Connect with us

ვიდეო

აი, როგორ მოვიშოროთ კოჟრები ამ 2 უჩვეულო ინგრედიენტის დახმარებით

კოჟრები კანის გარქოვანებული ფენაა, რომელიც მუდმივი ხახუნის შედეგად წარმოიქმნება. კოჟრები ფეხზე ხშირად ჩნდება და ბევრი ადამიანი მათ მოშორებას ცდილობს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ღია ფეხსაცმლის ჩაცმა სურთ.

შესაბამისად, კოჟრების მოსაშორებლად ვარიანტების ფართო სპექტრი გაჩნდა, უმეტესობა მათგანი შეგიძლიათ სახლის პირობებში თავად მოამზადოთ.

ეს მდგომარეობა ჯანმრთელობაზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ მათ მოსაშორებლად შესაბამისი მკურნალობის გავლა ურიგო არ იქნება. გრძელვადიან პერსპექტივაში კოჟრები გართულებებს იწვევს, განსაკუთრებით დიაბეტიკებში, ინფექციებისა და წყლულებისკენ მიდრეკილ ადამიანებში.

კოჟრების მოშორება წებოვანი ლენტის დახმარებით

ამ პროცედურის ჩასატარებლად ერთ-ერთი გავრცელებული შინაურული საშუალება წებოვანი ლენტი და ცოტა პურია. მათი დახმარებით კოჟრების მოშორებას ნებისმიერი ადგილიდან შეძლებთ.

ძველი პურის ნაჭერი ვაშლის ძმრით გაჟღინთეთ, შემდეგ იმ ადგილას დაიდეთ, სადაც კოჟრის მოშორება გსურთ. წებოვანი ლენტით დააფიქსირეთ. პოლიეთილენის პარკში გაახვიეთ და ბამბის წინდა ჩაიცვით. მეორე დილით კოჟრები გაქრება.

როგორ ავიცილოთ თავიდან კოჟრები

კოჟრების მოსაშორებლად ძალიან ბევრი მკურნალობის მეთოდი არსებობს, თუმცა ბევრ ქალს ურჩევნია, რომ მათი გაჩენა თავიდან აიცილონ.

სწორედ ამიტომ, პროფილაქტიკა მიმზიდველი ალტერნატივაა, ვიდრე უბრალოდ კოჟრების მოშორება. ამ რჩევების დახმარებით, კოჟრების გაჩენას თავიდან აიცილებთ:

ფეხის აბაზანა

ყოველ მეორე ან მესამე დღეს ცხელი წყლის და მარილის აბაზანაში ფეხები ჩააწყვეთ, ასე კანის გარქოვანებული ნაწილის დარბილებას შეძლებთ. კანის დარბილების შემდეგ პემზა გამოიყენეთ, რომ მკვდარი უჯრედები მოაშოროთ, ყურადღება ქუსლებსა და ფეხის ძირებზე გაამახვილეთ.

ფეხები დაიტენიანეთ

ფეხზე დამატენიანებელი კრემი წაისვით. ფეხის ძირებზე ცოტა ცხიმოვანი ჯირკვლებია, ამიტომ კანი ადვილად შრება. დაბანის შემდეგ სხეულის ლოსიონით ან კრემით დატენიანება რეკომენდებულია. რა თქმა უნდა, ისეთი ბრენდები იპოვეთ, რომელთა შემადგენლობაში პიტნის ზეთი შედის.

ვიწრო ფეხსაცმელი არ ატაროთ

კოჟრების თავიდან აცილების საუკეთესო მეთოდი – ფეხის სტრესი არ დაუშვათ. ამისთვის კი უფრო კომფორტული ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვათ. ძალიან ვიწრო ცხვირის ან ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმას მოერიდეთ.

ასევე ეცადეთ, რომ გლუვი წინდები ჩაიცვათ, რომელსაც უხეში ბორცვები ან წვრილი ნაკერები არ ექნება. ყოველ ღამით, ძილის წინ ფეხების მასაჟის გაკეთება არ დაგავიწყდეთ.

თუ კოჟრების მოსაშორებელმა არც ერთმა მეთოდმა სასურველი ეფექტი ვერ მოგცათ, არ მოგერიდოთ და ამ სფეროს სპეციალისტს მიმართეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.