Connect with us

საკითხავი

ტკიპებს მისი ცეცხლივით ეშინია ან საიმედო მეთოდი თავხედი მავნებლების დასაფრთხობად

გაზაფხულზე თბილ ამინდში პარკში ან ტყეში გასეირნების მსურველების რიცხვი იზრდება. სუფთა ჰაერი, ახალი ბალახი და სასიამოვნო მზე ხანგრძლივი ცივი ზამთრის შემდეგ კარგი განწყობით გვავსებს. ხეების ტოტებზე ჩიტები ჭიკჭიკებენ, ცხოველები და მწერები იღვიძებენ. მათ შორის ტკიპები. ეს ობობასნაირი ძალიან ადრე ჩნდება. როგორც კი ჰაერის ტემპერატურა 5 გრადუსს აღწევს, აქტიურდება. თბილი ზამთრის პირობებში მთელი წელი აქტიური შეიძლება იყოს.

ტკიპის ნაკბენი კარგს არაფერს გპირდებათ. სანამ ტყეში ან პარკში გასვლას დააპირებთ, უსაფრთხოებაზე დაფიქრდით. ტკიპების პრევენცია უფრო იაფი და უსაფრთხოა, ვიდრე ნაკბენის მკურნალობა. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ მეთოდებს, როგორ აიცილოთ თავიდან მწერების თავდასხმა.

ტკიპების პროფილაქტიკა

ტკიპა შესანიშნავი ცილოვანი საკვებია სხვა მწერებისთვის, ბაყაყებისთვის, ფრინველებისთვის, ვირთხებისა და ქათმებისთვისაც. ტყეში ან პარკში მისი მთავარი მტერი ჭიანჭველაა. ჭიანჭველას მჟავა, რომელსაც ეს პატარა მწერი გამოყოფს, ობობასნაირისთვის უბრალოდ დამღუპველია. ხოლო მაღალი კონცენტრაციით ტკიპას ადგილზე კლავს.

ჭიანჭველა წინააღმდეგი არაა, რომ ტკიპა მიირთვას და მასზე მუდმივად ნადირობს. ტკიპა შესანიშნავად გრძნობს, სად არის ჭიანჭველების ბუდე, ამიტომ ჭიანჭველებს სანადიროდ ბუდიდან 20 მეტრის მოშორებით გასვლა უწევთ. როგორც კი ტკიპა ჭიანჭველის მოახლოებას გრძნობს, მაშინვე გარბის.

სწორედ ამიტომ, თუ ტყეში ღამისთევით წასვლას აპირებთ, კარავი ჭიანჭველების ბუდესთან ახლოს გაშალეთ. ასე ტკიპების თავდასხმის ნამდვილად არ შეგეშინდებათ. კიდევ ერთი მარტივი მეთოდი ტკიპების თავდასხმის ასაცილებლად: ტანსაცმელი ჭიანჭველების ბუდეს დააფარეთ. 20 წუთის შემდეგ ტანსაცმელს ჭიანჭველები ჩამოფერთხეთ და მშვიდად ჩაიცვით. ჭიანჭველები თქვენს ნივთზე სუნს დატოვებს და არც ერთი ტკიპა არ მოგიალოხვდებათ.

როგორ ვებრძოლოთ ტკიპებს

ყველა ეს მეთოდი კარგად მუშაობს, როცა ტყეში დიდხანს ჩერდებით. თუ უბრალოდ პარკში სასეირნოდ გადიხართ, ჭიანჭველის ბუდის პოვნა ნამდვილად არ მოგინდებათ. იქ შეიძლება არც იყოს.

ამ შემთხვევაში აფთიაქში შესვლა მოგიწევთ. იქ ჭიანჭველას მჟავის სპირტს იპოვით. ეს იგივე ჭიანჭველას მჟავაა, მაგრამ სუფთა წყლის და ეთანოლის დამატებით. მისი მთავარი თვისებაა გამათბობელი ეფექტი, რომლის წყალობით სახსრების და კუნთების ტკივილს აქრობს. ამავდროულად, ტკიპებსაც იგერიებს.

აი, რა უნდა გააკეთოთ. ხსნარი მოამზადეთ. ჭიანჭველას მჟავას სპირტი წყალში 1:1 პროპორციით გააზავეთ. ხსნარი პულვერიზატორში ჩაასხით და ტანსაცმელს შეასხურეთ. ახლა პარკში სასეირნოდ თამამად შეგიძლიათ გახვიდეთ. მომაბეზრებელი ტკიპები ვეღარ შეგაშინებთ.

გაზაფხული სახლში დარჩენის მიზეზი არაა. ეს სეირნობის და კარგი განწყობის დროა. სწორედ ამიტომ, ტკიპებს გუნების გაფუჭების შანსი არ მისცეთ.

Advertisement