Connect with us

კულინარია

ფლავის მაგივრად ფაფა რომ არ გამოგივიდეთ! 7 შეცდომა, რომელსაც გამოცდილი დიასახლისები არ უნდა უშვებდნენ

ფლავი შესანიშნავი კერძია მათთვის, ვინც საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღებას აქცევს. პირველ რიგში, ცილების და ნახშირწყლების წარმატებული კომბინაცია სხეულს დიდი ხნით ანაყრებს. მეორე მხრივ, სწორად მომზადებული ფლავი არავის ასუქებს.

და მესამე, მოხარშული (მოხარშული და არა შემწვარი) ბრინჯი და სტაფილო – ყველაზე სასარგებლო საკვებია მათთვის, ვისი კუჭიც სხვადახვა სამკურნალო შიმშილობით განადგურებულია.

ასეთი დიეტური კერძის გაფუჭებაც შეიძლება. დღეს 7 ყველაზე გავრცელებულ შეცდომაზე გიამბობთ, რომელსაც სრულყოფილი ფლავის მომზადების გზაზე მზარეულები უშვებენ.

როგორ მოვამზადოთ გემრიელი ფლავი

1. არასწორად შერჩეული ბრინჯი

ბრინჯის ჯიშებში, ფასებსა და სახელწოდებებში არ ჩავღრმავდებით. ყველაზე მარტივია იპოვოთ მაღაზიაში ბრინჯი სახელით „ფლავისთვის“. შესაძლოა, ის ცოტა უფრო ძვირი იყოს, მაგრამ 5 წუთიანი ხარშვის შემდეგ ფაფა ნამდვილად არ გახდება.

ბასმატის და ჯასმინის ჯიშები ასევე კარგი არჩევანია, თუმცა ნამდვილი მოყვარულები უპირატესობას მიანიჭებენ უზბეკურ ბრინჯს – დევრიზის ბრინჯს, რომელიც სპეციალურად ფლავის მოსამზადებლად არის შექმნილი.

მას საკმაოდ სქელი მოგრძო მარცვალი აქვს, რომელიც ვარდისფერი „ფხვნილით“ არის დაფარული. დევრიზა ფაფად არ ჩაიხარშება, ერთმანეთს არ ეკვრის, ბევრ წყალს და ცხიმს არ იწოვს, ამიტომ მისგან მომზადებული ფლავი გაჯერებული გემოთი და არომატით გამოირჩევა.

2. პროპორციების დაუცველობა

შერჩეული რეცეპტის ან ბრინჯის ჯიშის არჩევის მიუხედავად, ხორცის, ბრინჯის, სტაფილოს და ხახვის რეკომენდებული პროპორციები მკაცრად უნდა დაიცვათ.

1 კგ ბრინჯზე 1 კგ ხორცია საჭირო. 1 კგ ხორცზე 500-800 გრ სტაფილო და 300 გრ თეთრი ან ყვითელი ხახვი. უფრო მეტი ხახვის დამატება შეიძლება, მაგრამ მაშინ სწორად შეწვა გართულდება.

3. არასწორად შერჩეული ჭურჭელი

ფლავის მოსამზადებლად იდეალური ჭურჭელია თუჯის ქვაბი სქელი კედლებით და კარგი, მძიმე თავსახურით, რადგან ფლავი დიდი ხნით სწორედ თავდახურული მზადდება.

4. ცოტა ცხიმი

წესების მიხედვით, 1 კგ ბრინჯზე 250 ან 300 გრ ზეთია საჭირო. ცხიმის რაოდენობაზე დამოკიდებულია გემო, სიფხვიერე და არომატი. ბოსტნეული სანელებლთან ერთად არომატს სწორედ ზეთში იძლევა, შემდეგ ეს ყველაფერი კი ბრინჯზე გადადის.

საუკეთესო გემოს მისაღებად მცენარეული და ცხოველური ცხიმი ერთმანეთს აურიეთ. ზეთი კარგად უნდა გააცხელოთ, რადგან ბოსტნეული მასში მოხვედრისას, იმწამსვე უნდა შეიწვას. თუ ნაკლებ ცხიმს გამოიყენებთ, ან საკმარისად გაცხელებული არ იქნება, პროდუქტები წვენს დაკარგავენ.

5. ჩახარშვა და არა ზირვაქი

ფლავის გემოს დიდწილად სწორედ ზირვაქი განაპირობებს. მის მოსამზადებლად მხოლოდ ხორცის სტაფილოსთან და ხახვთან ერთად შეწვა საკმარისი არაა. ბოსტნეული და ხორცი ზეთში იწვება, შემდეგ მას სანელებლიან წვნიანში ხორცის მომზადებამდე თუშავენ. და ბრინჯს მხოლოდ ამის შემდეგ უმატებენ.

ითვლება, რომ რაც უფრო ნელა მზადდება ზირვაქი, მით უფრო კარგი გემო ექნება. ოპტიმალური პერიოდი დაბალ ცეცხლზე 2-3 საათია. ზირვაქი თუშვის დროს უნდა შუშდებოდეს და არ უნდა თუხთუხებდეს.

ძლიერი დუღილი სტაფილოს და ხახვის მთლიანად გადახარშვას და ფაფად გადაქცევას იწვევს. საწებელი ამღვრეული ხდება, ხოლო ბრინჯი ერთმანეთს ეკვრის.

6. ბევრი ან ცოტა წყალი

წყალი ფლავის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია, სწორედ მასზე არის დამოკიდებული ფლავის კონსისტენცია. ჩვეულებრივი ბრინჯის ხარშვის დროს 1 ნაწილ ბრინჯზე 2 ნაწილ წყალს უმატებენ, მაგრამ ფლავის დროს ასეთი პროპორცია არ გამოგადგებათ.

პირველ რიგში, ბრინჯი წინასწარ კარგად ირეცხება, რომელიც მთელ ტენს იწოვს. მეორე მხრივ, სტაფილო და ხახვი ბევრ წვენს გამოყოფს. თუ 2 ნაწილ წყალს დაუმატებთ, ფაფას მიიღებთ, თუ ცოტას დაუმატებთ, ბრინჯი არ მოიხარშება. ოპტიმალური იქნება ასეთი პროპორცია: 1,2 ნაწილი წყალი 1 ნაწილ ბრინჯზე.

7. სანელებლების ნაკლებობა

ფლავის სანელებლების გარეშე მომზადება კულინარიული დანაშაულია. ფლავი შეიძლება ბრინჯის გარეშე მოამზადოთ, მაგრამ სანელებლების გარეშე არა. სანელებელი მთავარი ინგრედიენტია, რომელიც კერძს არომატს, გემოს და სიცხარეს ანიჭებს.

წესების მიხედვით, სანელებლებს ზივრაქს უმატებენ. აუცილებლად უნდა შედიოდეს ძირა, პაპრიკა, წიწაკა, ნიორი და მარილი. სუპერმარკეტებში ფლავისთვის უამრავი მზა სანელებლების ნარევი იყიდება. შეგიძლიათ ნარევი თავად მოამზადოთ: ძირა, ჩილეს წიწაკა, დაქუცმაცებული კოწახური და ზაფრანა.

ყველაზე გემრიელი ფლავი გამოდის ძირას მთელი თესლებით, ისინი უფრო გაჯერებულ სუნს იძლევიან. გამომშრალი კოწახურის კენკრას ბუნებრივი სიმჟავე აქვს და C ვიტამინით მდიდარია. ზაფრანა კერძს ღია მოყვითალო ფერს და სასიამოვნო ცხარე გემოს ანიჭებს.

ფლავი არის კერძი, რომელიც სადღესასწაულო და ყოველდღიურ სუფრას დაამშვენებს. თუ ეს რჩევები სასარგებლოდ მიგაჩნიათ, არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის. ასევე, აუცილებლად მოგვიყევით თქვენი გამოცდილების შესახებ და დაგვიტოვეთ თქვენი აზრი კომენტარების ველის მეშვეობით.