საკითხავი
დაამტვრიეთ ეს 2 ნივთი, რომ ჯანმრთელობა და იღბალი დაიბრუნოთ. ასე თავისუფლებას იგრძნობთ
შეგიმჩნევიათ, როგორ უშუალოდ იქცევიან ბავშვები? მაგალითად, თუ სათამაშო ვერ გაიყვეს სათამაშო მოედანზე ან ვინმემ ვინმეს დაარტყა. ამას ყოველთვის ახლავს გულწრფელი ხმამაღალი ყვირილი. ან, პირიქით, როცა ერთობიან, მარტივად და მგზნებარედ იცინიან. სხვებს და გარემოს, სადაც იმყოფებიან, ყურადღებას არ აქცევენ. ადვილად და თავისუფლად.
ზრდასრული ადამიანის ქცევა ბავშვისგან ძირეულად განსხვავდება. ზრდასრული ადამიანი აღზრდის, განათლების და საზოგადოებრივი ჩარჩოს გამო ხმამაღლა ვერ ყვირის ან იცინის. რაც უფრო ასაკოვანია, მით უფრო მაღალი პოზიცია აქვს საზოგადოებაში და მით უფრო იკვეთება დასაშვების ჩარჩო. ყოველთვის უნდა აკონტროლოს თავისი ქცევა, ფიქრი და მოქმედება.
ყველაფერს საზღვარი აქვს. როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ემოციების შეკავება ძალიან ცუდია. ერთხელაც ეს ემოციები შიგნიდან შეგჭამთ. სწორედ ამიტომ, მათი გამოხატვა უნდა ისწავლოთ ისე, რომ თქვენი იმიჯისთვის შეუმჩნეველი იყოს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გაუმკლავდეთ ემოციებს სხეულში. ლოცვა წარმატების და ყველაფერში გამართლების მისაღებად ემოციების შეკავების ჩარჩოსგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ. ზოგჯერ საჭიროა, ეს ჩარჩოები დაამტვრიოთ და საკუთარ თავს უბრალოდ ცხოვრების უფლება მისცეთ.
ლოცვა წარმატებისთვის და ყველაფერში გამართლებისთვის
თუ თავს ცუდად გრძნობთ, ტანჯვა და ტირილი გსურთ, უბრალოდ გააკეთეთ. ოთახში ან სააბაზანო ოთახში ჩაიკეტეთ, ოჯახის წევრებს სთხოვეთ, ცოტა ხნით არ შეგაწუხონ. თქვენს დარდს და ემოციებს გზა მიეცით. იტირეთ, იყვირეთ, ქაღალდი დახიეთ, რაღაც გატეხეთ.
ამის გაკეთება მნიშვნელოვანია, რომ თქვენში არ დაგროვდეს ნეგატიური ემოციები, რომლებიც შემდეგ ოჯახის წევრებზე შეიძლება გადავიდეს. იგივე ეხება სიცილს, სიხარულს. სიხარულის ემოციები არ შეიკავოთ. იხტუნეთ, იცინეთ, თუნდაც სლოკინამდე ან ცრემლების წამოსვლამდე.
რაც უფრო მეტად მალავთ ემოციებს, მით უფრო გაგიჭირდებათ მათგან გათავისუფლება. ზამბარასავით დაიხვევით, რომელიც ერთხელაც იფეთქებს, რაც ძალიან სახიფათოა. შებოჭილი ემოციები არა მხოლოდ განწყობას აუარესებს.
მათ შეუძლიათ ჯანმრთელობის და ზოგადი მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიონ. რაც უფრო დიდხანს იკავებთ ემოციებს, მით უფრო რთული დაავადებები შეიძლება დაგატყდეთ თავს. ქრონიკული დაავადების გამწვავება ან ნერვულ ნიადაგზე ახალი დაავადების განვითარება სცენარის განვითარების შესაძლო ვარიანტებია.
ხშირად ყოველდღიურ ქაოსში საკუთარი ემოციები და სურვილები გვავიწყდება. ვფიქრობთ ამქვეყნად ყველაფერზე, ოღონდ არა საკუთარ თავზე. სწორედ ამიტომ, ზოგჯერ, თვეში ერთხელ, საკუთარ თავს მოდუნების და ემოციებისგან გათავისუფლების საშუალება მიეცით. სხეულს დასვენების უფლება მიეცით. იტირეთ, იცინეთ, იხტუნეთ, ირბინეთ, როგორც პატარა ბავშვმა.
ასე იგრძნობთ სიმსუბუქეს, დაიბრუნებთ თავდაჯერებულობას და ძალას. იგრძნობთ, რომ ახალი საქმისა და მწვერვალების დასაპყრობად მზად ხართ. რაც მთავარია, ეს აბსოლუტურად უვნებელი და ყველასთვის ხელმისაწვდომია.