Connect with us

ვიდეო

აი, როგორ აისახება რკინის დეფიციტი თქვენს ჯანმრთელობაზე

რკინა ჩვენი ორგანიზმის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს. ის ჰემოგლობინის ნაწილია, რომელიც ერითროციტებს ჟანგბადის მიღებასა და ორგანიზმის ყველა უჯრედში მის განაწილებაში ეხმარება. ჟანგბადი ორგანიზმისთვის განსაკუთრებით შეუცვლელია.

რკინის დაბალი შემცველობა ხშირად ანემიაში ერევათ. თუმცა ეს ასე არაა, რადგან ანემიის სხვადასხვა ტიპი არსებობს, რომელთაც სხვა მიზეზები იწვევენ. უფრო მეტიც, ეჭვს არ წარმოადგენს, რომ რკინის დაბალი დონე რკინადეფიციტურ ანემიას უკავშირდება.

რკინის დეფიციტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კვების უკმარისობაა. ამ დეფიციტმა და რკინადეფიციტურმა ანემიამ შეიძლება ჯანმრთელობისთვის სერიოზული შედეგები გამოიწვიონ.

იმის გასაგებად, თუ რა ხდება რკინის დაბალი დონის დროს, პირველ რიგში ნორმის მაჩვენებლები უნდა იცოდეთ. ჩვეულებრივ სისხლში რკინის დონე 50-დან 150 მგ/დლ-ს შეადგენს.

ჩვენს ორგანიზმში რკინის შენახვის გარკვეული ფორმები არსებობს. ფერიტინი არის ცილა, რომელიც მის შენახვაზეა პასუხისმგებელი, და მისი მნიშვნელობა რკინის ზოგადი მაჩვენებლის გაზომვის დროს უნდა გაითვალისწინოთ.

პირველ რიგში, რკინის დეფიციტის უამრავი მიზეზი არსებობს. ხშირ შემთხვევაში ქალებს რკინის დეფიციტი მენსტრუაციის გამო აქვთ. სისხლის დაკარგვის დროს რკინის დონის შემცირება ხდება.

მეორეც, უნდა გახსოვდეთ, რომ ამ მინერალს საკვებიდან ვიღებთ. მას დიდი რაოდენობით ხორცი შეიცავს. კვების ჩვევაც, როგორიცაა ვეგეტარიანული კვება, რკინის დეფიციტს იწვევს.

რკინის დეფიციტის სიმპტომები

რკინის დეფიციტი მკაფიოდ გამოხატული არაა, ჩვეულებრივ არანაირი სიმპტომი არ აქვს. ანემიის პროგრესირებასთან ერთად სხვადასხვა ნიშნები ვლინდება. ადამიანი სწრაფად იღლება და სისუსტეს გრძნობს. ასევე ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • თმის ცვენა
  • ფრჩხილების მტვრევა
  • მკრთალი და ცივი კანი
  • თავის ტკივილი
  • ცუდი მადა: განსაკუთრებით ბავშვებში

რა უნდა გააკეთოთ რკინის დეფიციტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის?

სისხლის მარტივი ანალიზის დახმარებით რკინის დონის დადგენას და ანემიის დაწყების გამოვლენას შეძლებთ.

პრობლემის მოსაგვარებლად სწორი დიეტის დაცვა აუცილებელია. რეკომენდებულია, რომ რაციონი პარკოსანი პროდუქტებით, ხორცით, თევზით და კვერცხით გაამდიდროთ. თუ დიეტა დაბალანსებული და ჯანსაღი იქნება, ეს უსიამოვნება იშვიათად შეგაწუხებთ.

ხშირ შემთხვევაში გარკვეული ტესტების ჩატარება აუცილებელია, რომ რკინის დეფიციტის გამომწვევი მიზეზები გამოავლინონ. მაგალითად, ენდოსკოპია შეიძლება გამოიყენოთ იმის შესამოწმებლად, გაქვთ თუ არა კუჭის წყლული ან პრობლემა, რომელიც რკინის დეფიციტზე გავლენას ახდენს.