Connect with us

საკითხავი

20 არაჩვეულებრივი მეთოდი მოსადუნებლად და ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად. ალცჰეიმერი ვერც კი მოგიახლოვდებათ

არტთერაპია ფსიქოლოგიის და შემოქმედების კომბინაციას წარმოადგენს. სიტყვა „თერაპიას“ ტყუილად არ შეიცავს, რადგან შემოქმედება ადამიანს ამშვიდებს, უაზრო ფიქრებს განდევნის, მოდუნებას ხელს უწყობს და ამავდროულად კოორდინაციას, ძალების აღდგენას და ახალი რესურსების დანახვის საშუალებას იძლევა.

არტთერაპიის მეთოდი პირველად გამოიყენა მხატვარმა ადრიანო ჰილიმ 1938 წელს სანატორიუმში ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებთან მუშაობის აღსაწერად გამოიყენა. ეს მეთოდი აშშ-ში გამოიყენეს ბავშვებთან მუშაობის დროს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური ბანაკებიდან გამოიყვანეს.

ახლა არტთერაპიას ფსიქოთერაპიაში ფართოდ გამოიყენებენ, რომ შინაგანი შეზღუდვები მოხსნან, ემოციური მდგომარეობა დაარეგულირონ და ტვინის მუშაობა გააუმჯობესონ. დღეს გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ არტთერაპია ყოველდღიურ ცხოვრებაში.

არტთერაპიის მეთოდები

1. თუ დაიღალეთ – ყვავილები დახატეთ.

2. თუ ძალიან გაბრაზებული ხართ – ხაზები დახატეთ.

3. თუ სული გტკივათ – ძერწვას შეუდექით.

4. თუ მოწყენილი ხართ – ქაღალდი სხვადასხვა ფერადი საღებავებით შეღებეთ.

5. თუ შიშს განიცდით – მაკრამე დაბწენით.

6. თუ აღშფოთებული ხართ – ქაღალდი ნაკუწებად აქციეთ.

7. თუ განიცდით – ორიგამის ფიგურები გააკეთეთ.

8. თუ მოდუნება გსურთ – გამოსახულებები დახატეთ.

9. თუ რაღაცის გახსენება გსურთ – ლაბირინთი დახატეთ.

10. თუ სასოწარკვეთილი ხართ – გზა და ბილიკები დახატეთ.

11. თუ რაღაცის გაგება გსურთ – მანდალა დახატეთ.

12. თუ ძალების აღდგენა გსურთ – პეიზაჟები დახატეთ.

13. თუ ფიქრების დალაგება გსურთ – კვადრატები დახატეთ.

14. თუ საკუთარ გრძნობებში გარკვევა გსურთ – ავტოპორტრეტი დახატეთ.

15. თუ პრობლემის გადაჭრა გსურთ – ტალღები და რგოლები დახატეთ.

16. თუ ჩიხში ხართ და მოძრაობის გაგრძელება გსურთ – სპირალები დახატეთ.

17. თუ მიზანზე კონცენტრირება გსურთ – ბადეები და სამიზნე დახატეთ.

18. თუ რაღაცით უკმაყოფილო ხართ – რომელიმე სურათი თავიდან გადახატეთ.

19. თუ მოწყენილი ხართ – ცისარტყელა დახატეთ.

20. თუ რაღაცის გახსენება გსურთ – ფერადი ლაქები დახატეთ.

„მხატვრობა ყურადღების გადასატანად შესანიშნავი მეთოდია. სხვა არაფერი ვიცი, რომელიც გონებას სხეულის დატვირთვის გარეშე ასე დაახშობდა. როგორიც არ უნდა იყოს შფოთვა ან მომავლის შიში, როგორც კი სურათის ხატვას დაიწყებთ, ის თქვენი ფიქრებიდან განიდევნება“. სწორედ ამიტომ, შემოქმედების დრო ყოველთვის დატოვეთ, რომ ფსიქოლოგიური წონასწორობა მოიპოვოთ“ – ამბობდა უინსტონ ჩერჩილი.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.