ტესტები
აირჩიეთ კარტი და წაიკითხეთ ჯადოსნური შეტყობინება უახლოესი 3 დღისთვის
ნახეთ, რა მოგიმზადათ სამყარომ უახლოესი 3 დღისთვის. აირჩიეთ კარტი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ.
კარტი №1 – თამაშის დროს
ეს კარტი აჩვენებს, რომ ძალიან გადაღლილი ხართ, ზედმეტად ბევრი იშრომეთ და საწყისი მიზანი დაკარგეთ. უფრო ჩვევის გამო ცდილობთ, ვიდრე გარკვეული მიზნის მისაღწევად. დელფინები გთხოვენ, რომ გაჩერდეთ, ყურადღების ფოკუსი შეცვალოთ და სისულელეების გაკეთება შეწყვიტოთ. ნებისმიერი გართობა დაგეხმარებათ რუტინისგან გათავისუფლდეთ და გააცნობიეროთ, თუ რა არის მნიშვნელოვანი და არა.
თამაში ერთგვარი ჯადოსნური მედიტაციაა, რომელიც გულის ჩაკრას ხსნის და შემოქმედებით სულს უმაღლესი სიბრძნის წყაროსთან დაკავშირების საშუალებას აძლევს. თუ თქვენი თამაში დაკავშირებული იქნება სუფთა ჰაერზე ფიზიკურ აქტივობასთან, დამატებითი ჟანგბადი ახალი იდეების მოძებნაში დაგეხმარებათ
კარტი №2 – ჩაიფიქრეთ სურვილი
დაუყონებლივ თქვით თქვენი სურვილი, თითქოსდა უკვე ახდა. ზეცას ამ რეალობისთვის მადლობა გადაუხადეთ და გულით იგრძენით, რომ ოცნება ნამდვილად ახდა.
ახლა ჯადოსნური წამი დადგება. წყნარ ადგილას განმარტოვდით და შეიგრძენით, რომ თქვენი სურვილი ახდა. შემდეგ ამ საჩუქრისთვის მადლობა გამოხატეთ და მადლიერების ნიშნად ზეცაში ჰელიუმით სავსე ბუშტები გაუშვით.
კარტი №3 – ყურადღებით, წინ!
მაშინაც კი, თუ გრძნობთ, რომ ბოლომდე მზად არ ხართ, ეს კარტი ამბობს, რომ ახლა საუკეთესო დროა მომავლის შექმნაზე მუშაობა დაიწყოთ. ოცნებისკენ იარეთ, როგორც დიდი, ასევე პატარა ნაბიჯები გადადგით.
გვერდზე გადადეთ ყველაფერი, რაც თქვენს ცხოვრებისეულ მისიას არ უკავშირდება. განრიგი მოაწესრიგეთ, რომ დროის უმეტესი ნაწილი პრიორიტეტულ მიზნებს და ამოცანებს მიუძღვნათ. მოვალეობები სხვებს გადაუნაწილეთ ან დამხმარე აიყვანეთ. თქვენი ვალდებულებები შესრულებას დაიწყებს, თავს უფრო ბედნიერად იგრძნობთ, გაზრდილი თვითპატივისცემით ისიამოვნებთ და საბოლოოდ სიუხვეს მოიზიდავთ, თუ გულის ნებას მიჰყვებით.