა ბავშვს ჰგავს, მასსავით მიამიტი და ავი ფიქრებისგან შორსაა. თქვენიც სულიც პატარა ბავშვივით სუფთა და მშვენიერია.

მსოფლიოში მხოლოდ სიკეთეს ხედავთ, ამიტომ ხალხისა და მათი ქმედებების გამო ხშირად იმედგაცრუებული რჩებით. სწორედ ამიტომ, მსოფლმხედველობა ცოტათი უნდა შეცვალოთ. სამყარო ისეთი ვარდისფერი და მშვენიერი არაა, როგორც წარმოგიდგენიათ.

სიყვარული და ბედნიერება გარს გვახვევია, მაგრამ ის ყველა ჩვენგანში არაა. ზოგ ადამიანს იმდენად ბნელი სული აქვს, რომ სიბნელესაც შეშურდება!

სავარაუდოდ, თქვენი სურვილი ახლობლებს, მათ კეთილდღეობას ეხება. დრო მოვიდა, საკუთარ თავს და მოთხოვნებს ცოტა დრო დაუთმოთ. არ ინერვიულოთ, თქვენი სურვილი ახდება, რადგან თქვენი მშვენიერი სული ამას იმსახურებს.

კაქტუსი № 2

ამ კაქტუსს გარკვეული თავისებურება ახასიათებს: ის თქვენ გგავთ. თქვენ გიყვართ ის, რაც ადამიანების უმეტესობას არ მოსწონს.

თქვენი სურვილები ჩვეულებრივია, მაგრამ განსხვავდება იმისგან, რაც ხალხს ზოგადად სურს. სურვილის ასრულება მხოლოდ მისი ეგზოტიზმის ხარისხზეა დამოკიდებული.

უნიკალურობა თქვენი ხიბლია, მაგრამ დაფიქრდით, რაღაც ძალიან არასტანდარტული და ამიტომ რთულად მოსაპოვებელი ხომ არ გსურთ?

კაქტუსი № 3

თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების გვერდით ყოფნა, ვინც გიყვართ. არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ისინი ბედნიერები და ცხოვრებით კმაყოფილნი იყვნენ.

ჯადოქარი ნამდვილად რომ გამოჩნდეს, ახლობლების ჯანმრთელობას და ბედნიერებას ისურვებდით. თავგანწირვა – ის, რაც გამშვენებთ და სხვებისგან გამოგარჩევთ.

თუ თქვენი სურვილი კეთილშობილია, ზეცა აუცილებლად შეამჩნევს და აგისრულებთ.

კაქტუსი № 4

სიყვარული. ეს თქვენი პირველი და ბოლო სურვილია, ამიტომ ეს კაქტუსი აირჩიეთ. ამ სამყაროში იმისთვის ხართ, რომ მიაღწიოთ იმას, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით.

მას შემდეგ, რაც სიყვარულზე ოცნება თქვენს ცხოვრებაში შემოვიდა, დანარჩენმა სამყარომ არსებობა შეწყვიტა. საყვარელი ადამიანის გარდა სხვა ვერაფერს ხედავთ და გულის სიღრმეში იცით, რომ ამ ადამიანის გარეშე ბედნიერი ვერ იქნებით. თუ პარტნიორი არ გყავთ, არ დამშვიდდებით, სანამ ღირსეულ მეწყვილეს არ იპოვით.

სიყვარულისკენ ასეთი სწრაფვით და თავდადებით შეუძლებელია ოცნება არ ახდეს!

კაქტუსი № 5

ეს კაქტუსი სტანდარტულად გამოიყურება, განსაკუთრებული ნაწილები ან მორთულობა არ აქვს. სამაგიეროდ, ბევრ სხვას შესანიშნავად ერწყმის. თქვენც ასე ხართ.

რეალიზმის, პრაქტიკულობის, ადამიანებთან და სამყაროსთან სწორი ურთიერთობის უნარით თქვენი სურვილი დიდი ალბათობით ახდება.

სავარაუდოდ, თქვენი ოცნება პირად ცხოვრებას უკავშირდება. წარმატებას გისურვებთ!