ჯანმრთელობა
სიბერე რაც შეიძლება გვიან რომ გეწვიოთ, ხშირად გადააჯვარედინეთ ფეხის თითები ასე
თითქმის ერთი თვის წინ, მამაჩემი საავადმყოფოში მოხვდა ინსულტის დიაგნოზით, ორი კვირა რეანიმაციის განყოფილებაში გაატარა და, აგერ უკვე 1 კვირაა, რაც გამოწერეს. გუშინ დამოუკიდებლად დაჯდომა შეძლო, მისი ფეხებიც თანდათან უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას.
ბოლო დროს უამრავი ინფორმაცია გადავიკითხე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს რეაბილიტაცია ასეთი რთული სიტუაციების შემდეგ. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდის შესახებ კი ჩემმა ნაცნობმა-რეაბილიტოლოგმა მიამბო.
სავარჯიშო ტერფებისთვის
როცა ადამიანს დაავადების(ინფარქტის, ინსულტის, პოლიართრიტის) შედეგად მოძრაობის უნარი ეზღუდება, მასში მაინც არსებობს სიცოცხლის, მოძრაობის წყურვილი და ვერაფერი აიძულებს ადამიანს, ინვალიდის ეტლს ან საწოლს მიეჯაჭვოს. ასეთ შემთხვევებში რეაბილიტატორი სავარჯიშო გვეხმარება. ის, რის შესახებაც მე მინდა მოგიყვეთ, ნამდვილი სასწაულია, ჩემო ძვირფასო მკითხველო!
აღნიშნული მეთოდი რამდენიმე ასეული წლის წინ შეიმუშავეს ტიბეტელმა ლამებმა, თანამედროვე ხალხისთვის კი ცნობილი სულ ცოტა ხნის წინ გახდა. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ გასაოცარ სავარჯიშოს – თითების გადაწნვას, რომელიც დაუბრუნებს ფეხებს ახალგაზრდობასა და მოტორიკას.
ასევე, ამ სავარჯიშოს შესრულება კარგია პროფილაქტიკის მიზნითაც, თუ გსურთ, რომ სიბერე რაც შეიძლება გვიან გეწვიოთ.
ჯანმრთელი ტერფები და მუხლებია განსხვავება დამოუკიდებელ სიარულსა და სავარძელს შორის. აღნიშნული სავარჯიშოს გულდასმით შესრულება დაგეხმარებათ ტერფებისათვის მიყენებული ზიანის გამოსწორებაში.
ფეხისა და ხელის თითების გადაწნვა ჯდომისას
1. დაჯექით სკამზე ან იატაკზე. მოხარეთ მარცხენა მუხლი, მიიზიდეთ თქვენკენ შემდეგ კი დაიჭირეთ მარცხენა ტერფი ორივე ხელით.
2. გადააჯვარედინეთ მარჯვენა ხელისა და მარცხენა ფეხის თითები.
3. გაშალეთ ფეხის თითები და მიიზიდეთ მუხლებისკენ ქუსლის კუნთების გამოყენებით.
4. შეინარჩუნეთ ეს მდგომარეობა 1 წუთის განმავლობაში და გაიმეორეთ მეორე ფეხზეც. სავარჯიშოს შესრულების შემდეგ გაამახვილეთ ყურადღება, როგორ შეიცვლება ტერფის ფერი სისხლის გაძლიერებული მიმოქცევის გამო.
5. თუ ხელის თითებს ფეხის თითებს შორის ვერ ატევთ, სცადეთ ეს ტერფის ძირის მხრიდან. მიიზიდეთ ფეხის თითები მუხლისკენ და გაშალეთ მაქსიმალურად.
ასეთი სავარჯიშოს ერთკვირიანი რეგულარული შესრულების შემდეგ, შეგიძლიათ ხელის დიდი თითი ფეხის დიდ თითზე არსებულ სხვადასხვა რეფლექტორულ წერტილს მიაჭიროთ.
ეცადეთ, ყოველდღე სულ უფრო გაზარდოთ სავარჯიშოს ხანგრძლივობა. დაიწყეთ დღეში 5 წუთით.
თითების გადაწნვა წოლისას
1. დაწექით ზურგზე, დაიდეთ თავქვეშ წიგნი ან დაკეცილი საბანი, მოხარეთ ორივე მუხლი და მოათავსეთ ტერფები იატაკზე.
2. წამოწიეთ მარჯვენა მუხლი მკერდისკენდა დაეყრდენით მარჯვენა ფეხის ტერფით მარცხენა ბარძაყს, მუხლთან ახლოს. დაიჭირეთ მარჯვენა ტერფი მარცხენა ხელით.
3. გადააჯვარედინეთ ხელისა და ფეხის თითები.
4. შეინარჩუნეთ ეს მდგომარეობა, გაწელეთ მარჯვენა ტერფი და მიმართეთ ფეხის თითები მარჯვენა მუხლისკენ.
5. ამ შესაძლებლობის ბარძაყების გასაძლიერებლად გამოყენებისთვის, მოაშორეთ მარცხენა ფეხი იატაკზე და წამოწიეთ მარცხენა მუხლი მკერდისკენ.
მარჯვენა ხელით დაიჭირეთ მარჯვენა მუხლი ან ტერფი, რათა ბარძაყიდან არ გადაცურდეს.
დაუშვით მარჯვენა ფეხი და გაიმეორეთ სავარჯიშო მარცხენა ფეხზეც.
ნუ ჩაიქნევთ ხელს, თუ თავიდან სავარჯიშო დისკომფორტს მოგანიჭებთ, რადგანაც რაც უფრო ძლიერია ტკივილი, რომელიც თითების გაწელვას ახლავს თან, მით უფრო სასარგებლოა სავარჯიშო. იფიქრეთ რამე კარზე, რაც ღიმილს მოგგვრით და გულს გადაგაყოლებინებთ.
ჯერ კიდევ ანტიკურ ჩინეთში შენიშნეს, რომ პირველი ფეხები ბერდება, ხოლო შემდეგ – დანარჩენი ორგანიზმი. სწორედ ფეხებშია თავმოყრილი უამრავი ნერვული დაბოლოება და რეფლექტორული ზონა, ამიტომაა მათი ჯანმრთელობა და შესაბამისი მოვლა ამდენად აუცილებელი.