ტესტები
აირჩიეთ 4-დან 1 მოქმედება ამ სიტუაციაში და გაიგეთ, როგორი ადამიანი ხართ
წარმოიდგინეთ, რომ ანონიმური წერილი მიიღეთ: „ვხვდებით დღეს ამა და ამ ადგილას, ამა და ამ დროს, ეს სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხია“. თქვენ დანიშნულ ადგილას მიდიხართ და თქვენს წინ დახურულ კარს ხედავთ.
შექმნილ ვითარებაში როგორ იმოქმედებდით?
1. თქვენ კარს შეამტრევთ
თქვენ თავდაჯერებული და შეუპოვარი ადამიანი ხართ. დაბრკოლებები არ გაშინებთ. თუმცა ზედმეტად იმპულსური ხართ და მოქმედებამდე ორჯერ არ ფიქრობთ. ყოველთვის აკეთებთ იმას, რაც მოგწონთ და ეს თავის ნაყოფს იძლევა.
ზოგჯერ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ჩაიფიქრეთ. ეს კი იმედს გიცრუებთ. თქვენ წინსვლა უნდა გააგრძელოთ და საკუთარ გულს მოუსმინოთ, თუმცა ზოგჯერ შეჩერება, დაფიქრება და სიტუაციის გაანალიზება აუცილებელია.
როგორც კონფუცი ამბობს, ბედნიერებისკენ სწრაფვაში უბრალოდ უნდა გაჩერდეთ და ბედნიერი იყოთ.
2. თქვენ შეჩერდებით და მოუსმენთ, თუ კარის მიღმა რა ხდება
თქვენ ფრთხილი და დაკვირვებული ადამიანი ხართ. სანამ მოქმედებას დაიწყებთ, მომხდართან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია უნდა შეაგროვოთ. ცხოვრებისეულ გზაზე შეცდომებს პრაქტიკულად არ უშვებთ, რადგან ჩვეულებრივ ნებისმიერი დაბრკოლებისთვის მზად ხართ.
პრობლემა იმაში მდგომარეობას, რომ ზოგჯერ ძალიან ბევრს ფიქრობთ და ცოტას მოქმედებთ. თქვენ ყველა შესაძლო ვარიანტი უნდა განიხილოთ, მაგრამ ცხოვრების გათვლა შეუძლებელია. ზოგჯერ სპონტანური ქცევა და რისკზე წასვლა საჭიროა.
არ ელოდოთ, სანამ სიტუაცია იდეალური იქნება. იმოქმედეთ მაშინაც კი, თუ წარმატებაში ეჭვი გეპარებათ. თითოეული პრობლემა, რაღაც ახლის სწავლის შესაძლებლობაა.
3. თქვენ კარზე დააკაკუნებთ
თქვენ პრაქტიკული და მარტივი ადამიანი ხართ. პრობლემის გადაჭრაზე დიდხანს არ ფიქრობთ: კარი დაკეტილია, ანუ მასზე უნდა დააკაკუნოთ. გარშემომყოფების აზრი არ გაინტერესებთ. იმას აკეთებთ, რასაც სწორად მიიჩნევთ.
ჩვეულებრივ სიტუაციიდან გამოსვლის ყველაზე მარტივ და გასაგებ მეთოდს ეძებთ. თავს არ იმტრევთ იმაზე ფიქრით, რომ სიტუაცია გაიაზროთ და მომავალი ნაბიჯი მოიფიქროთ. თქვენს გვერდით ადამიანი თავს მყუდროდ და კომფორტულად გრძნობს.
ზოგჯერ სიტუაციას დეტალური ანალიზი სჭირდება. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი ისე ერთმნიშვნელოვანი არაა, როგორც ფიქრობდით. ცხოვრებაზე ფიქრს უფრო მეტი დრო უნდა დაუთმოთ.
4. თქვენ სკანდალს მოაწყობთ
თქვენ ნერვიული ადამიანი ხართ. თქვენი სტიქია სკანდალი და კამათია. ყოველთვის იპოვით მიზეზს, რომ სკანდალი მოაწყოთ. ზოგჯერ ამ თვისებას სარგებელი მოაქვს.
შეუძლებელია ვინმემ არ შეგამჩნიოთ, თქვენ ყურადღებას ყოველთვის იზიდავთ. თქვენი ხმა ყველგან ისმის. მზად ხართ ნაწყენი და დაზარალებული ხალხი დაიცვათ და ამით ხალხის ყურადღებას იზიდავს.
თქვენ სიტუაციის გაკონტროლება გიყვართ. გაღიზიანებთ, როცა რაღაც თქვენ კონტროლს არ ექვემდებარება. ბედის გამოწვევის მშვიდად მიღება ისწავლეთ. ნერვებს გაუფრთხილდით. ძალა არა ყვირილში, არამედ სიმშვიდესა და გონივრულ ქცევაშია.
თქვენ პასუხის რომელი ვარიანტი აირჩიეთ?