ყვავილები
აი, მარტივი მეთოდი, როგორ გავზარდოთ ტუია კალმიდან
ახლა ლანდშაფტის დიზაინში წიწვოვანი მცენარეების გამოყენება ძალიან მოდური გახდა. ისინი უპრეტენზიო და მარადმწვანე მცენარეები არიან, რომლებიც მთელი წელი თქვენს თვალს გაახარებენ. ერთი მინუსი არსებობს: ტუია იაფი ხე არაა და მის შესაძენად ბევრის ჯიბე ვერ გაწვდება. ფასები რამდენიმე ათას ლარში მერყეობს და მის სახეობასა და ასაკზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ ტუიას თავად გაზრდა სცადოთ. თუ საქმე კარგად წავა, შეგიძლიათ მცენარეების გაყიდვით მოგებაც მიიღოთ.
ყველამ არ იცის, რომ ტუიას გაზრდა უბრალო კალმიდან შეიძლება. ის მარტივად ფესვიანდება და საკმაოდ სწრაფად იზრდება. ამ ხის დაახლოებით 5 ათასი სახეობა არის გამოყვანილი. თუ ტუიას კალმით გაზრდა გადაწყვიტეთ, რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ლამაზმანი მთელი ზაფხული და ზამთარი გაგახარებთ.
დასარგავად კალამი ზუსტად 5-8 სმ უნდა იყოს, ამასთან სამი გვერდითა აღმონაცენი უნდა ჰქონდეს. კალამს ქვემოდან 1 სმ-ით ტოტებისგან ათავისუფლებენ, ხოლო დანარჩენ ტოტებს ანახევრებენ, რომ მკვებავი ნივთიერებები გაფესვიანებას მოხმარდეს და არა ტოტებს.
დარგვამდე კალამი 2 დღე სიბნელეში გააჩერეთ. კალმისთვის საჭირო ნიადაგს 1 კგ ტორფის, 1 კგ ხის მიწის და 2 კგ ქვიშისგან ამზადებენ. ნიადაგი მსუბუქი უნდა იყოს და წყალს კარგად ატარებდეს. კალამი დარგვამდე ზრდის მასტიმულირებელ ხსნარში ჩაალბეთ. ყველაზე ხელმისაწვდომად კორნევინი და ეპინი ითვლება.
დარგვის შემდეგ უხვად მორწყეთ და სათბურის ეფექტი შექმენით. ამისთვის კალმები თბილ ადგილას დადეთ და 20-25 გრადუსი ტემპერატურის პირობა შეუქმენით და პარკი დააფარეთ. ასე 1 კვირა გააჩერეთ, რადგან პარკის ქვეშ აორთქლება მოხდება და ტემპერატურის შენარჩუნების მეტი არაფერი დაგჭირდებათ.
1 კვირიანი აკლიმატიზაციის შემდეგ კალმები დღეგამოშვებით დანამეთ, მორწყვა საჭირო არაა. მიწა და თავად კალამი 1 თვის განმავლობაში მხოლოდ ოდნავ დაასველეთ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს პერიოდი შეიძლება 2 თვე გაგრძელდეს.
კალმის გაფესვიანებაზე გვერდითა მოჭრილი ტოტების ზრდა და წვრილი ღია ყავისფერი ძაფების მქონე ფესვების გამოღება მოწმობს. ამის შემდეგ პარკი შეგიძლიათ ნელ-ნელა მოხსნათ, ჯერ 2-3 საათით, შემდეგ 5 საათით და ასე თანდათანობით სრულად მოაშორეთ. ამის შემდეგ კალამი შეგიძლიათ მუდმივ ადგილას თამამად დარგოთ.
აი, ასეთი მარტივი მეთოდი კალმიდან ტუიას გაზრდას შეძლებთ. წარმატებებს გისურვებთ.