Connect with us

თავის მოვლა

აი როგორ გავთავისუფლდეთ თვალების ქვეშ არსებული მუქი რგოლებისა და ტომრებისგან: 7 ნატურალური საშუალება

პირველი ნაბიჯი თვალების ქვეშ არსებული “ტომრების” მოსაშორებლად შეშუპების ადგილის მიკროცირკულაციით აქტივაციის გზით გასუფთავებაა. თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაჩენის მიზეზი დროებითი ხასიათისაა.

ტომრების შემცირებისთვის მკურნალობის რამდენიმე ნატურალურ მეთოდსაც შემოგთავაზებთ.

1. ნატურალური მკურნალობა კომპრესებით

ჩვენ მომადუნებელ კომპრესებს გავაკეთებთ – 2 გვირილის ჩაის პაკეტს დაასხით მდუღარე და დაელოდეთ გაგრილებას. შემდეგ ორი ბამბის ბურთულა ამ ჩაიში დაასველეთ და დახუჭულ თვალებზე 15 წუთით დაიდეთ.

2. კარტოფილი მუქი რგოლებისთვის

კარგად გარეცხეთ საშუალო ზომის კარტოფილი. გათალეთ და თვალის ზომის ძალიან თხელ ნაჭრებად დაჭერით. დაიდეთ დახუჭულ თვალზე და 10 წუთით გაიჩერეთ. კარტოფილი არაჩვეულებრივი მოკავშირეა მუქი რგოლების მოსაცილებლად.

3. კიტრი თვალებს ქვეშ არსებული ტომრებისთვის

შედეთ ნახევარი უმი კიტრი მაცივარში, ხოლო როდესაც გაცივდება დაჭერით და დაჭუჭულ თვალზე 10 წუთით დაიდეთ. კიტრს გამაახლებელი და გამაგრილებელი ეფექტი აქვს, რომლის წყალობიტაც მუქი რგოლები იოლად ქრებიან.

ასკორბინის და ყავის მჟავა რომელსაც კიტრი შეიცავს, წყლის შეკავებას აქრობს და ამცირებს შეშუპებასა და თვალებს შორის არსებული “ტომრების” ზომას.

კიტრის გამოყენების მეორე საშუალებაც არსებობს – კიტრის რამდენიმე ნაჭერი ნახევარ ჭიქა რძეში ამოავლეთ და ჰიგიენური ხელსახოცით ზედმეტი სითხე ფრთხილად მოაშორეთ, შემდეგ ეს ნაჭერი დახუჭულ თვალებზე დაიდეთ და 10 წუთით გაიჩერეთ.

4. ვარდის ფურცლები

მუქი ტომრების მოსაშორებელი არაჩვეულებრივი საშუალების “შემუშავება” ვარდის ფურცელბის მეშვეობითაც შეგვიძლიათ.

ცოტაოდენი ვარდის ფურცლები ქილაში მოათავსეთ და ნუშის ზეთი დაუმატეთ. შემდეგ ქილას თავი დაახურეთ და 24 საათის შემდეგ გაფილტრეთ, გადაიტანეთ სხვა ბოთლში. ამით ჩვენი შინაურული საშუალება მზად არის და მის თვალებზე დასატანად – ბამბის ბურთულა ამოავლეთ და დახუჭულ ღაწვებზე 20 წუთით დაიდეთ.

5. ვაშლის გამოყენება დასიებული უპეებისთვის

ამ პრეპარატის მოსამზადებლად, საშუალო ვაშლის პიურე მოამზადეთ. შემდეგ გააგრილეთ 10 წუთის მანძილზე. რამდენიმე წუთით, სუფთა ქსოვილის მეშვეობით დახუჭულ თვალებზე დაიდეთ.

6. კომპრესები ცივი წყლით

შეშუპებულ უპეებზე, 3-5 წუთით – ცივი წყლის კომპრესები დაიდეთ. ეს უბრალო საშუალება რეკომენდებულია მოწითალო, მუქი რგოლების ქონისას, იმიტომ, რომ სიცივე სისხლის მიმოქცევას ასტიმულირებს. ასევე ავიწროვებს სისხლძარღვებს და ამით თვალების გარშემო არსებული შეფერილობის გაქრობას უწყობს ხელს.

7. ეშმაკობა კოვზით

სილამაზისთვის კოვზის გამოყენება მოდური გახდა, თუმცა სინამდვილეში ეს ძალიან ძველი პრაქტიკაა. ორი სუფრის კოვზი საყინულესი შედევით. გამოიღეთ კოვზები, დახუჭეთ თვალები და ზედ დაიდეთ. ამოძრავეთ ის თვალების მეშვეობით ყველა მხარეს, მაგრამ, თვალი არ გაახილოთ. დაიტოვეთ მინიმუმ 3 წუთით და შედეგებს მაშინვე დაინახავთ. ეს ძალიან ეფექტური მეთოდია თვალებს ქვეშ არსებული ტომრების მოსაშორებლად.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.