ჯანმრთელობა
ხახვი სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად! უკვე რამდენიმე წელია შაქრის დონე ნორმაშია, თავს კი არაჩვეულებრივად ვგრძნობ
წელს 75 წელი შემისრულდა და რა თქმა უნდა, მაწუხებს წნევა და სისხლში შაქრის მაღალი დონე. დიეტის დაცვა და შაქრის დონის შესამცირებლად ერთი კარგი რეცეპტის გამოყენება დავიწყე! ყველაფერი გამოვიდა და მსურს რეცეპტი თქვენც გაგიზიაროთ.
3 კგ მსხვილი ხახვი აიღეთ. 10 თანაბარ ნაწილად გაყავით. დილით 1 ნაწილი გაასუფთავეთ და დაჭერით, პატარა ზომის ემალის ქვაბში ჩაყარეთ და 250 მლ მდუღარე წყალი დაასხით. 8-10 წუთით ადუღეთ.
შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ. ხახვი გადააგდეთ, ხოლო სითხე 3 ნაწილად გაყავით და დღეში 3-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ. ასე, ზედიზედ 10 დღის განმავლობაში გააგრძელეთ.
6 თვის შემდეგ კურსი გაიმეორეთ.
ხახვი 7 უსიამოვნების საწინააღმდეგოდ
ხახვი ადვილად ათვისებადი ნახშირწყლებით არის მდიდარი, რომელთა შორის გვხვდება გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზი და სხვა, B, PP, E ვიტამინები და კაროტინი.
ხახვი შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს: რკინა, ნატრიუმი, კალიუმი, კობალტი, ფოსფორი, კალციუმი, სპილენძი, თუთია, მანგანუმი, ასევე ორგანული მჟავები: ვაშლის და ლიმონის, ეთერზეთები და ფიტონციდები.
ხახვის მკვებავი ღირებულება ყველასთვის ცნობილია. ხახვი ეფექტური ანტისკლეროზული საშუალებაა, შაქრის შემცველობას ამცირებს, ნაღვლმდენი მოქმედება აქვს, კუჭის სეკრეციას სტიმულირებს, სპერმის განვითარებას ხელს უწყობს და სქესობრივ პოტენციას ზრდის.
ხახვი პროსტატული ჰიპერტროფიის დროს შესანიშნავად დაგეხმარებათ.
ხახვი საკვების გემოს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს, მას ვიტამინებით და მინერალური ნივთიერებებით ამდიდრებს, მადას აუმჯობესებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედებას სტიმულირებს, მსუბუქი საფაღარათო მოქმედება აქვს და საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას აძლიერებს.
ხახვის ეთერზეთს ლორწოვან გარსზე გამაღიზიანებელი ეფექტი აქვს. მისი გამოყენება გასტრიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თირკმლებისა და ღვიძლის დაავადებების დროს უკუჩვენებულია.
ხახვის ფიტონციდები ინფექციური დაავადებების გამომწვევ ცნობილ ბაქტერიებს ანადგურებენ.
ხახვი ჩირქოვანი ჭრილობის, კანის დამწვრობის, მასტიტის, ოსტეომიელიტის, სტომატიტის, ტროფიკული წყლულების, ზედა სასუნთქი გზებისა და ფილტვების დაავადების სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება.
ხახვი სასარგებლოა გრიპის დროს, რადგან ბაქტერიულ გართულებებს ხელს უშლის.
ასევე აღსანიშნავია, რომ ხახვი ორგანიზმის იმუნიტეტს ზრდის, ანგინის და სურდოს დროს დაგეხმარებათ, ათეროსკლეროზის და ჰიპერტონიის განვითარებას აფერხებს.
გამოყენება
ხალხურ მედიცინაში ნედლი, მოხარშული, გამომცხვარი, გამომშრალი ხახვი, ახალი ფოთლები, ზედა ნაწილი და თესლი წვენის, ფაფის, ნახარშის და ნაყენის სახით გამოიყენება.
ახალი ხახვი რეკომენდებულია შიგნით მიიღოთ. დაიწყეთ 10 გრ-ით და ნელ-ნელა მისი რაოდენობა ნახევარ თავამდე გაზარდეთ ანგინის,ზედა სასუნთქი გზების კატარის, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზის, კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობის, ყაბზობის, პროსტატის და ჭიების დროს.
ხახვი ათეროსკლეროზის და ჰიპერტონიის დროს სასარგებლოა, რადგან სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს. მწვავე დაავადების დროს დღეში 2-ჯერ, ქრონიკული დაავადების დროს დღეში ერთხელ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე მიიღეთ.
ამ შემთხვევაში მადა გაუმჯობესდება, ცალკეული საჭმლის მომნელებელი წვენი გააქტიურდება, რაც საჭმლის მონელებას ხელს უწყობს, მსუბუქი საფაღარათო მოქმედება აქვს და სისხლში შაქრის დონეს მნიშვნელოვნად ამცირებს. შედეგად შაქრიანი დიაბეტს დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ.
რიგი დაავადებების დროს, როცა ნედლი ხახვის გამოყენება რეკომენდებული არაა, შეგიძლიათ მოხარშული, გამომცხვარი ან გამომშრალი ხახვი გამოიყენოთ, რადგან მასში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ბევრია, ხოლო ეთერზეთების რაოდენობა, რომლებიც გაღიზიანებას იწვევენ, შემცირებულია.
გამომცხვარი და გამომშრალი ხახვი განსაკუთრებით სასარგებლოა გულის იშემიური დაავადების, გულის რითმის დარღვევის, ჰიპერტონიული დაავადების, ტუბერკულოზის, პანკრეატიტის, გასტრიტის, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის, ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების, ანემიის, კოლიტის, იმპოტენციის, ჰიპოსმერმიის, ყაბზობის, ქავილიანი დერმატიტის, ჩირქგროვის, კანის ანთების და სხვა დაავადების დროს.
ამ მიზნით ორთქლზე მოხარშული, გამომცხვარი ან გამომშრალი ხახვი შიგნით 50-100 გრ დღეში 1-2-ჯერ ჭამამდე 15 წუთით ადრე მიიღეთ. მკურნალობის კურსი – 2-3 კვირა. 10 დღეში კურსი გაიმეორეთ.
კანის დაავადების დროს მდგომარეობის სირთულის მიხედვით მოხარშული ან გამომცხვარი ხახვის საფენები დღეში 1-4-ჯერ გაიკეთეთ.
ჩირქგროვის დროს ხახვი გამოაცხვეთ, შუაზე გაჭერით, ერთი ცხელი ნაწილი ჩირგროვას დაადეთ და შეახვიეთ. ყოველ 4-5 საათში სახვევი გამოცვალეთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.