ყვავილები
თაფლივით იქნება. როგორ გამოვკვებოთ ბალი გაზაფხულზე, რომ ტკბილი და დიდი კენკრა მიიღოთ
დიდი და ტკბილი ალუბალი არა მხოლოდ ნებისმიერი ფერმერის სიამაყე, არამედ ბაღის მშვენებაა. ბალის მდიდარი მოსავლის ასაღებად სასუქის სწორად და დროულად მიწოდება აუცილებელია. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოკვებოთ ბალი, რომ თაფლივით ტკბილი ნაყოფი მიიღოთ.
პროფესიონალური მებაღეობის თვალსაზრისით ხეების გასხვლა და გამოკვება მთელი მეცნიერებაა. აქ პატარა ნიუანსებიც მნიშვნელოვანია. მუდმივად უნდა აკონტროლოთ ზრდის დინამიკა, დროდადრო უვარგისი ტოტები მოაჭრათ, დაიცვათ სხვადასხვა მავნებლისგან. ამის შესახებ და არა მხოლოდ დღეს გიამბობთ.
როგორ მოვუაროთ ბალს
ბალის ნერგებისთვის მიწა შესაფერისი უნდა იყოს. იდეალურია, თუ მიწა ქვიშიანია. თუ არ გაგიმართლათ და ნაკვეთზე მძიმე თიხაა, ზრდის მასტიმულირებელი სასუქები დაუმატეთ. ეს შეიძლება იყოს ნეშომპალა, ნაცარი ან სხვა მინერალური სასუქი.
ბალის დარგვამდე ორმოს დაუმატეთ სუპერფოსფატი ან კალციუმის ქლორიდი. ასე ნერგი ეფექტურად განვითარებას და გაზრდას შეძლებს. ნაყოფიერი მიწა ახალგაზრდა ხის გამოკვებას 2–3 წელი დაგავიწყებთ.
ბალის ხეს სასუქი ყოველთვის არ სჭირდება. ამის გასაგებად მის ზრდას ყურადღება მიაქციეთ. თუ ხე ახალგაზრდაა (5 წელზე ნაკლები), მისი სიმაღლე წელიწადში 50 სმ–ით უნდა გაიზარდოს. თუ ყლორტები ნელა იზრდება, სასუქი მაინც სჭირდება. მოსავლიან ბალს სასუქი მუდმივად სჭირდება. საუბარია კომპოსტზე ან გადამწიფებულ ნაკელზე. ამავდროულად, მინერალური სასუქი ზედმეტი არაა.
გამოცდილმა მებაღეებმა იციან, რომ დათბობისთანავე ბაღს უნდა მიხედონ და გასხვლით დაიწყონ. გაზაფხულზე ამის გაკეთება უნდა იჩქაროთ, რადგან დრო ცოტა რჩება. კვირტების ფორმირებამდე და წვენის მოძრაობამდე უნდა მოასწროთ. დროთა განმავლობაში ჩრდილში და გვირგვინის ქვეშ მყოფი ტოტები ხმება. ამ პერიოდში გამხმარი ტოტები მოაჭერით. გაზაფხულზე გასხვლა სანიტარულ და ფორმირების კატეგორიას მიეკუთვნება. სასუქის მიწოდებაზე მხოლოდ ამ მანიპულაციის შემდეგ დაფიქრდით.
როგორ გამოვკვებოთ ბალი კარგი მოსავლისთვის
ბალი გამოკვებეთ შემდეგი ალგორითმით:
- პერიოდში, როცა ტოტები გადაჭრილია, მაგრამ კვირტები ჯერ არ ჩანს, შარდოვანა ან ამონიუმის ნიტრატი გამოიყენეთ.
- ყვავილობამდე ბალს კალიუმით და ფოსფორით გამოკვება სჭირდება.
მარტიდან აზოტის მიწოდება სჭირდება. ეს ქიმიური ელემენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მისი დახმარებით უხვი სიმწვანე იქმნება.
შემდეგი სასუქი კალიუმს და ფოსფორს შეიცავს. მისი წყალობით კენკრა არა მხოლოდ დიდი, არამედ უფრო ტკბილი იზრდება. თუ ნიადაგს კალციუმის დეფიციტი აქვს, თამამად დაუმატეთ.
ნასკვების ფორმირებისას კალიუმის და ფოსფორის ხსნარით დანამეთ. რამდენიმე დღეში 1 ჭიქა ნაცარი თითოეულ ხეს ძირში მოაყარეთ. ქარვის მჟავა ჯერ კიდევ ასაყვავებელი ბალისთვის შესანიშნავი სასუქია. 3 გ ნივთიერება 10 ლ წყალში გახსენით და ხსნარით ხეები მორწყეთ.
სასუქი არა მხოლოდ გაზაფხულზე, არამედ ზაფხულშიც უნდა მიაწოდოთ. აგვისტოში გამოკვებეთ შემდეგი კომპონენტებისგან შემდგარი სასუქით: 1 ს/კ კალიუმის ხსნარი, 300 გ ნაცარი, 2 ს/კ გრანულირებული სუპერფოსფატი და 10 ლ წყალი. ხსნარი ხეს გამოკვებას და მწიფე კენკრის გემოს თვისებებს გააუმჯობესებს. გემრიელი და ტკბილი ბალი ხომ ნებისმიერი მებაღისთვის ჯილდოა.