Connect with us

სხვა

Samsung-მა ჭკვიანი კარადა შექმნა, რომელიც სამოსს დამოუკიდებლად აუთოვებს

ლას-ვეგასში ჩატარებულ, სამომხმარებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენაზე, Samsung-მა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი გამოგონება წარადგინა.

AirDresser – ეს ორთქლის კარადაა ტანსაცმლისთვის, მაგრამ მისი ფუნქციები ამით არ შემოიფარგლება. კომპანია გვპირდება, რომ ეს გამოგონება “ტანსაცმლის მოვლის მიმართ მიდგომას ბოლომდე შეცვლის”: ჭკვიანი კარადა ასუფთავებს და აახლებს ნივთებს რეცხვის საჭიროების გარეშე.

მაღალი ტემპერატურის მქონე ორთქლი უბერავს და აფრიალებს სამოსს,  ეს კი მისგან მტვრის ნაწილაკებს გამოდევნის. შემდეგ JetSteam -ის ტექნოლოგია ვირუსებს და ბაქტერიებს აშორებს.

სამსუნგი ამტკიცებს, რომ ორთქლის კარადა 4 ტიპის ვირუსების (ადენოვირუსი, კორონავირუსი, ჰერპესის ვირუსი და ინფლუენსა) 99,9%-ს ანადგურებს, 100%-ით ანადგურებს ტკიპებს, 99%-ით აქრობს სუნის გამომწვევ გაზებს (ოფლის, საჭმლის და ა.შ.) და 99% მავნე ნივთიერებებსაც აშორებს, მაგალითად – პერქლორეთილენი.

გარდა ამისა, შრობის HeatPump  ტექნოლოგია ნაზად და ფრთხილად აშრობს სამოსს – დაბალ ტემპერატურაზე. კარადა დაჭმუჭნულ სამოსსაც ასწორებს, ანუ უთოც აღარ დაგჭირდებათ!

ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ ორთქლის კარადა სამოსს გარედანაც იცავს, ამცირებს გარშემო ჰაერის ტენიანობას, შედეგად ტანსაცმელი სუფთა გაცილებით დიდხანს რჩება, ეს კი მის მოხმარების ვადას საკმაოდ ახანგრძლივებს.

ორთქლის კარადას გასუფთავების სისტემა აქვს, რომელსაც არანაირი სარეცხი საშუალება არ ესაჭიროება: ის სითბოს, ორთქლსა და ჰაერს იყენებს. კარადა თავად შეგახსენებთ თუ როდის არის საჭირო წმენდვა.

ამ კარადაზე წინასწარი შეკვეთების მირება უკვე დაიწყო. მისი ფასი დაახლოებით – 2 185$ გახლავთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.