Connect with us

ჯანმრთელობა

D ვიტამინის მიღების 6 მარტივი მეთოდი, როცა მზე არ გვყოფნის

ზაფხულში მზეზე 10-15 წუთით ყოფნა საკმარისია, რომ D ვიტამინის დღიური დოზა მიიღოთ. აი, შემოდგომაზე, ზამთარში და გაზაფხულის პირველ ნახევარში ასე ვერ გამოძვრებით: ამ ვიტამინის აუცილებელი 400-600 ME (საერთაშორისო ერთეული) რომ მიიღოთ, სხვა წყარო უნდა გამოიყენოთ. Alltime.ge გთავაზობთ მარტივ პროდუქტებს, რომელთა დახმარებით D ვიტამინის დღიურ ნორმას მიიღებთ. ასევე ძლიერი ჯანმრთელობის და ენერგიის მაღალი დონის შენარჩუნებას შეძლებთ.

სოკო

მხოლოდ 100 გრ სოკო შეიცავს საკმარის D ვიტამინს, რომ დღიური მოთხოვნილება დაიკმაყოფილოთ. ასე, რომ თქვენს კერძებს დაუმატეთ ან დამოუკიდებლად მიირთვით.

ორაგული

„ველური“ ორაგული ამ სასარგებლო ვიტამინის შემცველობით უდავო ჩემპიონია. საკმარისია, კვირაში ამ თევზის 2 ულუფა მიიღოთ, რომ „მზის“ ვიტამინის აუცილებელი დონე შეინარჩუნოთ.

პალტუსი

100 გრ პალტუსი D ვიტამინის დღიური ნორმის 250%–ს შეიცავს. ასევე, თევზი მდიდარია სასარგებლო ცხიმიანი მჟავებით, რომლებიც გულ–სისხლძარღვთა ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

კრევეტები

100 გრ კრევეტი D ვიტამინის დღიური ნორმის მესამედს შეიცავს. მთავარია, ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ სასარგებლო ზღვის პროდუქტში ზედმეტად ბევრი მარილი არ იყოს – ჭარბი ნატრიუმი გულის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

კვერცხი

ქათმის კვერცხით D ვიტამინის დღიური ნორმის სრულად მიღებას ვერ შეძლებთ, რადგან 1 კვერცხი ამ ვიტამინის მხოლოდ 4%–ს შეიცავს. თუმცა დანამატის სახით აუცილებელია. კვერცხით დილის დაწყება საუზმის ერთ–ერთი ჯანსაღი ვარიანტია.

ყველი

100 გრ ყველი D ვიტამინის დღიური ნორმის 3%–ს შეიცავს. ყველის რეგულარული მოხმარება ინსულტის რისკს ამცირებს და გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობას მხარს უჭერს.