Connect with us

საკითხავი

პროდუქტები, რომლებიც უნიტაზში არ უნდა ჩაყაროთ, რომ მილები არ დაზიანდეს

ყველა ეკონომიური დიასახლისი ცდილობს, ზუსტად იმდენი საჭმელი მოამზადოს, რამდენსაც მისი ოჯახი მიირთმევს. რა ხდება, როცა მეგობარმა ვახშამზე დაგპატიჟათ ან ინგრედიენტების რაოდენობა ზუსტად ვერ გათვალეთ? ამ შემთხვევაში, საჭმელი ხელუხლებელი რჩება, ძველდება და მისი ჭამა უკვე შეუძლებელი ხდება. პროდუქტების გადაყრა გვიწევს. ხშირად ნარჩენი წვნიანი, გარნირი და წასახემსებელი უნიტაზში ხვდება. ერთი შეხედვით, კანალიზაციის მილებს ყველაფრის ატანა შეუძლია.

ბევრი არ ფიქრობს, რომ ამან მილების ბლოკირება და უნიტაზის გაჭედვა შეიძლება გამოიწვიოს. დაუფიქრებელი ქცევის გამო სანტექნიკოსის ხშირად გამოძახება უწევთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი პროდუქტები არ უნდა ჩაყაროთ უნიტაზში, რომ მილების გაჭედვა არ გამოიწვიოთ.

შეიძლება თუ არა წვნიანის ჩასხმა უნიტაზში?

თითქოს თხევადი კერძი მილს ვერ გაჭედავს და თავისუფლად გავა. ასე არაა, საჭმლის ნარჩენები ჩამდინარე წყალში ლპება და კანალიზაციის მუშაობას ხელს უშლის. წვნიანში ხორცის, კომბოსტოს ან სხვა ინგრედიენტის დიდი ნაჭრები საქმეს ართულებს. წყალი შეიძლება ნარჩენებთან ერთად ზემოთ ამოვიდეს. სანტექნიკოსი გირჩევთ, რომ სითხე ფრთხილად გადაღვაროთ, ხოლო დანარჩენი ინგრედიენტი ნაგვის ურნაში ჩაყაროთ.

პროდუქტები, რომლებიც უნიტაზში არ უნდა ჩაყაროთ.

1. ყავის ნალექი. მილებს აზიანებს. სწრაფად ჭედავს და ცვეთას ზრდის. თუჯის მილებისთვის განსაკუთრებით საზიანოა. გირჩევთ, ყავის ნალექი საერთოდ არ გადაყაროთ. მას ხომ ბევრი არაპირდაპირი დანიშნულება აქვს.

2. გამხსნელი. კანალიზაციის მილებს და უნიტაზის მინანქარს აზიანებს.

3. ზეთი. უნიტაზში არავითარ შემთხვევაში ჩაასხათ. ცხიმი მილის კედლებზე გროვდება და ჭედავს.

4. მდუღარე წყალი. მინანქარი დაზიანდება, თუ ჯერ მდუღარე წყალს ჩაასხამთ, შემდეგ ცივი წყლით ჩარეცხავთ. გირჩევთ წყლის გაცივებას დაელოდოთ.

დაკვირვებულხართ, რომ სხვადასხვა შენობის ტუალეტის კაბინებში მიკრულია განცხადება, სადაც ითხოვენ, რომ უნიტაზში არაფერი ჩააგდოთ. მილები სწრაფად იჭედება, ხოლო შედეგებთან გამკლავება რთულია. ნაგვის ურნა უნიტაზის გვერდით ბევრ უსიამოვნებას თავიდან აგაცილებთ.

Advertisement