Connect with us

საკითხავი

აი, როგორ ვიყენებ ბავშვის პუდრის ნარჩენებს

გულწრფელად ვაღიარებ, რომ ბავშვების გაჩენის შემდეგ საყოფაცხოვრებო ქიმიის შემადგენლობას უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ. და ის, რასაც მათში ვპოულობ, უბრალოდ საგონებელში მაგდებს. ქმარი მეუბნება, რომ უსაფრთხოებაზე ზედმეტად ვღელავ. მე ხომ მსურს, რომ ბავშვის პუდრამაც მაქსიმალური სარგებელი მომცეს. სხვათა შორის, მის შესახებ.

მას შემდეგ, რაც ჩემი უმცროსი შვილი საბავშვო ბაღში წავიდა, ბავშვის პუდრა აღარ გვჭირდება. როგორც ეკონომიური დიასახლისი, დავიწყე იმის ძებნა, თუ ვისთვის გადამეცა ჩემი მარაგი. ამ დროს რამდენიმე ხრიკის შესახებ გავიგე, რომლებმაც ცხოვრება შემიმსუბუქეს. როცა ნარჩენები ამომეწურა, ახალი შეფუთვის ყიდვა გადავწყვიტე.

ბავშვის პუდრა ფეხის ოფლიანობას, ასევე ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნს გაუმკლავდება. უბრალოდ ბოტასში ჩაყარეთ და ჩაიცვით. სუნი და ტენიანობა წამებში შეიწოვება.

თუ ფეხსაცმელი კანს გიხეხავთ, პრობლემას პუდრით მოაგვარებთ. ფეხსაცმელში ჩაყარეთ, ცოტა საშუალება ტერფზე წაისვით. მზადაა!

თმის მოშორება დისკომფორტს რომ არ იწვევდეს, ცვილოვანი ეპილაციის წინ კანზე ბავშვის პუდრა წაისვით. ბავშვის პუდრა გაპარსვის შემდეგ წვას და სიწითლეს გააქრობს.

პუდრა გალამაზებაშიც დაგეხმარებათ. მაგალითად, წამწამებს მოცულობა რომ მიანიჭოთ, პირველ რიგში, ჯერ პუდრა წაისვით, შემდეგ კი ტუში.

მოულოდნელად სახის პუდრა გაგითავდათ? ბავშვის პუდრა მას შესანიშნავად ჩაანაცვლებს. უბრალოდ ფუნჯით ცოტა საშუალება სახის კანზე გადაიტარეთ. კანი მყისიერად გლუვი და ხავერდოვანი გახდება.

ტუჩსაცხი კბილებზე რჩება და ზედმეტად ზეთოვანია? შეღებილ ტუჩებზე სალფეთქი დაიდეთ, შემდეგ პუდრი წაუსვით. ტუჩსაცხი გლუვი გახდება და დიდხანს გაძლებს.

თუ კანზე ნაკაწრი ან სიწითლე აღმოაჩინეთ, ამ ადგილას ბავშვის პუდრა დაუყონებლივ დაიყარეთ. ის ჭრილობას დეზინფექციას ჩაუტარებს.

შეხვედრაზე გაგვიანდებათ, მაგრამ თავის დასაბანად დრო არ გაქვთ? არ ინერვიულოთ! მშრალი შამპუნის ნაცვლად ბავშვის პუდრა გამოიყენეთ. თავზე დაიყარეთ და ხელებით დაივარცხნეთ.

სრულყოფილი ადამიანის სტილი რომ შექმნათ, პერანგი დააუთოეთ. მანამდე კი საყელოს ზონაზე და იღლიებზე პუდრა გამოიყენეთ. ასე ოფლის ლაქების წარმოქმნას თავიდან აიცილებთ.

იცით, რისთვის იყენებენ მებაღეები ბავშვის პუდრას? მას ბოლქვებს და ბოლქვიან მცენარეებს აყრიან, რომ ობი არ წარმოიქმნას. მეთოდი ნამდვილად ეფექტურია!

ბავშვის პუდრით ხალიჩის გაწმენდასაც შეძლებთ. საშუალება ხალიჩაზე მიმოფანტეთ და 20 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ხალიჩა მტვერსასრუტით გადაწმინდეთ. უსიამოვნო სუნი გაქრება.

თუ გსურთ თქვენი ძაღლი ტკიპებისა და სხვა მწერებისგან დაიცვათ, ბავშვის პუდრა დააყარეთ და დავარცხნეთ. საშუალების სუნი მავნებლებს აფრთხობს. ამასთან ცხოველის ბეწვი სუფთა და რბილი გახდება.

თუ შემთხვევით ტანსაცმელი ცხიმით დაალაქავეთ, ლაქას პუდრა სწრაფად დააყარეთ. პუდრა ცხიმს შეიწოვს. შემდეგ ჩვეული მეთოდით გარეცხეთ.

როგორც ხედავთ, ბავშვის პუდრა ბევრ საყოფაცხოვრებო საქმეში მეხმარება. ბავშვები უკვე დიდი ხანია გაიზარდნენ, მაგრამ თვეში 2 ქილა ბავშვის პუდრას საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის მაინც ვყიდულობ. ალბათ, მაღაზიის გამყიდველი ფიქრობს, რომ პატარების მთელი გუნდი მყავს. მან რომ ნამდვილი მიზეზი იცოდეს. თუ ინფორმაცია სასარგებლო იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.