Connect with us

ჯანმრთელობა

აი, რა მოუვა თქვენს ორგანიზმს, თუ ხილს არ შეჭამთ

ხილი რეკომენდებულია ხშირი მოხმარებისთვის. შეიძლება ამ პროდუქტით საუზმის, სადილის ან ვახშმის ჩანაცვლებაც კი, სასარგებლო სამხრისთვის კი უკეთეს საკვებს ვერ იპოვით.

თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც თითქმის არ ჭამენ ხილს. ამით ისინი არამხოლოდ არომატულ სიამოვნებას, არამედ ძვირფას მკვებავ ნივთიერებებს იკლებენ, რაც პირდაპირ აისახება ჯანმრთელობაზე.

რა მოუვა ორგანიზმს, თუ ხილს არ შეჭამთ:

1. ყაბზობა

ზოგიერთი ხილი შეიცავს ცელულოზას, რომელიც ზრდის ფეკალიების მასას, ამარტივებს და აჩქარებს დეფეკაციას. ვაშლი, კივი, ქლიავი და ციტრუსი შეიცავს ცელულოზას, რომელიც ხელს უშლის ყაბზობას, ასტიმულირებს ნაწლავების პერისტალტიკას და ამარტივებს ნარჩენების გამოდევნას.

ამ ხილზე უარის თქმით, თქვენ ზრდით ყაბზობის, ბუასილისა და დივერტიკულოზის რისკს.

2. კიბოს გაჩენის მომატებული რისკი

კიბოსგან გარანტირებული დაცვა არ არსებობს, თუმცა მცენარეული საკვები მნიშვნელოვნად ამცირებს ონკოლოგიური დაავადების რისკს. ხილი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს(E და C ვიტამინებს, კაროტინოიდებს), რომლებიც იცავს ჯანმრთელ უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან.

3. ჭარბი წონა

ხილს საკმაოდ დაბალი ენერგეტიკული ღირებულება აქვს, ამიტომ იგი განაყრებთ ისე, რომ ორგანიზმს ზედმეტი კალორიებით არ ტვირთავს. წყალი და ცელულოზა კი, ხილის შემადგენლობაში, ანაყრებს შიმშილის გრძნობას და ხელს უშლის საჭიროზე მეტი საკვების მიღებას, რაც ძალიან სასარგებლოა გახდომის მსურველთათვის.

თუ ხილისა და ბოსტნეულის ნაცვლად ცხიმიან საკვებსა და მაღალკალორიულ პროდუქტს მიირთმევთ, ეს ჭარბ წონას გამოიწვევს. ჩაანაცვლეთ სასუსნავები ხილით, კენკრითა და ფორთოხლით. ისინი არამხოლოდ მადას, არამედ ტკბილეულის სურვილსაც ახშობს.

4. გულ-სისხლძარღვთა პრობლემები

გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის აუცილებელია საკვებში ნატრიუმისა და კალიუმის ბალანსის დაცვა. თანამედროვე მოსახლეობა დიდი რაოდენობით ნატრიუმს და მცირე რაოდენობით კალიუმს მოიხმარს. ამ ბალანსის აღდგენა შეუძლია ბანანს, ფორთოხალს, ნესვს, გარგარსა და გრეიფრუტს. მათზე უარის თქმით, თქვენ ხელს უწყობთ ინსულტისა და მაღალი წნევის წარმოქმნას.

5. დეპრესია

მართალია, ამის უშუალო მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა მეცნიერები ფიქრობენ, რომ არსებობს კავშირი კვებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის. ერთმა ესპანურმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ დეპრესიის მაჩვენებლები დაბალი იყო მათში, ვინც რეგულარულად მოიხმარდა ხილსა და ბოსტნეულს.

ცნობილი არაა, ზუსტად როგორ მოქმედებს მცენარეული საკვები ფსიქიაზე, თუმცა, შესაძლოა, დეპრესიის მიზეზი B3, B5 და B6 ვიტამინების ნაკლებობა იყოს, რომელსაც ხილ-ბოსტნეული შეიცავს. დეპრესიის დასაძლევად მიირთვით ბანანი. სოკო. ყაბახი და ავოკადო.

6. გაუწყლოება

გარგარი, მოცვი, ფორთოხალი, ატამი, ანანასი, ქლიავი და ჟოლო 80%-ზე მეტი წყლისგან შედგება! ხოლო წყალი არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, გამოდევნის ტოქსინებს, უზრუნველყოფს ორგანიზმში მკვებავი ნივთიერებებისა და ჟანგბადის ტრანსპორტირებას და ქმნის ტენიან პირობას ქსოვილებისა და სახსრებისთვის.

ყველა ეს ხილი ძალიან სასარგებლოა, რადგან მათში არსებული წყალი ჩვენი სხეულის მიერ აითვისება. თუ ამ ხილს არ შეჭამთ, გარისკავთ გაუწყლოებით, რასაც გამონაყარის, ყაბზობისა და თირკმლების დაავადებების გამოწვევა შეუძლია.

თქვენ გიყვართ ხილი?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.