Connect with us

ჯანმრთელობა

ბებია ამ მცენარეს სიმხნევის და დღეგრძელობის ელექსირს უწოდებს. მთელ კვლებს რგავდა

ბებია ხშირად იმეორებდა: „ხავერდის ყვავილები ლამაზია, მაგრამ ეს მთავარი უპირატესობა არაა. ხავერდის ჩაი დალიე და ჯანმრთელად იქნები“. რა თქმა უნდა, ბავშვობაში მისი გემო არ მომწონდა და არ მესმოდა, რატომ უნდა დამელია. ასაკთან ერთად ყვავილების ჩაი ერთგვარი ტელეპორტი გახდა: დალევ ფინჯან ჩაის და მაშინვე ბავშვობაში დაბრუნდები.

შესანიშნავი საშუალებაა, რომელიც სხვადასხვა დაავადების დროს გვეხმარება. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ხავერდის ჩაი. ამ ყვავილის გამოყენების სხვა მეთოდებსაც გიზიარებთ.

ხავერდის ყვავილები

ხავერდის ჩაი სხვადასხვა მეთოდით შეგიძლიათ მოამზადოთ. ბევრი რამ თქვენს მოთხოვნებზე დამოკიდებულია. მაგალითად, თუ ღვიძლის ტკივილი გაწუხებთ, ერთ დაქუცმაცებულ ყვავილს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. ერთდროულად არ დალიოთ, ჭიქის მეოთხედი საკმარისია.

ხავერდაში ბევრი ეთერზეთი შედის. ისინი სხვადასხვა სახის ტკივილის დროს გვეხმარებიან და სპაზმს აქრობენ. ხავერდიდან ნაყენი და ფიტოჩაი შეგიძლიათ გააკეთოთ. მხედველობის პრობლემების დროს ყვავილებიდან გამაძლიერებელი სასმელი შეგიძლიათ მოამზადოთ.

თუ გსურთ მხედველობის გაუმჯობესება, ხავერდა უბრალოდ შეჭამეთ. დღეში 3 პატარა ყვავილი საკმარისია. პრევენციისთვის 1 თვიანი კურსი გაიარეთ. მცენარე დადებითად მოქმედებს მხედველობაზე, რადგან მასში შედის კაროტინოიდი ლუთეინი. ეს ნივთიერება გვხვდება ნარინჯისფერ ბოსტნეულში, ისპანახში, ნიახურში, პარკოსანში და სხვა პროდუქტში.

აიღეთ 500 მლ მდუღარე წყალი, 1 ჩ/კ მწვანე ჩაი და 2 ყვავილი ხავერდა. დაუმატეთ 3 ყვავილი გულყვითელა, 2 ჭინჭრის ფოთოლი, 1 დაფქული მიწავაშლის ფოთოლი და 2 ტოტი პიტნა.

30 წუთი დააყენეთ. სასმელი მთელი დღე შეგიძლიათ დალიოთ, წყალში გააზავეთ. გარდა ამისა, სითხე თვალების საწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

საინტერესოა, რომ თანამედროვე მეცნიერება არ უარყოფს, რომ ხავერდას სამკურნალო თვისებები აქვს. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ყვავილი ტკივილს ამცირებს, ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, იმუნიტეტს აძლიერებს და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აწესრიგებს.

როგორ გამოვიყენოთ მცენარის ყვავილები

ხავერდის ყვავილები ინჰალაციისთვის გამოგადგებათ. ჯადოსნური საშუალება სუნთქვას ამარტივებს. ჩაიდანში 5 ყვავილი მოხარშეთ. ჩაიდანი პირსახოცში შეფუთეთ და 5 წუთი გააჩერეთ. სითხე ღრმა თასში გადაასხით და ყვავილების ორთქლი პირსახოცის ქვეშ შეისუნთქეთ. 5-7 წუთი საკმარისია, რომ შვება იგრძნოთ.

ხავერდიდან სამკურნალო ზეთს აკეთებენ. მცენარეული ზეთი და ხავერდის დაქუცმაცებული ყვავილები გარკვეული პროპორციებით აურიეთ. 500 მლ ზეთზე დაგჭირდებათ 50 ხმელი ყვავილი ან 100-150 გ ახალი ხავერდა. ჯერ ნარევი წყლის ორთქლზე გააცხელეთ, შემდეგ გააგრილეთ, გაფილტრეთ და კონტეინერში გადაიტანეთ შემდეგი გამოყენებისთვის. ასეთი ზეთი შეგიძლიათ წაისვათ ზურგზე და გულმკერდზე სასუნთქი გზების ანთების დროს. ხველისას დაგეხმარებათ.

თუ მოდუნება და დაძაბულობისგან გათავისუფლება გსურთ, აბაზანა ხავერდის ნახარშით მიიღეთ. მცენარეს დამამშვიდებელი თვისებები აქვს. კარგი საშუალებაა სტრესის და შფოთვის დროს.

ქართულ სამზარეულოში ხავერდის ყვავილებს ახმობენ და ფქვავენ. მიღებულ ფხვნილს იმერულ ზაფრანას უწოდებენ. ეს სანელებელი ქართულ სამზარეულოში შეუცვლელი პროდუქტია. ხმელი სუნელის შემადგენლობაში შედის. აუცილებლად უმატებენ ისეთ კერძებს, როგორიცაა საცივი და ხარჩო.

თუ ბუნებაში დასვენებას გეგმავთ და კოღოების გეშინიათ, კოცონს რამდენიმე ხავერდის ყვავილი დაუმატეთ. დამწვარი ყვავილი გამოყოფს განსაკუთრებულ არომატს, რომელიც საძულველ მწერებს დააფრთხობს.

Advertisement