ტესტები
აირჩიეთ ერთი ძაღლი და თქვენს ყველაზე საშიშ კოშმარს გამოვიცნობთ
ალბათ, ფიქრობთ, რომ ეს რაღაც სასაცილო ხუმრობაა. რა შიშები შეიძლება იმალებოდეს ამ საყვარელი ლეკვების მიღმა? აქ, უფრო სინაზის მკვლელი დოზა იმალება. და მაინც, დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ!
ქვეცნობიერი ძალიან ფაქიზი რამაა. არ გჯერათ? კარგი! მაშინ უბრალოდ სურათზე მოცემული ლეკვებიდან ერთ–ერთი აირჩიეთ, რომელიც აუხსნელი ძალით გიზიდავთ. მოწონებას, შიშს ან ცნობისმოყვარეობას იწვევს. მთავარია, სხვებზე მეტად გიზიდავდეთ.
1. მარტოობა
მარტო ყოფნა გაშინებთ, სამყარო უცხო და საშიშია, ამიტომ აუცილებლად გჭირდებათ ვინმე, ვინც დაგიცავთ, მხარს დაგიჭერთ და დაგეხმარებათ.
2. სიკვდილი
სიკვდილის გეშინიათ, რადგან არ იცით, თუ რა გელოდებათ ზღვარის მიღმა. თქვენ ძალიან გაშინებთ, რომ ძვირფასი ადამიანების გულებს ვერასდროს დაინახავთ.
3. სიმაღლე
გაშინებთ იმის დანახვა, თუ როგორ წმენდენ ფანჯრებს მაღალსართულიან კორპუსებში, ხოლო რაიმე სიმაღლის კუთხეში დგომისას ისეთ საშინელ გრძნობას განიცდით, რომ გული საგულედან ამოდის. არა! მიწა, მიწა და მხოლოდ მიწა!
4. სხვისი აზრი
კრიტიკის მიმართ მგრძნობიარე ხართ და მუდმივად გეშინიათ, რომ არასწორად გაგიგებენ. თუმცა ხშირად შიში უსაფუძვლოა.
5. სიბნელე
ჯერ კიდევ ბავშვობიდან დღის ბნელი დრო გაშინებთ. ეს გასაგებიცაა – თქვენი ფანტაზია ზოგჯერ ძალიან ბევრს თამაშობს. თან მისტიკის გჯერათ.
6. ბავშვები
ამას ვერ ხსნით, მაგრამ ბავშვები თქვენში ორაზროვან ემოციებს იწვევენ. ხშირად ბუნდოვან შფოთვას და დისკომფორტს. ზოგჯერ ეს საკუთარ შვილებსაც ეხება.
7. პასუხისმგებლობა
თქვენი შიში გასაგებია: ყველას არ შეუძლია პასუხისმგებლობის თამამად აღება. როცა ახალ საქმეს გაძლევენ, დიდხანს ეჭვობთ და ხშირად საკუთარ თავს სათანადოდ არ აფასებთ. როგორც წესი, საქმეს ბოლო წუთს ამთავრებთ.
8. ბედნიერება
არა, რა თქმა უნდა, თავად ბედნიერება არ გაშინებთ. გიჭირთ შეგუება, რომ ზოგჯერ ის მთავრდება. მისი დაკარგვის შიშით საკუთარ თავს თავად წამლავთ.
9. ცხოვრებაში კვალის ვერ დატოვება
თქვენ ძალიან გსურთ, რომ რაღაც ღირებული გააკეთოთ, რაღაც, რის გამოც დაამახსოვრდებით. სწორედ ამიტომ, მიზნებს აღწევთ. პრობლემა იმაშია, რომ არც ერთი მიღწევა საკმარისად არ მიგაჩნიათ.