საკითხავი
აი, როგორ ვიყენებ სამედიცინო ბახილებს სამზარეულოში – შეუცვლელი ნივთი
ჩვენ, ყველა ნივთების დანიშნულების მიხედვით გამოყენებას მიჩვეული ვართ, მაგრამ ზოგიერთი ნივთი დიასახლისებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა. მაგალითად, სამედიცინო ბახილები.
თქვენ ასეთ ბახილებს როგორ იყენებთ? ვფიქრობ, ბევრი უპასუხებს, რომ საავადმყოფოს და ისეთი ადგილების ვიზიტისთვის, სადაც მისი გამოყენება აუცილებელია.
პირადად, მე და ათასობით დიასახლისი მას სამზარეულოში უკვე დიდი ხანია ვიყენებთ და აი, რატომ:
ბახილებით შეგიძლიათ თავსახურები ჩაანაცვლოთ. მისი გამოყენება მოსახერხებელია. დამეთანხმეთ, მწნილების ქილებიდან ბახილების მოხსნა უფრო მარტივია, ვიდრე პოლიეთიელინის თავსახურთან ჭიდილი. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუ თავსახური საერთოდ არ გაქვთ.
მწნილების ქილების გარდა ბახილი შეგიძლიათ მაიონეზის ვედროს თავსახურის ნაცვლად დაახუროთ. ვინც ასეთ მაიონეზს ყიდულობს, შესანიშნავად იცის, თუ თავსახურის მოხსნა როგორი რთულია.
ბევრმა შეამჩნია, რომ ფუნთუშა ან პური მე-2 – მე-3 დღეს უკვე დაფშვნას იწყებს, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრაში ბახილები დამეხმარა.
ახალი პურის შეძენის შემდეგ პაკეტიდან პირდაპირ მცირე ზომის ქვაბში ვდებ და ზემოდან ბახილს ვაფარებ. პური დიდხანს ახალივით დარჩება, ამასთან პირსახოცის სუნს არ შეიწოვს.
ღამით მაგიდაზე დატოვებისას ჯემს ბახილი დააფარეთ. ასე განიავებას და საყვარელი ტკბილეულის გამოშრობას თავიდან აიცილებთ.
ორცხობილა ან ნამცხვარი შეგიძლიათ ჩვეულებრივ კონტეინერში შეინახოთ, ზემოდან ბახილი გადააფაროთ.
ახლა უკვე იცით, თუ რისთვის იყენებენ დიასახლისები ბახილებს სამზარეულოში.
რაც მთავარია, ეს ძალიან კომფორტული და პრაქტიკულია, ვიდრე საკვები ცელოფანი. ბახილები სამზარეულოში ზედმეტ ადგილს არ დაიკავებს, როგორც ათასობით თავსახური.
ბახილები შეგიძლიათ მრავალჯერადად გამოიყენოთ, აი, საკვები ცელოფანი გამოყენების შემდეგ უნდა გადააგდოთ. ბახილები კი შეგიძლიათ დაახვიოთ და კარადაში შეინახოთ.
ასე ფულის ეკონომიასაც გააკეთებთ, ბახილები ბევრად უფრო იაფი ღირს, ვიდრე საკვები ცელოფანი.
ცოტა ხნის წინ ბახილების გამოყენების ახალი მეთოდი ვიპოვე – მას საშხაპე ქუდის ნაცვლად ვიყენებ.
ვფიქრობ, ახლა დიასახლისებს აღარ დაუსვამთ კითხვებს, თუ სამზარეულოში ბახილები რატომ უდევთ.