Connect with us

საკითხავი

2 ეფექტური და უსაფრთხო მეთოდი სარეცხი მანქანიდან ფხვნილის ნადების მოსაშორებლად

საცხოვრებლად ახალ ბინაში გადავედით. ავეჯი და ტექნიკა თითქმის არ გვაქვს. მეგობრების დახმარებით საჭირო ნივთების შეძენა მეორადების ბაზრობაზე გადავწყვიტე. ასე ძალიან კარგ ფასად ძალიან ხარისხიანი და კარგად მომუშავე სარეცხი მანქანა შევიძინეთ, თუმცა გარეგნულად საშინლად გამოიყურება. ჭუჭყიანია და ნესტის სუნი ასდის. სარეცხი მანქანის უჯრა საშინლად გამოიყურებოდა, ამიტომ ჯერ მისი გაწმენდა გადავწყვიტე. ხალხურ მეთოდებს გადავხედე და ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ვარიანტები შევარჩიე.

2 უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი სარეცხი მანქანის გასაწმენდად

ძმარი გამოიყენეთ

საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენება არც მიფიქრია. დიდი შანსია, რომ ქიმიის ნარჩენები სარეცხი მანქანის მოკრძალებულ კუთხეებში დარჩეს და რეცხვისას ტანსაცმელზე ან თეთრეულზე დაილექოს. 9%–იან სუფრის ძმარზე შევჩერდი. ის თითქმის ყველას სამზარეულოში აქვს.

თუ იდეალური შედეგის მიღება გსურთ, მოქმედების ეტაპები დაიცავით.

  1. სარეცხი მანქანის უჯრაში 100 მლ გელი ჩაასხით ან ფხვნილი ჩაყარეთ.
  2. მანქანა ისეთ რეჟიმზე ჩართეთ, რომ წყლის ტემპერატურა მინიმუმ 60 გრადუსამდე გაცხელდეს. (დოლურაში არაფერი მოათავსოთ).
  3. როცა დოლურაში წყალი საჭირო ტემპერატურამდე გაცხელდება, რეცხვის ციკლი გააჩერეთ.
  4. ერთ საათში რეცხვა გააგრძელეთ.
  5. რეცხვის ბოლოს 1 ჭიქა წყალს 50 მლ ძმარი დაუმატეთ.
  6. ამ ხსნარში დასველებული ღრუბლით სარეცხი მანქანა, მისი რეზინები და უჯრა გაწმინდეთ.
  7. რეცხვის ციკლი ისევ ჩართეთ, ოღონდ ყველაზე ხანმოკლე.
  8. ბოლოს მშრალი ჩვრით გაწმინდეთ და ნაქაფი მოაშორეთ.

სოდა და ლიმონმჟავა გამოიყენეთ

სარეცხი მანქანის უჯრის საწმენდად სოდა და ლიმონმჟავაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. სოდის დახმარებით ობს გააქრობთ, ხოლო მჟავა ნადებს მოაშორებს. ობის გასაქრობად წყალი 80 გრადუსამდე გააცხელეთ. უჯრას სოდა მოაყარეთ და ცხელ წყალში ჩადეთ. 1 საათით გააჩერეთ.

გაქვავებული ნადების მოსაშორებლად ასე მოიქეცით:

  1. წყალი აადუღეთ და 80-90 გრადუსამდე გააგრილეთ.
  2. სარეცხი მანქანის უჯრა ტაშტში ჩადეთ, თითოეულ განყოფილებაში 1–2 ს/კ ლიმონმჟავა ჩაყარეთ.
  3. ცხელი წყალი დაასხით. მდუღარე წყალი არ გამოგადგებათ, რადგან პლასტმასის დეფორმირება შეიძლება გამოიწვიოს.
  4. 10-15 წუთით გააჩერეთ.

თუ ნადები ბოლომდე არ მოშორდა, პროცედურა გაიმეორეთ. უჯრა ლიმონმჟავას ხსნარში უფრო დიდხანს გააჩერეთ და წყალი პერიოდულად გააცხელეთ.

თუ ფხვნილის ნადები იმდენად ძლიერია, რომ მისი მოშორება დანითაც შეუძლებელია, ლიმონმჟავის ხსნარში მთელი ღამე გააჩერეთ. ეფექტური შედეგის მისაღებად ძმარი დაუმატეთ.

უკვე იცით, რომ ძმარი, ლიმონმჟავა და სოდა თქვენი ერთგული დამხმარეა, როცა ნადების, ჟანგის და ობის მოშორება გსურთ.

Advertisement