Connect with us

საკითხავი

როგორ დავარწყულოთ ქათამი: წყლის რაოდენობა, ტემპერატურა, საკვებთან თანაფარდობა

ბევრი მეფრინველე, განსაკუთრებით დამწყები, ქათმის დარწყულებას რაღაც უმნიშვნელოდ მიიჩნევს, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება არ სჭირდება. სწორედ აქ უსიამოვნო სიურპრიზები იმალება. წყლის არასწორი მიწოდებისას კვერცხმდებლობა მცირდება, შემდეგ რიგი დაავადებებიც ვითარდება.

გახსოვდეთ, რომ ფრინველის შენახვის ხარისხი პირდაპირ დამოკიდებული მიწოდებული წყლის სისუფთავეზე, რაოდენობასა და ტემპერატურაზე. ყურადღება სითხისა და საკვების თანაფარდობასაც უნდა მიაქციოთ. ქათმებს საუკეთესო პირობები რომ შეუქმნათ, დეტალურად უნდა იცოდეთ, როგორ დაარწყულოთ. Аlltime.ge–ს რედაქცია ამის შესახებ დეტალურად გიამბობთ.

რამდენი წყალი სჭირდება ქათამს: მოცულობა და საკვებთან თანაფარდობა

წყლის მოცულობა საკვების რაოდენობასთან პირდაპირ კავშირშია. მეხორცულის და კომბინირებული ქათმებისთვის წყალი–საკვების თანაფარდობა უნდა იყოს 1,6:1, ხოლო კვერცხმდები ქათმებისთვის – 2,5:1. გაითვალისწინეთ, რომ მშრალი საკვებით კვებისას ფრინველს წყალზე მოთხოვნილება 30%–ით ეზრდება (სველ ნარევთან შედარებით).

წყლის რაოდენობა მელასის ან შროტის დამატების შემთხვევაშიც უნდა გაზარდოთ. ასევე მეტი სითხე სჭირდება, როცა ფრინველის საკვები ბევრ უჯრედისს და პროტეინს შეიცავს.

წყალი და გარემოს ტემპერატურა

ქათმები ჰაერის ტემპერატურის მატებისას წყლის დეფიციტს მწვავედ განიცდიან. პროფესიონალმა მეფრინველეებმა გამოიყვანეს წყლის ოპტიმალური მოცულობა, რომელიც ფრინველს სჭირდება.

ასე, +18 გრადუსზე მეხორცული ქათამი სვამს დაახლოებით 170 მლ სითხეს თითო მასის ერთეულზე, ხოლო კვერცხმდები ქათამი – დაახლოებით 200 მლ. როცა გარეთ +30 გრადუსია, წყლის მოხმარება 2–3–ჯერ იზრდება.

გახსოვდეთ, რომ ქათმების კომფორტული ცხოვრებისთვის +21 გრადუსი ოპტიმალური ტემპერატურაა. ასეთ პირობებში ფრინველმა დაახლოებით 200 მლ წყალი უნდა დალიოს და 120 გ საკვები მიირთვას.

წყლის შესაფერისი ტემპერატურა სხვადასხვა ასაკის ქათმისთვის

წყლის ტემპერატურაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ბევრი მეფრინველე ამ მომენტს ყურადღებას არ აქცევს. ფრინველის ასაკი მთავარი ფაქტორია, რომელზეც წყლის ტემპერატურა დამოკიდებულია.

ახალდაბადებულ წიწილას ოთახის ტემპერატურის წყალს აძლევენ. აი, ახალგაზრდა ქათამს უკვე 31-33 გრადუსამდე გამთბარი წყალი სჭირდება. ის პირველი 72 საათის განმავლობაში უნდა მისცეთ, რომ არ გაიყინოს. შემდეგ ტემპერატურა თანდათან შეამცირეთ. სიცოცხლის 21–ე დღის შემდეგ 18-20 გრადუსის ტემპერატურის წყალი შეგიძლიათ მიაწოდოთ.

ზრდასრული ქათმისთვის წყლის ტემპერატურა 10-13 გრადუსს არ უნდა აჭარბებდეს. თბილი წყლის ხანგრძლივად მიწოდება ქათმების საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ცუდად მოქმედებს. საკმაოდ ზრდასრული ქათმებისთვის ოპტიმალური ვარიანტია გრილი წყალი.

როგორ დავარწყულოთ ქათმები ზამთარში

ზამთარი შინაური ფრინველისთვის ერთ–ერთი ურთულესი პერიოდია. ყველაფერი მარტივდება, თუ საქათმე თბილია და ქათმების შესანახად ოპტიმალური ტემპერატურაა. ამ შემთხვევაში სითხე არ გაიყინება.

რა გავაკეთოთ, თუ საქათმე დაუმთბარია? ზოგიერთი მეფრინველი დარწმუნებულია, რომ ფრინველს უბრალოდ თოვლი უნდა მისცეთ და როცა გაიზრდება, მისთვის საჭირო რაოდენობის წყლის უზრუნველყოფას თავისით შეძლებთ. ეს არასწორია. მსგავსი მიდგომა კვერცხმდებლობაზე და ფრინველის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. თუ გსურთ, რომ ქათამმა კვერცხი რეგულარულად დადოს, მზა სუფთა წყალი მიაწოდეთ.

დათბუნულ შენობაში წყალი საღამოს უპრობლემოდ შეგიძლიათ ჩაასხათ. ქათმები ადრე იღვიძებენ და ჭამის შემდეგ მაშინვე დასალევს ეძებენ. მინუს ტემპერატურაზე გამთბარი წყალი დილით მიაწოდეთ. საკვებთან ერთად საქათმის ყველაზე თბილ ადგილას დადეთ. ჭამის შემდეგ ქათმები წყალს მშვიდად დალევენ და თავს კომფორტულად იგრძნობენ.

ქათმების სწორად დარწყულება: რამდენიმე რჩევა

საკვებური, როგორც სარწყულებელი, იატაკის დონიდან ამაღლებული უნდა იყოს ისე, რომ ქათმებმა მასში ნაგავი არ ჩაყარონ. განსაკუთრებით ეხება ღია თაროებს (თასები, ქვაბები). კარგია, თუ საქათმეში იქნება ნიპელური საკვებური, სადაც გამოიყენება ვაკუუმის ან მიკროთასების სარწყულებელი.

ფრინველების სწორად შენახვაში მნიშვნელოვან როლს ნაფენის სისქეც ასრულებს. ჩალა რეგულარულად დაუმატეთ. შემდეგ ქათმები თავად გაანაწილებენ. საუკეთესო სისქეა 20-25 სმ.

თუ რაღაც მიზეზით წყლის მოცულობის შემცირება გადაწყვიტეთ, თქვენი ფრინველების მდგომარეობას დააკვირდით. სითხის დეფიციტის დროს ფრინველები სარწყულებელთან ნამდვილ ბრძოლას აჩაღებენ, რაც დაზიანებას და კანიბალიზმს იწვევს. ამ შემთხვევაში სარწყულებლის ზომის და რაოდენობის გაზრდას გირჩევთ, რომ ქათმები ერთ ადგილას არ შეგროვდნენ.

Advertisement