ჯანმრთელობა
C ვიტამინის და ანტიბიოტიკების კომბინაცია სიმსივნის უჯრედებს ანადგურებს
C ვიტამინის და ანტიბიოტიკების კომბინაცია შეიძლება სიმსივნის უჯრედებთან წარმატებული ბრძოლის მთავარი გასაღები იყოს.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ თერაპია, რომელიც ანტიბიოტიკ დოქსიციკლინს და ასკორბინის მჟავას (C ვიტამინი) შეიცავს, სიმსივნის ღეროვანი უჯრედების (CSC) წინააღმდეგ 100-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე 2-DG – მოლეკულა, რომელიც ამ დროისთვის ანტისიმსივნური საშუალების სახით კლინიკურ კვლევებს გადის.
მაიკლ ლისანტმა, კვლევის თანაავტორმა და პროფესორმა სოლფორდის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო კვლევითი ცენტრიდან, კოლეგებთან ერთად კვლევის შედეგები ჟურნალ Oncotarget-ში გამოაქვეყნა.
ღეროვანი უჯრედები არის უჯრედები, რომელთაც სხვა ტიპის უჯრედებად გარდაქმნა შეუძლიათ. კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთი სიმსივნის უჯრედი ღეროვანი უჯრედის მსგავსად მოქმედებს, ისინი სიმსივნეს ქმნიან და მხარს უჭერენ.
ითვლება, რომ სიმსივნის ღეროვანი უჯრედები (CSC) სიმსივნის ზრდის, გავრცელების და რეციდივის მთავარი ფაქტორია. ასევე უჯრედები სიმსივნის თერაპიის წინააღმდეგობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სწორედ ამიტომ, ახალი თერაპიული მეთოდი სიმსივნის ღეროვანი უჯრედების გამოსავლენად და გასანადგურებლად აუცილებელია.
ახლა კვლევაში მეცნიერებმა შესაძლოა ამის გაკეთების მეთოდი იპოვეს.
„მეორე დარტყმა“ CSC-ს გასანადგურებლად
ამ წლის დასაწყისში Medical News Today-მ პროფესორი ლისანტის და მისი გუნდის კვლევის შესახებ გამოაქვეყნა, სადაც მათ აჩვენეს, თუ როგორ შეუძლია C ვიტამინს CSC-ს განადგურება.
ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ C ვიტამინში CSC-ს განადგურების თვისება შეიძლება ანტიბიოტიკების დახმარებით გაიზარდოს.
შედეგის მისაღწევად მკვლევარებმა დოქსიციკლინი გამოიყენეს – ანტიბიოტიკი, რომელიც აკნეს, პნევმონიის და სხვა ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება.
მეცნიერები განმარტავენ, რომ ანტიბიოტიკი „მეტაბოლურ მოქნილობას“ იწვევს, ანუ უჯრედებს გადარჩენის მიზნით ენერგიის წყაროს შეცვლაში ხელს უშლის. შედეგად, უჯრედებს ენერგიის წყაროდ მხოლოდ გლუკოზა რჩებათ.
დოქსიციკლინის C ვიტამინის დოზასთან კომბინაციაში გამოყენებაზე დაკვირვების შემდეგ მკვლევარებმა სიმსივნის ღეროვანი უჯრედებიდან გლუკოზის მოშორებაც შეძლეს. „მეორე დარტყმა“, რომელიც უჯრედებს ეფექტურად ანადგურებს.
ამ შემთხვევაში C ვიტამინი მოქმედებს, როგორც გლიკოლიზის ინჰიბიტორი, რომელიც მიტოქონდრიაში ენერგიის წარმოებას სტიმულირებს.
ახალი თერაპია თითქმის 100-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე 2-DG
მკვლევარებს გუნდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მხოლოდ C ვიტამინი CSC-ს გასანადგურებლად 10-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე 2-DG. თუმცა დოქსიციკლინის დამატებით თერაპია თითქმის 100-ჯერ უფრო ეფექტური გახდა.
უფრო მეტიც, მკვლევარებმა კიდევ 8 ნაერთი განსაზღვრეს, რომელიც CSC-ს გასანადგურებლად დოქსიციკლინის შემდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნას.
ახალი კვლევა ადასტურებს, რომ C ვიტამინი და სხვა არატოქსიკური ნაერთები სიმსივნესთან ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ თერაპიის მასობრივად გამოყენებამდე კლინიკური გამოცდების ჩატარებაა საჭირო. თუმცა უკვე ახლა ცხადია, რომ მეთოდი პერსპექტიულია, როგორც ტრადიციული მკურნალობის მეთოდის დამატებითი საშუალება სიმსივნის რეციდივის, დაავადების შემდგომი პროგრესის და მეტასტაზების გამოვლენის საწინააღმდეგოდ.