ჯანმრთელობა
აი, რატომ გიჟდებიან ჩვენი ბებიები გვირილის ჩაიზე. 15 სამკურნალო თვისება
ჩემი ბებია უკვე 70 წლისაა, მაგრამ თავს მხნედ და აქტიურად გრძნობს. წნევა და უძილობა არ აწუხებს და შესაშური ჯანმრთელობა აქვს! ბებია მედიკამენტებს არ აღიარებს, ამბობს, რომ ის სუფთა სახის შხამია. ის მხოლოდ ერთ საშუალებას იყენებს, რომელიც სხვადასხვა უსიამოვნო პრობლემებს მედიკამენტებზე უკეთ კურნავს.
ბებიას საიდუმლო საშუალება გვირილის ჩაია. დღეს გვირილს ჩაის სამკურნალო თვისებებზე გიამბობთ. დარწმუნებული ვარ, მის დალევას ყოველ საღამოს დაიწყებთ!
გვირილის ჩაი
გვირილის ჩაი ხელმისაწვდომი საშუალებაა, რომელიც ბევრ უსიამოვნებას თავიდან აგაცილებთ. ის ბევრ ფლავონოიდს და სხვა ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმს აჯანსაღებს. გვირილის ყველაზე სასარგებლო ნაწილი მსიი ყვავილებია.
გვირილის ყვავილის სასარგებლო ნივთიერებებს შორის გამოირჩევა: კუმარინის ნაერთები, ბიოფლავონოიდები, ფიტოსტერინი, ბევრი ვიტამინი, კაროტინი და ტანინები. ასეთი მდიდარი შემადგენლობის წყალობით, ის ბევრ დაავადებას კურნავს.
1. ძილს აუმჯობესებს
გადაღლილობის, სტრესის, შფოთვის დროს გვირილაზე უკეთესი საშუალება არ არსებობს. გვირილის ჩაი სწრაფად დაძინებაში დაგეხმარებათ და ძილის ხარისხს გააუმჯობესებს. თუ მას ღამით დალევთ, დილით თავს მხნედ და დასვენებულად იგრძნობთ.
2. ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს
ამ თვისების წყალობით კუჭის და ნაწლავების დაავადების დროს ეფექტურად გამოიყენება. გვირილა ინფექციებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ, ანთებას და სპაზმებს გააქრობს.
3. ამარცხებს სტესსა და მშფოთვარებას
ის ნატურალური ანტიდეპრესანტია. ერთი ჭიქა გვირილის აროამტული ჩაი სეროტონინის დონეს ზრდის, სტრესი და შფოთვა გაქრება. გვირილის ჩაი ქრონიკული სტრესის საწინააღმდეგოდ შესანიშნავი საშუალებაა.
4. იმუნიტეტს აძლიერებს
მასში შემავალი ფენოლი ზრდის ორგანიზმის თავდაცვცით ძალებს. ეს ნივთიერება გაციების, გრიპის და სინუსიტის დროს დაგეხმარებათ.
5. კუჭის პრობლემის დროს დაგეხმარებათ
გვირილა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ბევრ პრობლემას მოგაშორებთ. ძალიან ეფექტურია გასტრიტის დროს. სპაზმის მომხსნელი თვისებები ნაწლავებზე დადებითად მოქმედებს, შებერილობას ხსნის, ტკივილს და სპაზმებს აქრობს. გვირილა რბილად მოქმედებს, კუჭს მოწამვლის შემდეგ მუშაობის აღდგენაში ეხმარება.
6. გვირილა, როგორც სიმსივნის პროფილაქტიკა
მასში შემავალ აპიგენინს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისება აქვს. ის ძუძუს, კუჭის, კანის, პროსტატის, საშვილოსნოს კიბოს განვითარებას აფერხებს.
7. ქალებში მენსტრუაციულ ტკივილს ამცირებს
ხშირად ქალები მენსტრუაციის დროს საშინელ დისკომფორტს განიცდიან. ჩაი ტკივილს შეამცირებს, სპაზმებს მოგიხსნით, ნერვულ სისტემას დაამშვიდებს, ძილს გააუმჯობესებს, განწყობის ცვლილებებს გააქრობს.
8. ალერგიის დროს დაგეხმარებათ
გვირილას ანტიჰისტამინური თვისებები აქვს, რის ხარჯზეც ეფექტურად გვეხმარება ალერგიული შემოტევების დროს.
9. გულ-სისხლძარღვთა დაავადების პროფილაქტიკა
გვირილის ჩაი არტერიულ წნევას ამცირებს, სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს არეგულირებს, რითაც გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკს აფერხებს.
10. დაგეხმარებათ ოსტეოპოროზის დროს
გვირილაში შემავალი ნივთიერება ოსტეობლასტს ააქტიურებს, სწორედ ის მონაწილეობს ძვლის ქსოვილის ტრანსფორმაციაში. გვირილის ჩაი ძვლის სიმკვრივეს აუმჯობესებს და ამით ოსტეოპოროზის განვითარებას ხელს უშლის.
11. გვირილა დიაბეტის დროს
კვლევებით დამტკიცებულია, რომ გვირილის ჩაი დიაბეტის დროს ძალიან სასარგებლოა. ის სისხლში შაქრის დონეს ამცირებს და ინსულინის დონეს არეგულირებს. ასეთი ჩაის მოხმარება შაქრის დონის მკვეთრ ცვლილებებს აფერხებს.
12. ბუასილის დროს დაგეხმარებათ
გვირილას ბუასილის დროს კომპლექსური ეფექტი აქვს. ტკივილს და ქავილს ამცირებს, ინფექციას და ანთებას აქრობს. გვირილა შეგიძლიათ აბაზანის, ოყნის ან ჩაის სახით გამოიყენოთ.
13. კანის პრობლემების მოგიხსნით
გვირილა არა მხოლოდ ჩაის სახით, არამედ გარეგნულად შეგიძლიათ გამოიყენოთ. გვირილის ნაყენი კანის გაღიზიანებას ხსნის. მისი კომპრესი ეგზემას დროს დაგეხმარებათ. გვირილის ნაყენი ჭრილობის სწრაფად შეხორცებას ხელს უწყობს. მისი დახმარებით წვრილი ნაოჭების მოშორებასაც კი შეძლებთ.
14. თმას აძლიერებს
კიდევ ერთი სასარგებლო თვისება. თუ თავს გვირილის ნაყენით დაიბანთ, თმა უფრო მბზინვარე და ხავერდოვანი გახდება. ეს თმის ზრდის პროცესის სტიმულირებისთვის შეუცვლელი საშუალებაა.
15. პირის ღრუს პრობლემის დროს
გვირილის ნაყენის გამოვლება ბაქტერიულ ინფექციებს ებრძვის, კარიესის განვითარებას აფერხებს, ასევე ღრძილებს აძლიერებს.
გვირილას ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, მაგრამ როგორც სამკურნალო საშუალებას, მას უკუჩვენებების გააჩნია. პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ ამ მცენარეზე ალერგია არ გაქვთ. გვირილის ჩაის მიღებაზე ორსულობის დროს უარი თქვით, მას ნაადრევი მშობიარობის გამოწვევა შეუძლია. ასევე, დილით მისი მიღება რეკომენდებული არაა, რადგან ძილიანობას იწვევს.
ვიმედოვნებთ, რო მეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!