ჰოროსკოპი
აი რა გელოდებათ 2020 წელს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
2019 წელი სავსე იყო რეტროგრადული მოძრაობებით, რომლებიც ჩვენს მდგომარეობას, ურთიერთობებსა და მისწრაფებებს ზღუდავდნენ და ჩარჩოებნში აქცევდნენ. თუმცა მომავალს წელს ვარსკვლავები სიმშვიდესა და იმედს გვაჩუქებენ.
ნაკიანი 2020 წელი საკმაოდ ექსცენტრიული იქნება. ეს არაჩვეულებრივი დროა იმისთვის, რომ ჩვენს სურვილებში გავერკვიოთ და გავიგოთ, საით უნდა გადავდგათ ნაბიჯები. იყავით მზად ცვლილებებისა და ყველაზე თამამი იდეების განხორციელებისთვის.
ვერძი
ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები 2020 წელს განსაკუთრებით ენერგიულები და წარმატებულები იქნებიან. მთავარი ინსტრუმენტი რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ ეს თქვენი ძალაა!
იქნებით დაუღალავი და მიზნებისკენ თამამად მიიწევთ წინ, ეს თვისება დაგეხმარებათ გაიმარჯვოთ და ნებისმიერ სფეროში ლიდერად იქცეთ. ეს მდგომარეობა მთელი წლის განმავლობაში სტაბილურად შენარჩუნდება, თუმცა განსაკუთრებული წარმატება მაისი 20 რიცხვიდან არის მოსალოდნელი, ამ დროს მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების დადებაა მოსალოდნელი.
კურო
კუროებისთვის 2020 წლის პროგრამა ელიტურ სანატორიუმს გავს: სრული სიმშვიდე, გაწონასწორებულობა, წარმატებები. თუმცა თებერვალში თავშეკავებულობა უნდა გამოავლინოთ უფროსობასთან ურთიერთობისას! მოუსმინეთ და დაეთანხმეთ.
ციური მნათობები გირჩევენ ჭარბი ვალდებულებები არ დაიმატოთ და ნუ აიღებთ ინციატივას ისეთ საქმეებში რომლებიც სიამოვნებას ვერ მოგანიჭებენ. მიეცით თავს ცხოვრებით ტკბობის უფლება, გადაერთეთ ოჯახურ და რომანტიულ საქმეებზე. ხელოვნებით დაკავება პროდუქტიული აპრილიდან იქნება, ამ დროს შეგიძლიათ თავი ბოლომდე მიუძღვნათ ნებისმიერ ჰობსა და საყვარელ საქმიანობას.
ტყუპები
ტყუპები 2020 წელს წარმატების მიღწევას ცხოვრების ყველა ფრონტზე შეეცდებიან. თქვენი ნატურა უბრალოდ არ მოგცემთ სიმშვიდის გამოჩენის უფლებას და არც ერთ საქმეზე კონცენტრირებას იკმარებთ.
აპრილში გაგიჩნდებათ შანსი – თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ხოლო ივლისი საუკეთესო თვე იქნება რაიმე ახალის შესასწავლად. მიუხედავად იმისა, რომ აქცენტს ერთ საქმეზე არ გააკეთებთ, მაინც შეძლებთ ყველგან და ყველაფერში ეფექტური იყოთ.
კირჩხიბი
კირჩხიბებს მარტოობაში ჯდომა არ მოუწევთ. ახალ წელს მათ მოვლენათა ეპიცენტრში მოუწევთ ყოფნა. რა თქმა უნდაკირჩხიბს სახლი, სიმშვიდე და მყუდროება ურჩევნიათ, თუმცა 2020 წელი თავის წესებს თავად გვიკარნახებს და მისი დამორჩილება პერიოდულად მაინც მოგვიწევს.
ლომი
2020 წელს ლომებს საზოგადოების ყურადღების მოთხოვნილების სურვილი ექნებათ. ეს მოთხოვნილება კი უნდა დაკმაყოფილდეს, ამიტომ მოგიწევთ დაფიქრდეთ საზოგადოებრივი საქმიანობის დაწყებასა და ნაცნობების წრის გაფართოვებაზე.
აჯობებს 19 თებერვლამდე თავი ხელში აიყვანოთ და მოასწორთ თქვენთვის საინტერესო მიმართულებებში გამოავლინოთ თავი. ეს ყველაფერი დადებითად აისახება თქვენს ცხოვრებაზე. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშეც შეძლებთ ყურადღების ცენტრში ყოფნას!
ქალწული
2020 წელი ქალწულებისთვის ხელსაყრელი პრიოდია. შეგიძლიათ მთელი ტქვენი პოტენციალის რეალიზება, გამოავლინეთ საკუთარი თავი და მოიპოვეთ იმ ხალხის კეთილგანწყობა რომელთა აზრიც თქვენთვის მნიშვნელოვანია.
11 იანვრიდან შეგიძლიათ ახალ საქმეს ჩაუდგეთ სათავეში, შესაძლოა სამუშაო ადგილიც შეიცვალოთ. მაისში მონაწილეობა მიიღეთ რაიმე სახის შეჯიბრში, იქ გამარჯვების შანსი ძალიან მაღალია. ერტადერთი თვისება რომელიც თქვენში უნდა ჩაახშოთ ეს – მესაკუთრეობის გრძნობაა.
სასწორი
სწორედ სასწორებს მოუწევთ 2020 წელს ყველაზე სერიოზული შედეგების მიღწევა. ამიტომ არ ღირს ენთუზიაზმის ჩაკვლა და რუტინული წესების დამორჩილება. პირიქით, თქვენ მეტს შეძლებთ, თუ დაიწყებთ იმპროვიზირებას და არასტანდარტული გადაწყვეტილებების მოძიებას.
ბევრი უპირატესობა და ნიჭი გაქვთ, რომელიც მხოლოდ თქვენ გახასიათებთ. სწორედ მათით უნდა შეიარაღდეთ მთელი წლის მანძილზე. უკვე პირველივე თვეებიდან შეგეძლებათ კარდინალურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება – უკეთესობისკენ! ამ ყველაფრის დასაწყისი კი 17 იანვრიდან – 11 თებერვლამდე არსებული მონაკვეთი იქნება. როდესაც თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს რომანტიკა დაიკავებს.
მორიელი
2020 წელს მორიელთა ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას იუპიტერი იქონიებს. ეს კი თორმეტივე თვის ხასიათზე იქონიებს გავლენას. ეს წელი განსაკუთრებით სავსე იქნება ემოციებით, ნათელი შთაბეჭდილებებითა და ვნებით. გამორიცხული არ არის, რომ რამდენიმე შეცდომა დაუშვათ ემოციურობის ფონზე, მაგრამ, ეს ცუდი სულაც არ არის. ამასაც აქვს თავისი პლიუსები: თქვენი ემოციუობა სამყაროზე, საკუთარ თავსა და საკუთარ ნაბიჯებზე კრიტიკული შეხედულების ქონის მიზეზი იქნება. ეს საუკეთესო სტიმული იქნება საკუთარ თავზე მუშაობის დასაწყვებად და შეძლებთ მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას თვითგანვითარებაში, ეს კი თქვენი ცხოვრების სწორი მიმართულებით წარმართვას ნიშნავს!
მშვილდოსანი
2020 წელი მშვილდოსნებისგან პრიორიტეტების სწორად დალაგებას მოითხოვს. საქმე იმაშია, რომ საკუთარ თავზე ერთიანად ბევრი საქმის აღება და საკუთარი ძალების გადაჭარბებით შეფასება სწორი საქციელი არ იქნება და ყველაფრისთვის დრო უბრალოდ არ გეყოფათ.
ეცადეთ ზუსტად განსაზღვროთ, რა უნდა აკეთოთ სამსახურში და დროის რა ნაწილს დაუთმობთ რომანტიულ სფეროს და რომელიც ჰობით გსურთ დაკავება თავისუფალ დროს. მაგალითად თებერვალი იდეალური დროა ახლობლებსა და ნათესავებთან ურთიეთობისთვის, ხოლო ამ თვის ბოლოსთვის დაგეგმილი ქორწინება ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას გპირდებათ. ივლისი – ეს არის დრო, როდესაც დაგაინტერესებთ ახალი ადამიანი ან ახალი ჰობი თქვენთვის.
თხის რქა
2020 წელს ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს სიამოვნება მოაქვს და ყველაზე წარმატებული კი პროფესიული სფერო იქნება. დაწინაურებაც საკმაოდ შესაძლო პერსპექტივად ჩანს.
მეორე მნიშვნელოვანი სფერო რომანტიული ურთიერთობები იქნება. ეს ხელსაყრელი პერიოდია ქორწინებითვის ან ახალი ურთიერთობების დასაწყებად. ასევე გაითვალისწინეთ, რომ თავს წარსულიც შეგახსენებთ. აპრილი გარკვეული ძველი საკითხების გადაწყვეტას მოგთხოვთ, რომლებსაც რა თქმა უნდა წარმატებით გაუმკლავდებით.
მერწყული
მერწყულებს 2020 წელს დიდი ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა ელით. თუ გარკვეული გატაცებები გაქვთ, რომლითაც თავისუფალ დროს ხართ დაკავებული – წარმატება ამ სფეროშიც გარანტირებული გექნებათ. მხატვრები, მწერლები, მუსიკოსები ეწვსაც ნუ შეიტანთ იმაში, რომ თქვენს შემოქმედებას სათანადოდ არ დააფასებენ!
განსაკითრებით საუკეთესო ეს წელი შეყვარებულებისთვის იქნება. 1 ივნისი – არაჩვეულებრივი პერიოდია ქორწინებისთვის, გაითვალისწინეთ! ხოლო სხვა სფეროებში, ყველაფერი სტაბილურად იქნება.
თევზები
თევზების მთავარი ინსტრუმენტი 2020 წელს – მოთმინება იქნება. ნებისმიერ საქმეში აჯიობებს ინტუიციას მიუგდოთ ყური. პირველი 6 თვე გადამწყვეტ ნაბიჯებს ნუ გადადგამთ!
გამორიცხული არ არის, რომ მაისში რთული გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ, რადგან თქვენი გულისთვის ორი ადამიანი იბრძოლებს. კარგად აწონ-დაწონეთ თქვენი გადაწყვეტილება. მეტი დაისვენეთ, მაგალითად ივლის-აგვისტოში – იდეალური პერიოდი იქნება მოგზაურობისთვის. გამძლეობა და თავშეკავებულობა საშუალებას მოგცემთ ნებისმიერ საკითხს მაქსიმალური ეფექტურობით გაუმკლავდეთ.