ჰოროსკოპი
აგვისტოს ფენ-შუი პროგნოზი. მიწის სტიქია დაგვეხმარება
ფენ-შუის მიხედვით აგვისტო ძალიან პოზიტიური თვეა. მასში ვარსკვლავების 3 იღბლიანი კომბინაცია და 1 საშუალოდ დადებითი კომბინაცია გველის. კომბინაციები ჩრდილო-დასავლეთ, დასავლეთ, სმხრეთ აღმოსავლეთ და სამხრეთ დასავალეთ ნაწილებში გველის. ამიტომ აჯობებს ამ სექტორებთან უფრო მეტად იურთიერთოთ, თუ გსურთ რომ მიწის სტიქიამ თქვენ მხარდაჭერა გამოავლინოს.
ცი მენ დუნ ძის თვიურ პროგნოზში აგვისტო საკმაოდ მდარე ენერგიების თვედ არის მოხსენებული. შესაბამისად საქმეებიც საკმაოდ ნელა და მდარედ განვითარდებიან. ვინც მიუხედავად ყველაფრისა აქტიურად მუშაობისთვის ხართ განწყობილი ან თავისუფალ ვაკანსიებს ეძებთ, აჯობებს ყურადღება ჩრდილო-დასავლეთ სექტორზე გაამახვილოთ.
ის საქმიან აქტივობას ზრდის, გარდა ამისა, ამ სექტორში კარგია მკრნალობა და პროფილაქტიკა.
თუ ანალიტიკური სამუშაოთი, კვლევით, შემოქმედებითი საქმეებით და თვითგანვითარებით ხართ დაკავებული მაშინ დასავლეთ სექტორს მიმართეთ.
9 და 4 ვარკვლავების კომბინაცია სასიყვარულო საქმეების დამხმარეს წარმოადგენს. თუ თქვენი მეორე ნახევრის ძიებაში ხართ, მაშინ ეს კომბინაცია ლამაზი, ცოცხალი ყვავილებით გააქტიურეთ. ისინი დასავლეთ სექტორის ცენტრში, გარე პერიმეტრთან მაქსიმალურად ახლოს მოათავსეთ. ეს სექტორი კარგ განწყობას ასტიმულირებს და ბედნიერების შეგრძნებას აჩენს.
სახმრეთ – დასავლეთით, 6 და 1 ვარკვლავების კომბინაცია – ეს სისწორის, კარგის დისციპლინის და გონებისა და შემოქმდებითი ინტელექტის შერწყმაა. ეს საუკეთესო სექტორია მათთვის ვისაც კონცენტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.
რაც შეეხება ფულს, ცი მენ დუ ძის მიხედვით ის ამ თვეში სამხრეთ- დასავლეთ ნაწილში, თეთრი რვიანი სახით შეგვხვდება. ეს სამხრეთ-დასავლეთ სექტორს მატერიალური კუთხით ძალიან მიმზიდველს ხდის.
თუ ქვენი შესასვლელი კარი სამხრეთ-დასავლეთ ენერგიას იღებს, აგვისტოში ფულის შოვნის კარგი შანსები გექნებათ. თუმცა ნუ გადაიტვირთებით, რადგან ზედმეტმა აქტივობამ შეიძლება ცუდი ასახვა ჰპოვოს ჯანმრთელობაზე.
2020 წელს ეცადეთ აღმსოავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის სექტორები არ გაააქტიუროთ.
ეს ვარსკვლავები არა ერთიანად, არამედ – 7 აგვისტოდან, დროდადრო დაიწყებენ გამოჩენას.