Connect with us

კულინარია

10 შეცდომა ქათმის მომზადებისას, რომლებსაც ადამიანთა 90% უშვებს

ხორცის ყველა იმ სახეობას შორის, რომელთანაც კლასიკური კულინარიული ტრადიცია მუშაობს, ყველაზე ნაკლებ პრობლემას სწორედ ქათმის შემთხვევაში ვაწყდებით. თუმცა, ზოგიერთი მაინც ახერხებს მის არასწორად მომზადებას.

თანაც იმდენად, რომ ჩვეულებრივი მოთუშვაც კი ორ წამში გადაიქცევა ინფექციებისა და კვებითი მოწამლვის წყაროდ. ეს უარეს შემთხვევაში. ხოლო საუკეთესო შემთხვევაში, უბრალოდ არ გამოვა გემრიელი კერძი.

სწორედ ამიტომ, ახლა მოგიყვებით ყველაზე გავრცელებულ შეცდომებზე, რომლებსაც ქათმის მომზადების დროს უშვებთ.

1. ძალიან დიდხანს ლღობა

გაყინული ქათამი, რომელსაც დილით მაგიდაზე ტოვებთ, საღამოს ინფექციის პოტენციურ წყაროდ იქცევა. ოთახის ტემპერატურაზე, თანაც ასეთ სუბსტრატზე, ბაქტერიები განსაკუთრებით აქტიურად მრავლდებიან.

ამიტომ, უბრალოდ გადადეთ გაყინული ქათამი საყინულედან მაცივარში – იქ ის უპრობლემოდ და რისკის გარეშე გალღვება.

2. მაცივრიდან გამოღებისთანავე მომზადება

სამწუხაროდ, ესეც არაა მისაღები ვარიანტი. უკვე გალღობილი ქათამიც კი უნდა გააჩეროთ 20 წუთით მოსამზადებლად. მხოლოდ ეს მისცემს ხორცს თანაბრად გაცხელებისა და წვენის შენარჩუნების საშუალებას.

3. კანის წინასწარ მოშორება

მართალია, კანი ცხიმიანია, თუმცა მის გარეშე ქათმის ხორცი მეტისმეტად მშრალი და უგემური იქნება. ამიტომ, თუ კანის გაცლა გსურთ, გააკეთეთ ეს მომზადების შემდეგ.

ეს, ასევე, ეხება ძვლებს თუშვის დროს. მართალია, ისინი გამოუსადეგარია, თუმცა ხორცს ეხმარება უფრო თანაბრად გამოცხობაში.

4. ქათმის რეცხვა

გავრცელებული შეცდომა. ქათამი მხოლოდ იმისთვის უნდა გარეცხოთ, რომ ლორწო გააცალოთ – ასეთი პროცედურით ბაქტერიებს ვერ მოაცილებთ. პირიქით, მათ მთელი სამზარეულოს ზედაპირსა და თქვენს ტანსაცმელზეც გაავრცელებთ.

5. თერმომეტრის გარეშე მზადება

რა თქმა უნდა, ზოგიერთი თვალით ახერხებს იმის განსაზღვრავს, რომ ქათამი მზადაა – მაინც, კულინარიაში გამოცდილება უკიდურესად მნიშვნელოვანია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში უმჯობესია კულინარიული თერმომეტრის გამოყენება. თუ ქათამში ტემპერატურა 70-80 გრადუსზეა, თამამად შეგიძლიათ კერძის მირთმევა.

6. ქათმისთვის მცირე ადგილის დათმობა

საუბარია ქათმის მთელი ტანის გამოცხობაზე. მას საკმაოდ დიდი ადგილი სჭირდება წვენის ნორმალურად გაღებისა და თანაბრად გამოცხობისთვის. მას ხშირად ათავსებენ მცირე ზომის ქვაბშიც კი.  ეს ეხება ძალიან დიდი რაოდენობით დამატებით პროდუქტს ტაფაზე, ქათმის ცალკეული ნაჭრების შეწვის დროს.

7. სუფრაზე გატანა მომზადებისთანავე

მზა ქათამსაც კი სჭირდება ცოტა ხნით გაჩერება. ყველაფერი რომ წვენით გაიჟღინთოს, დროა საჭირო. როგორც წესი, 5 წუთი საკმარისია, ამასთან, ეს ფრინველის ნებისმიერ სახეობას ეხება.

8. ფრინველის არასწორად მოთავსება

ბევრი არ აქცევს ყურადღებას იმას, თუ როგორ უნდა იდოს საცხობზე ფრინველი: მკერდით ზემოთ თუ ქვემოთ. ამასთან, ამ მცირე დეტალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს კერძის საბოლოო გემოსთვის. მკერდი აუცილებლად ქვემოთ უნდა იყოს, რათა კარგად გაიჟღინთოს წვენით და არ გამოშრეს იგი.

9. შიგთავსის გადაყრა

ქათმიდან ნებისმიერი შიგთავსის ამოჭრა და გადაყრა, შეფ-მზარეულ მაკჰიუს აზრით, უპატიებელი შეცდომაა, რადგან ყველა ამ ნაწილს უფრო საინტერესო გამოყენებაც შეგვიძლია მოვუძებნოთ.

-“მე მომწონს კუჭის, ღვიძლის, კისრისა და ფრთების ნაწილების დამატება ქათმის გვერდით დალაგებულ ბოსტნეულებთან, – ამბობს მაკჰიუ, – მათგან შესანიშნავი დასაყოლებლები გამოდის, რომლითაც სტუმრები ქათმის გაგრილებამდე დაკავდებიან.

10. მეტისმეტი სანელებელი

მაკჰიუ ამბობს, რომ სწორად გაზრდილი ქათამი სავსე უნდა იყოს თავისი ბუნებრივი არომატით. თუ სწორედ ასეთ პროდუქტს იღებთ, მაშინ მას ძალიან მცირე რაოდენობით მარილი, პილპილი და სხვა სანელებლები სჭირდება დამატებითი გემოსთვის.

ამასთან, ქათამი უნდა შეაზავოთ როგორც გარედან, ისე შიგნიდანაც. ეს მაქსიმალურ გემოს მიანიჭებს მას.

თქვენ რომელ შეცდომას უშვებდით აქამდე?