Connect with us

ჯანმრთელობა

აი, ასე მარტივად შეგიძლიათ ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა სახლის პირობებში

ფეხსაცმლის არჩევის დროს მთავარს ფაქტორს ახლა უკვე კომფორტი წარმოადგენს. 18 წლის წინ კი არასწორი ფეხსაცმლის მოდას მივდევდი და ისეთი უსიამოვნება ავიკიდე, როგორიცაა ჩაზრდილი ფრჩხილი. არაფრით არ გადავიდა, რადგან თავად ვცდილობდი პრობლემის მოგვარებას, კიდევ უფრო ღრმად ვჭრიდი. ეს ყველაზე დიდი შეცდომაა, მისი ღრმად მოჭრა არ ღირს.

საავადმყოფოში ექიმმა მითხრა, რომ ფრჩხილი უნდა მოვიშორო. ადრე რომ მცოდნოდა, რომ ახალი გაზრდილი ფრჩხილი ყოველთვის ძველზე უარესია…

მაშინ სახვევებზე ყოველდღე დავდიოდი და რიგში მდგომ პაციენტებთან საუბრისას მივხვდი, რომ არცერთი ადამიანის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, ახალი ფრჩხილი ყველას არასწორად, ირიბად ეზრდებოდა. ზოგიერთი პაციენტი უკვე მესამედ და მეოთხედ აპირებდნენ მის მოშორებს. ახლა ვხვდები, რომ ფრჩხილის მოშორება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ უკვე ძალიან დაჩირქებულია და დაინფიცირების რისკი მაღალია. ეს ჩემი შემთხვევა არ იყო.

კარგია, რომ სილამაზის სალონი, სადაც ადრე თმის შესაჭრელად დავდიოდი, ძალიან კარგი პედიკურის ოსტატი მუშაობდა, რომელსაც სამედიცინო განათლება ჰქონდა. მან ჩაზრდილი ფრჩხილის პრობლემა ქირურგზე უკეთ მოაგვარა.

ფრჩხილი გაწმინდა, დეზინფიცირება გაუკეთა და ძალიან ფრთხილად ფრჩხილის კუთხეში, სადაც ფრჩხილი კანს ეხება ტამპონი ჩადო. ის ჩემს თვალწინ გააკეთა. მან ბამბა წვრილად დაახვია და ფუტკრის პროპოლისში ამოავლო.

მისი თქმით, პროპოლისის ტამპონი ჭრილობაში არ შეხორცდება, ნერვიულობა არ ღირს, შხაპი შემეძლო მშვიდად მიმეღო, ოღონდ აბაზანა რეკომენდებული არ იყო. ტამპონის გამოსაცვლელად ყოველ მე-5 დღეს, ჯამში 3-ჯერ მასთან მივდიოდი. სხვათა შორის, შხაპის მიღების დროს ტამპონი მხოლოდ მესამე დღეს გამოვარდა, როცა უკვე ყველაფერი განიკურნა. მანამდე ხელუხლებელი იყო და პრაქტიკულად ვერც ვამჩნევდი.

კიდევ ერთი თვე სახლში თავად ვაკეთებდი, ეს რთული სულაც არაა და ძვირიც არ ღირს, რომ ფრჩხილმა სწორად ზრდა დაიწყოს. აი, უკვე წლებია მსგავსი პრობლემა არ მაწუხებს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.