ჯანმრთელობა
პროგრესული ექიმი ევვდოკიმენკო: აი, როგორ მიხვდეთ, თუ რა გაკლიათ. ვიტამინების ნაკლებობის განსაზღვრა ძალიან მარტივია
ნაცნობია თქვენთვის სიტუაცია, როცა არაფრის გაკეთების სურვილი არ გაქვთ, ძალა არ გყოფნით და მოულოდნელად სიზარმაცე გიპყრობთ? ძალიან ხშირად ასეთი გრძნობა გვაქვს დილით, ხოლო საღამოს, როცა უკვე დაბნელებას იწყებს, პირიქით – ენერგიის მომატებას და რაღაცის გაკეთების სურვილს გრძნობთ. ეს ვიტამინების ნაკლებობაა თუ დაავადების ნიშნები?
როგორ მივხვდეთ, ვიტამინები გვაკლია თუ არა და რომელი მათგანი უნდა მივიღოთ? ამ საკითხში პავლე ევდოკიმენკო – პრაქტიკოსი ექიმი-რევმატოლოგი, რუსეთის სამედიცინო ტექნიკური მეცნიერების აკადემიის პროფესორი, გაგარკვევთ.
ვიტამინების ნაკლებობა ორგანიზმში
„ცხადია, ვიტამინების დეფიციტი რომ განსაზღვროთ, სისხლის ანალიზი უნდა ჩააბაროთ. ამ ანალიზებს სხვადასხვა ლაბორატორიაში აკეთებენ, მაგრამ ვიტამინების მთელი ჯგუფის შემოწმება საკმაოდ ძვირი ღირს“ – განმარტვას პავლე.
ამასთან ანალიზი სიზუსტის გარანტიას არ იძლევა: ჩვეულებრივ თითიდან სისხლის ანალიზის (კლინიკური ანალიზი) გაკეთების დროს შეცდომებს უშვებენ და სხვადასხვა ლაბორატორიების მიერ ჩატარებულმა ანალიზმა შეიძლება სხვადასხვა მაჩვენებელი აჩვენოს. სწორედ ამიტომ უნდა გახსოვდეთ, ვიტამინებზე ანალიზის გაკეთება ბევრად უფრო რთულია.
ექიმი ევდოკიმენტო ირწმუნება, რომ ზოგიერთი ნიშნის მიხედვით შეგიძლიათ თავად მიხვდეთ, თუ ორგანიზმს რომელი ვიტამინი აკლია.
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ არსებობს ადამიანების ზოგიერთი კატეგორია, რომელთაც ხშირად B ჯგუფის ვიტამინის დეფიციტი აწუხებთ.
ადამიანების კატეგორია, რომელთაც ჰიპოვიტამინოზი აწუხებთ
1.ვეგეტარიანელები
2.ადამიანები, რომლებიც ალკოჰოლს მოიხმარენ
3.ხანდაზმული ადამიანები
4.ადამიანები, რომელთაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნერვული დაძაბულობა აწუხებთ
5.ადამიანები, რომლებიც რთული ფიზიკური და ინტელექტუალური სამუშაოთი არიან დაკავებულნი.
6.ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ერთსა და იმავე მიირთმევენ, მთელი დღე მხოლოდ მაკარონს ან კარტოფილს მიირთმევენ.
7.დიაბეტიკები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში დიაბეტის მედიკამენტს ღებულობენ.
ვიტამინების ნაკლებობა ადამიანების უმეტესობას აწუხებს. ვიტამინების ნაკლებობის განსაზღვრა ბევრი ნიშნით არის შესაძლებელი.
ვიტამინების დეფიციტის ნიშნები
1.ყურადღება მიაქციეთ ენას: თუ მას წითელი ან იისფერი შეფერილობა აქვს, ეს B1 ვიტამინის ნაკლებობაზე საუბრობს.
2.თუ ენა გლუვია, თითქოსდა გაპრიალებული, ამასთან წვის და ჩხვლეტის შეგრძნება გაქვთ, ეს შეიძლება B12 ვიტამინის ნაკლებობაზე მიგანიშნებდეთ. ამაზე მეტყველებს ჩხვლეტა, სისუსტე, ფეხებში „ბურძგვლის“ შეგრძნება.
3.ფეხების შეშუპება, სებორეას გამოვლენა, პირის ღრუში ბზარები და ნახეთქები B2 და B6 ვიტამინების ნაკლებობაზე მიუთითებს.
4.ქუსლებში წვის შეგრძნება B3 ვიტამინის ნაკლებობას გულისხმობს.
5.ღრძილებიდან სისხლდენა მყარი საკვების ჩაკბეჩისას, კბილების გაწმენდის, გაშიშვლებული კბილის ფესვები – C და P ვიტამინების ნაკლებობაა.
6.მყესის კუნთების ტკივილი, ფეხის მგრძნობელობის შესუსტება სითბოს, სიცივის ან ტკივილის მიმართ შეიძლება B1 ვიტამინის ნაკლებობაზე მიუთითებს.
7.A ვიტამინის ნაკლებობის დროს ფრჩხილები მტვრევადი ხდება, მასზე თეთრი ლაქები ჩნდება. მხედველობა მკვეთრად უარესდება. ე.წ. „ქათმის სიბრმავე“, როცა ადამიანი კარგი განათების პირობებში კარგად ხედავს, ხოლო სიბნელეში მხედველობა ქვეითდება. მხედველობის გაუარესება და კანის აქერცვლა შეიძლება A ვიტამინის სიჭარბემაც გამოიწვიოს.
8.ცხიმიანი და ზეთოვანი კანი B2, B6 და PP ვიტამინების ნაკლებობას ნიშნავს.
9.ჰემოგლობინის შემცირება (ანემია), ნაწლავების პრობლემები (დიარეა, მუცლის ბუყბუყი) B12 ვიტამინის და ფოლიუმის მჟავის დეფიციტით არის გამოწვეული. ფოლიუმის მჟავის მიღების დროს ფრთხილად უნდა იყოთ. რეკომენდებული არაა მისი მიღება მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა ასეა მოდაში. ამის გამო ანტივირუსული და ანტიონკოლოგიური იმუნიტეტი სუსტდება.
10.სიმშრალე და ფრჩხილების მტვრევადობა A და D ვიტამინების ნაკლებობაზე მიგვითითებს. სქესობრივი ინტერესის შემცირება და უნაყოფობის განვითარება E ვიტამინის ნაკლებობით არის გამოწვეული.
ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ არასპეციფიკურ ნიშნებს, რომლებიც B ჯგუფის ნაკლებობაზე მიგვითითებს: სისუსტე, გაღიზიანება, სიფიცხე, გაზრდილი ოფლიანობა. ისინი ასევე სტრესის, გადაღლილობის და უძილობის ნიშნები შეიძლება იყოს.
„ერთი შემთხვევა მახსენდება, ჩემთან ერთი პაციენტი მოიყვანეს, რომელსაც მაღალი სიფიცხე აღენიშნებოდა და უკვე ფსიქიკურ დაავადებაზეც საუბრობდნენ. გამოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ მას სისხლში B ჯგუფის ვიტამინები აკლდა. მას შემდეგ, რაც ამ ვიტამინების შემცველი მედიკამენტები დავუნიშნე, სიფიცხე რამდენიმე დღეში ჩაცხრა. აქვე მინდა დავამატო, რომ სანამ ადამიანს ფსიქიატრიულში გაუშვებთ, დარწმუნდით, რომ ის საკმარისი რაოდენობის ვიტამინს ღებულობს და მისი ნაკლებობა არ აწუხებს“. – ამბობს ექიმი.
თუ ვიტამინის ნაკლებობა უკვე განსაზღვრეთ, მაშინ ცხადი კითხვა ჩნდება: „რომელი ვიტამინები უნდა მივიღოთ? მზა სინთეტიკური თუ უმჯობესია საკვები სახით?
ბევრი თანამედროვე ვიტამინი ნატურალური პროდუქტებისგან მზადდება და მათი ქიმიური ფორმულა არაფრით გამოირჩევა. თუ ადამიანს ტაბლეტის სახით ვიტამინების მიღებაზე ალერგია აქვს, უმჯობესია B ჯგუფის ვიტამინები ქატოს, ლუდის საფუარის ან ჭეოსგან მიიღოთ.
ბევრი შიშობს, რომ B ჯგუფის ყველა ვიტამინის ერთად მიღება არ შეიძლება, რადგან ისინი ერთმანეთს არ ეთავსებიან. მაგრამ ეს ასე არაა. ჩვენი ორგანიზმი ბუნებრივი წყაროებიდან მათ ერთდროულად ათვისებას მიჩვეულია. თუმცა იდეალური იქნება, თუ ცალ-ცალკე მიიღებთ ცხიმიან ხსნადებთან ერთად, როგორიცაა A,D,E ვიტამინები.
ექსპერტების აზრით, ვიტამინების მიღების კურსი 1-2 თვეს არ უნდა აჭარბებდეს, შესვენება 3-6 თვე უნდა იყოს. სასურველია ეს სეზონურად გააკეთოთ. შემოდგომის დასაწყისში, როცა ბოსტნეულიდან და ხილიდან საკმარისი ვიტამინები უკვე მივიღეთ, ვიტამინების ტაბლეტების სახით მიღება აუცილებელი არაა. ხოლო ზამთრის ბოლოს და ადრეულ გაზაფხულზე მისი მიღება სასარგებლოა, რადგან ამ დროს ორგანიზმი საჭირო ვიტამინების დეფიციტს განიცდის.
ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავების შესახებ ექიმის მოსაზრება ბუნდოვანია: „ერთი მხრივ, ეს ნივთიერებები საკმაოდ სასარგებლოა. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ომეგა 3 და ომეგა 6-ის გარშემო გადაჭარბებული ალიაქოთი არის ატეხილი. როცა რეკლამაში ამბობენ, რომ ამ ცხიმოვან მჟავებს აბსოლუტურად ყველა დაავადების განკურნება შეუძლია, ეს უკვე გაზვიადებაა.
მას მკაცრად სამედიცინო მიზნით ნიშნავენ, მაგ., ტვინის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაუმჯობესებლად, სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად. ასევე ომეგა 3 და ომეგა 6 სტრესთან და დეპრესიასთან ბრძოლაში გვეხმარება. სამკურნალო მიზნით 1-2 თვე უნდა მიიღოთ და დოზირება არ უნდა გადააჭარბოთ. გადაჭარბებულმა დოზამ შეიძლება გვერდითი მოვლენა საკვების მონელების აშლილობა გამოიწვიოს.
ექიმი თევზის ცხიმის ან ზეთის ბოთლიდან მიღებას არ გირჩევთ, რადგან ომეგა 3 ჰაერთან მოხვედრისას სწრაფად მჟავდება. უმჯობესია თუ კაფსულის სახით მიიღებთ.
და ბოლოს:
„ძვირფასო მეგობრებო, მინდა ხაზი გავუსვა: დიახ, ვიტამინები სასარგებლო და ორგანიზმისთვის აუცილებელია. მაგრამ ვიტამინები ზომიერად და დროის გარკვეულ პერიოდში უნდა მიიღოთ. ძალიან არ უნდა გაგიტაცოთ!“.