ყვავილები
ორქიდეა მთელი წელი რომ ყვავილობდეს, მოვლის ეს 9 წესი დაიცავით
ორქიდეას რაც უფრო კარგად უვლით, მით უფრო დიდხანს ყვავილობს. ამ მცენარეს წელიწადში რამდენჯერმე ყვავილობით გულის გახარება შეუძლია.
ორქიდეა ჩვენთან ტროპიკული განედიდან შემოვიდა. აქედან გამომდინარე არა მიწაში, არამედ სპეციალურ სუბსტრატში იზრდება, რომელიც მის ბუნებრივ პირობებთან ახლოსააა. ყვავილს მზე და ტენიანი ჰაერი უყვარს, ძალიან პრეტენზიული არაა, მაგრამ საკუთარი მოთხოვნილებები აქვს.
ორქიდეების მოვლის ეს 9 წესი დაიცავით და ის თითქმის მთელი წელი იყვავილებს.
როგორ მოვუაროთ ორქიდეას შეძენის შემდეგ
1. მცენარის ასაკი განსაზღვრეთ
ორქიდეა ნახევარი წლის ასაკიდან 3 წლამდე ყვავილობს, რაც მის სახეობაზეა დამოკიდებული. უკვე მზა ყვავილს 5-8 ფოთოლი უნდა ჰქონდეს. თუ უფრო ცოტა ფოთოლი აქვს, მცენარე ჯერ ძალიან პატარაა და მასზე სტიმულირება და ნაადრევი ყვავილობის ლოდინი არ ღირს.
2. ფესვებს ყურადღება მიაქციეთ
ზედა მწვანე აღმონაცენი, რომელიც გარეგნულად ფესვს ჰგავს, სუბსტრატში არ უნდა იყოს. ის ფიტოსინთეზში მონაწილეობას ღებულობს და ამიტომ მწვანდება, ეს ნორმალურია. თავად ფესვებს სინათლესა და ჰაერზე ხელმისაწვდომობა სჭირდება, ამიტომ სუბსტრატი გამჭვირვალე და არა კერამიკის ქოთანში უნდა მოათავსოთ. ქოთანში საკმარისი რაოდენობის სადრენაჟე ხვერელები უნდა იყოს.
3. ქოთნის ადგილმდებარეობა არ შეცვალოთ
ორქიდეასთვის სინათლის მცირე ცვლილებაც კი სტრესია. თუ მცენარის გადაადგილება გსურთ, ეს ყვავილობის პერიოდებს შორის გააკეთეთ.
4. განათებაზე იზრუნეთ
ორქიდეა ბინაში მზის მხარეს მოათავსეთ, მაგრამ ყვავილს მზის პირდაპირი სხივები არ უნდა ხვდებოდეს. ეცადეთ, მცენარის განთავსების ადგილას ჩრდილი არ შეიქმნას. უკიდურეს შემთხვევაში ფიტონათურა გამოიყენეთ, რომელიც სინათლეს დაასხივებს, მაგრამ ყვავილის ირგვლივ ჰაერს არ გამოაშრობს და მას არ დაწვავს.
5. სწორად მორწყეთ
ყვავილობის პერიოდში 10-12 დღეში ერთხელ მორწყვა საკმარისი იქნება, ყვავილობის შემდეგ კი – თვეში ერთხელ. ბუნებრივ პირობებში ორქიდეას თესლი მშრალ პირობებში ღვივდება და რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ვრცელდება. თუ მცენარეს ბუნებრივთან მიახლოებულ პირობას შეუქმნით და ყვავილობის პერიოდში ნაკლებად მორწყავთ, ის უფრო ხშირად იყვავილებს.
6. ტემპერატურას ყურადღება მიაქციეთ
ორქიდეასთვის ტემპერატურის ცვლილება მავნებელია. ის კარგად ყვავილობს, როცა დღის და ღამის ტემპერატურის სხვაობა 4-6 გრადუსს არ აჭარბებს. ზაფხულში ყვავილი შეგიძლიათ აივანზე გაიტანოთ, ზამთარში კი გათბობის ბატარეასთან ახლოს დადგით.
7. სასუქი არ დაგავიწყდეთ
ორქიდეას განვითარებისა და კარგი ყვავილობისთვის სასუქი სჭირდება. სასურველია კალიუმის და ფოსფორის სასუქები გამოიყენოთ. აზოტზე დაფუძნებული სასუქი არ შეიძინოთ: ის ყვავილობას შეაჩერებს.
8. ჰაერის ტენიანობა შეინარჩუნეთ
მცენარეს მშრალი ჰაერი არ უყვარს, რადგან მისი სამშობლო ტროპიკებია. გაუნიავებელ შენობაში განვითარებას წყვეტს და ხმება. საჭირო ტენიანობას რომ მიაღწიოთ ყვავილის გვერდით წყლით სავსე ჭიქა დადგით, ხოლო ცხელ დღეებში დანამეთ. როცა ოთახს გაანიავებთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ ორპირი ქარი არ შეიქმნას.
9. მცენარე გადარგეთ
თუ ფესვები სადრენაჟო ხვრელში გაიზარდა ან ნიადაგი მორწყვის შემდეგ ძალიან შრება, ეს იმას ნიშნავს, რომ ორქიდეას ახალ სუბსტრატში გადარგვა სჭირდება. სასურველია, ეს სიმშვიდის პერიოდში გააკეთოთ და არა ყვავილობის დროს. მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი ნიადაგი მცენარეს სიცოცხლეს დაუბრუნებს.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.