საკითხავი
ხელნაკეთი სანთელი კოღოს წინააღმდეგ, რომელიც მაღაზიაში ნაყიდზე უფრო ეფექტურია
ამბობენ, რომ კოღოს საწინააღმდეგო სანთელი ბუნებაში ძალიან ეფექტურია. მისი გაკეთება სახლის პირობებში სხვადასხვა მეთოდით შეგიძლიათ. საშუალების უპირატესობა ისაა, რომ ნატურალური კომპონენტები უნდა გამოიყენოთ. დაივიწყეთ ქიმოზინის სპირალის მძაფრი სუნი, რომელიც ყელში ღიტინს იწვევს.
Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გააკეთოთ კოღოს საწინააღმდეგო სანთელი 2 მეთოდით. ერთ–ერთი მათგანი მარტივია, მაგრამ მეორესაც ნამდვილად გაუმკლავდებით.
კოღოს საწინააღმდეგო სანთელი
პირველი ვარიანტისთვის მოამზადეთ რამდენიმე კვების პროდუქტი. ესაა ლიმონი, ლაიმი და რეჰანი. ასევე დაგჭირდებათ ჭურჭელი (მაგალითად, ქილა), რამდენიმე პატარა ბრტყელი სანთელი და ლემონგრასის ეთერზეთი. 1 ლაიმიდან და ლიმონიდან კოღოს საწინააღმდეგო 2 საშუალება შეგიძლიათ გააკეთოთ, ასე რომ 2 სანთელი მოამზადეთ.
ციტრუსი ნაჭრებად დაჭერით და რამდენიმე ცალი ქილებში გადაანაწილეთ. დაუმატეთ რეჰანი და სუფთა წყალი. იმდენი წყალი ჩაასხით, რომ ლიმონი, ლაიმი და მწვანილი მთლიანად დაიფაროს. ამ ნარევს 10-15 წვეთი ლემონგრასის ეთერზეთი დაუმატეთ. ზემოდან მოათავსეთ სანთელი, რომელიც ამ კონსტრუქციაში იცურებს. ესეც მთელი სიბრძნე!
როგორ გავაკეთოთ სოიოს სანთელი კოღოს წინააღმდეგ
შემდეგი მეთოდი შესაფერისია მათთვის, ვინც მზადაა სანთელი ნულიდან დაამზადოს. სინამდვილეში, ამის გაკეთება რთული არაა. პირველ რიგში, ონლაინ შეუკვეთეთ ან იყიდეთ სოიოს ცვილი. ყველაზე ოპტიმალური მასალაა ასეთი ფორმატის (ან ნებისმიერი) სანთლის დასამზადებლად.
ხშირად წვეთებით იყიდება, რომელიც წყლის ორთქლზე უნდა გაადნოთ. კოღოს საწინააღმდეგო სანთლისთვის გამოიყენეთ რამდენიმე პატრუქი, რადგან ასე უფრო ეფექტურად იმუშავებს. პატრუქი ცვილთან ერთად შეუკვეთეთ.
ფართოპირიანი ჭურჭელი გამოიყენეთ. ასე არომატი თანაბრად გავრცელდება, ასევე მოქმედების რადიუსი გაიზრდება. მთელი ჭურჭელი სანთელი რომ მიიღოთ, სოიოს ცვილის ორმაგი დოზა გამოიყენეთ. მისი რაოდენობა გაზომეთ იმავე ქილით ან ჭიქით, რომელშიც ცვილს ჩაასხამთ.
ჯერ ჭურჭელში მოათავსეთ პატრუქი რკინის ძირით, რომელიც სამაგრის როლს ასრულებს. ფანქრით ან სარჭით შეგიძლიათ დაამაგროთ, მასზე ძაფი დაახვიეთ და ქილის ყელზე ჩამოდეთ. შემდეგ სოიოს ცვილი წყლის ორთქლზე გაადნეთ.
სანთელმა მოქმედება რომ დაიწყოს, ცვილს 3-5 მლ ლიმონის და ლიმონგრასის ეთერზეთები დაუმატეთ. ეს რაოდენობა 100-150 გ ცვილზე საკმარისია. ეთერზეთი მხოლოდ მაშინ დაუმატეთ, როცა ცვილი მთლიანად გადნება. შემდეგ აურიეთ და ჭურჭელში ჩაასხით.
კოღოებთან ბრძოლის მეთოდები
კოღოების წინააღმდეგ სხვა მეთოდებიც არსებობს. აქტუალურია მათთვის, ვინც ბუნებაში დასვენებას გეგმავს. მაგალითად, თუ ხელთ გაქვთ რამდენიმე ახალი ცირცელის ან შოთხვის ფოთოლი, ჩათვალეთ, მწერები თითქმის გააგდეთ. უბრალოდ ფოთოლი წვრილად დაჭერით და სხეულის შიშველ ნაწილებზე წაისვით.
თუ გაქვთ ცოტა ქაფური ან კატაბალახა, სანთურით ააორთქლეთ. რეცეპტი ეფექტურია, რადგან კოღო ასეთი აუტანელი სუნისგან გაქცევას იჩქარებს. მეთოდი შესაფერისია, რომ დიდი ტერიტორიაც მფრინავი მწერებისგან გააასუფთავოთ.
მიხაკის, რეჰანის ან ევკალიპტის ეთერზეთიც მწერებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. 5 წვეთი (ან ცოტა მეტი) 1 ჭიქა წყალს დაუმატეთ, მიღებული სითხე კანის შიშველ ნაწილებზე წაისვით. ასეთ ხსნარში ბამბის ნაჭერი დაასველეთ და ფანჯრის რაფაზე მოათავსეთ.
თუ გაქვთ რამდენიმე ახალი ანწლის ტოტი, სასწრაფოდ დადეთ იქ, სადაც ერთი კოღოს ნახვაც არ გსურთ. პომიდვრის ფოთოლსაც მსგავსი ეფექტი აქვს. ასეთი სუნი კოღოს არ მოსწონს.