Connect with us

ვიდეო

აი, როგორ გავიწმინდოთ ნაწლავები და დავიკლოთ წონაში სელის თესლის დახმარებით

სელის თესლი მსხვილი ნაწლავების გასაწმენდად და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნარჩენების გამოსადევნად განსაკუთრებით ეფექტურია.

მსგავსი ეფექტის მიღებას სელის თესლის და კეფირის კომბინაციით შეძლებთ, რომელიც ნაწლავების სტიმულირებას და დაგროვებული ტოქსინების გამოდევნას იწვევს.

სელის თესლის სარგებელი მსხვილი ნაწლავის გასაწმენდად

ოყნა მსხვილი ნაწლავის მხოლოდ მცირე ნაწილის, 40-50 სმ-ს გაწმენდაში დაგეხმარებათ. ამასთან ოყნით და სპეციალური მოწყობილობებით მკურნალობა ძვირადღირებულია, ბევრ დროს გართმევთ და ნაწლავების მიკროფლორაზე გავლენას ახდენს.

3 კვირის განმავლობაში 1-3 ს/კ სელის ფქვილის მიღება ნაწლავების სრულად გაწმენდაში დაგეხმარებათ. მისი მეშვეობით ლორწოს, ფეკალურ ნარჩენებს და პარაზიტებს მოიშორებთ და თან ნაწლავების მიკროფლორას შეინარჩუნებთ.

ეს მეთოდი წონის დარეგულირებას და ცხიმის წვას ხელს უწყობს, ლიპიდური ცვლის დარეგულირებაზე დადებით გავლენას ახდენს სელის ფქვილი ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის და სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს.

სელის თესლის გამოყენების ჩვენება:

  • ზედა სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი მდგომარეობა
  • გასტრიტი, კოლიტი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
  • საშარდე გზების დაავადება, ინფექცია, ცისტიტი, პიელონეფრიტი
  • ჭარბი წონა, ლიპიდური ცვლის დარღვევა

ნაწლავების გამწმენდი რეცეპტი სელის სასმელით

საუზმის ნაცვლად ეს ნარევი 3 კვირის განმავლობაში მიიღეთ.

  • პირველი კვირა: 1 ს/კ სელის ფქვილი და 100 მლ კეფირი
  • მეორე კვირა: 2 ს/კ სელის ფქვილი და 100 მლ კეფირი
  • მესამე კვირა: 3 ს/კ სელის ფქვილი და 150 მლ კეფირი

თუ სელის ფქვილის შეძენას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ სელის ფქვილი შეიძინოთ და დაფქვათ. თუმცა მარაგის გაკეთება არ ღირს, ასე სელის თესლს მომწარო გემო ექნება. ყოველ დილით ახალი პორცია მოამზადეთ.

ნარევი საუზმის ნაცვლად დალიეთ. დღის განმავლობაში მინიმუმ 2 ლ წყალი დალიეთ. საუკეთესო შედეგს მიიღებთ, თუ თაფლიან წყალს დალევთ.

გაწმენდის პროცედურა წელიწადში ერთხელ ტარდება.

შენიშვნა! თუ კეფირის მიღება ან მომზადება გიჭირთ, შეგიძლიათ ალტერნატივის სახით უშაქრო ნატურალური იოგურტი გამოიყენოთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.