თავის მოვლა
ამ კოსმეტიკურ საშუალებებს მთელი ცხოვრება არასწორად ვიყენებდი
არსებობენ ქალები, რომლებიც ძალიან ბევრს ფულს ხარჯავენ სახის მოსავლელი კოსმეტიკური საშუალებების შესაძენად, მაგრამ სასურველი ეფექტის მიღებას ვერ ახერხებენ. უბრალოდ იმიტომ, რომ მათ არასწორად იყენებენ.
პროფესიონალური კოსმეტიკური საშუალებაც კი კანის მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს, თუ მას არასწორად ან არასწორი თანმიმდევრობით წაისვამთ.
ბევრს ავიწყდება, რომ კანის და კისრის საბაზო მოვლა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: გაწმენდა, ტონირება, დატენიანება, კვება და დაცვა.
მაგალითად, თუ ბინძურ სახეზე სასარგებლო ქოქოსის ზეთს წაისვამთ, ასე ფორებს დაახშობთ ან ლიპიდურ ზედაპირს დააზიანებთ. გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს, რომელთაც ქალები თავის მოვლის დროს უშვებენ.
კოსმეტიკური საშუალებები სახისთვის
1. მაკიაჟის მოსაშორებლად სველი ქაღალდის ხელსახოცის ყოველდღიურად გამოყენება არ შეიძლება. ის კანს ღრმად არ წმენდს. სველი ხელსახოცი მოგზაურისთვის საგზაო ვარიანტია და მიცერალური წყლის გარეშე მაკიაჟის მოსაშორებლად არის განკუთვნილი.
მაკიაჟის ნარჩენები შეიძლება ბაქტერიების გამავრცელებელი სივრცე ან ანთების მიზეზი გახდეს. ამასთან, ხელსახოცი ხშირად უხეში ქსოვილისგან არის დამზადებული, რომელიც კანს აშრობს, წელავს და აღიზიანებს.
2. სპონჟის წინასწარ დასველების გარეშე ტონალური კრემის სახეზე წასმა რეკომენდებული არაა. პირველ რიგში, მშრალი სპონჟი ბევრ ტონალურ კრემს თავად იწოვს და სახეზე თანაბრად არ ანაწილებს. მეორე მხრივ, ყველაზე რბილი სპონჟიც კი კანს აზიანებს.
3. სახის მხოლოდ საღამოთი გაწმენდა კიდევ ერთი შეცდომაა. ზოგიერთი ქალი ფიქრობს, რომ ღამით სახე არ ბინძურდება და იმწამსვე მაკიაჟს იკეთებს.
კანს ცხიმის, მკვდარი უჯრედების, ოფლის და მასში შემავალი ტოქსიკური ნივთიერებებისგან გაწმენდა დილა-საღამოს სჭირდება. სწორედ ამიტომ, სახის დასაბანი გელი ან ქაფი ყოველთვის გამოიყენეთ.
4. სპირტიანი ლოსიონი სახეს აშრობს. ლოსიონი ან ტონიკი ტუტე გამწმენდი საშუალების გამოყენების შემდეგ PH ბალანსის დონის აღსადგენად არის განკუთვნილი. ის კანს უნდა ატენიანებდეს და არ აშრობდეს. თუ უსპირტო ლოსიონის შერჩევას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ ვარდის წყალი ან მწვანე ჩაი გამოიყენოთ.
5. ეტიკეტზე არსებული წარწერის მიუხედავად, მიცერალური წყალი უნდა ჩამოიბანოთ. მის შემადგენლობაში შედის ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები (მიცერალები), რომელთა მიერ შეგროვებული ჭუჭყი კანზე რჩება, თუ მათ არ ჩამოიბანთ.
მიცერალური წყალი მკვებავი ან დამატენიანებელი საშუალება არაა, რომელსაც ჩამობანა არ სჭირდება. ის რბილი და ნაზი დემაკიაჟის საშუალებაა.
6. ნიღბის მთელი ღამით გაჩერება არ შეიძლება. ასევე ქსოვილის ნიღბის ბოლომდე გაშრობას არ უნდა დაელოდოთ, სანამ კანი დაჭიმვას არ დაიწყებს. თიხის ნიღბები სქელ ფენად წაისვით, რომ ტენი ნელ-ნელა აორთქლდეს და მოიშორეთ, სანამ ჯერ კიდევ წებოვანია.
დიდი ხნით გაჩერებული ნიღაბი კანიდან ტენის შეწოვას დაიწყებს იმის ნაცვლად, რომ კანი დაატენიანოს ან გამოკვებოს.
7. კონსილერი და კორექტორი სხვადასხვა ნივთებია. პირველი მხოლოდ თვალის ირგვლივ კანისთვის არის განკუთვნილი, მეორე კი მთელი სახისთვის. კონსილერის და კორექტორის გამოყენების წინ კანი კარგად უნდა დაატენიანოთ. სახეზე წრიული მოძრაობით ერთ ფენად უნდა წაისვათ.
8. შრატი, ესენცია, ემულსია – დამოუკიდებელი საშუალებები არ არის. სახის წინასწარ გაწმენდის გარეშე მათი გამოყენება არ შეიძლება. კანი სუფთა და ტონირებული უნდა იყოს.
შრატის, ესენციის ან ემულსიის ან ყველას ერთად გამოყენების შემდეგ კრემი წაისვით, თუ პროცედურა დილით ტარდება. და ამით გაჩერდით, თუ პროცედურას საღამოს ატარებთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.