Connect with us

ჯანმრთელობა

B9 ვიტამინი (ფოლიუმის მჟავა) – თქვენი კარგი განწყობის გარანტია

B9 ვიტამინი (ფოლიუმის მჟავა) გასაოცარ სასარგებლო თვისებებს ფლობს. ზოგიერთი მეცნიერი მას „კარგი განწყობის“ ვიტამინს უწოდებს!

„ბედნიერების“ ჰორმონის საწარმოებლად და კარგი განწყობის უზრუნველსაყოფად სწორედ ფოლიუმის მჟავა გვჭირდება.B9 ვიტამინი ჰემოგლობინის სინთეზისთვის ნახშირბადის მიწოდებას უზრუნველყოფს.

კიდევ რით არის სასარგებლო ფოლიუმის მჟავა?

B9 ვიტამინი უჯრედების დაყოფაზე, ყველა ქსოვილის ზრდასა და განვითარებაზე გავლენას ახდენს, იმუნურ სისტემას არეგულირებს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სწორად მუშაობას ხელს უწყობს. ადამიანის ორგანიზმს ფოლიუმის მჟავა ამინომჟავების, ფერმენტების, რიბონუკლეინების და დეოქსირიბონუკლეინების ჯაჭვების სინთეზისთვის სჭირდება.

ფოლიუმის მჟავა ჰემოპოეტურ სისტემაზე და ლეიკოციტების (ადამიანის იმუნური სისტემის მთავარი „დამცველი“) მუშაობაზე სასარგებლო გავლენას ახდენს. B9 ვიტამინი ღვიძლის და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს.

გარდა ამისა, ფოლიუმის მჟავა ნერვულ სისტემაში უჯრედებს შორის იმპულსების გადაცემას უზრუნველყოფს, ნერვულ სისტემაში აგზნების და დაყოვნების პროცესებს არეგულირებს, სტრესული სიტუაციების შედეგებს ასუსტებს.

B9 ვიტამინის დეფიციტი

ორგანიზმში ფოლიუმის მჟავის დეფიციტის ნიშნებია:

  • დეპრესია
  • უმიზეზო შფოთვა
  • შიშის შეგრძნება
  • გაფანტულობა
  • მეხსიერების დაქვეითება
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა
  • ზრდის შეფერხება
  • პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება
  • ანემია
  • ენა უჩვეულო წითელ ფერს იღებს
  • ნაადრევი ჭაღარა
Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.